x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნებაყოფლობითი საჭურისები: რატომ ირჩევს ზოგიერთი მამაკაცი კასტრაციას?
სექსი დიდი სიამოვნება და იმუნიტეტის გამაძლიერებელი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ზოგიერთი მამაკაცი რატომღაც ნებაყოფლობით ირჩევს კასტრაციას. რატომ აკეთებენ ისინი ამას?


ათასწლეულების მანძილზე ჩინეთის იმპერატორების კარზე კარიერის გაკეთების და სწრაფი დაწინაურების ერთადერთი შესაძლებლობა ნებაყოფლობითი კასტრაცია იყო. ჩინელი დიდებულები საკუთარი ნება-სურვილით იშორებდნენ პენისსა და კვერცხებს, რათა მაღალი სამოხელეო თანამდებობები მიეღოთ. იმის გამო, რომ აღარ ჰქონდათ უნარი, შვილები ჰყოლოდათ და შესაბამისად საკუთარი დინასტია დაეარსებინათ, მათი თანამედროვე იმპერატორი მათზე აღარ ეჭვიანობდა, რომ ისინი ბოძებულ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ.


ძველად კასტრაციას ევროპაში, კერძოდ კი იტალიაშიც ჰქონდა ადგილი. საგანგებოდ შერჩეულ ბიჭებს, რომლების აღზრდაც მომღერლებად სურდათ, სიმწიფის ასაკის მიღწევამდე ასაჭურისებდნენ, რათა ხელი შეეშალათ მათი ხმის დაბოხებისთვის და ამგვარად შედეგად ქალის ძლიერად მჟღერი ხმა მიეღოთ.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს კასტრაცია განვითარებულ ქვეყნებში იშვიათად ხდება, ზოგიერთი მამაკაცი ამას მაინც აკეთებს. არსებობს საიტი, რომელსაც Eunuch Archive ეწოდება და სადაც მთელი მსოფლიოდან ნებაყოფლობითი საჭურისები არიან დარეგისტრირებულები. 2016-2017 წლებში მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 208 მათგანი გამოკითხა. შედეგები ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში გამოქვეყნდა.



გამოკითხულ საჭურისთა ნახევარმა კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინეს მსგავსი საქციელი, უპასუხა, რომ სურვილი ჰქონდათ, მათთვის სასურველი “სულიერი მდგომარეობისთვის” მიეღწიათ. სხვებმა ეს (რაოდენ გასაოცრად და დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს!), ეროტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე გააკეთეს. დაახლოებით 25 %-მა კი განაცხადა, რომ ისინი სოფლად, ფერმაში ცხოვრობდნენ და მოეწონათ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ის ცხოველები, რომლებსაც კასტრაცია ჩაუტარეს. ნაწილს არანაირი ინტერესი სექსის მიმართ არ გააჩნდა და ამიტომ გენიტალიების ქონას არასაჭიროდ თვლიდა, ხოლო ზოგიერთი მოხიბლული იყო იმით, თუ როგორ გამოიყურება “სიგლუვე ფეხებს შორის.”


ზოგმა ისიც კი უთხრა მეცნიერებს, იმის წარმოდგენა, რომ გენიტალიები აღარ მქონდა, ჩემზე აღმგზნებად მოქმედებდაო.


10%-მა მკვლევარებს განუცხადა, კასტრაციის შედეგად არასასურველი ჰორმონებისგან გავთავისუფლდით, რომლებიც “გონებას გვიბნელებდაო.”


საჭურისების დიდი ნაწილი მკაცრი ქრისტიანული წრეებიდან არის. ისინი ხშირად საუბრობენ “საჭურისულ სიმშვიდეზე, ” რასაც მათ “ხორცის დათრგუნვის” და სექსუალური მოთხოვნილებებისგან გათავისუფლების გზით მიაღწიეს. არჩევანის გაკეთებისას ისინი ბიბლიით ხელმძღვანელობდნენ, სადაც მსგავსი რამ წერია: “არსებობენ საჭურისები, რომლებიც თავად გახდნენ საჭურისები, ცათა სასუფევლისა გამო” (მათე, 19:12).


საინტერესოა, რომ გარდა იმ მამაკაცებისა, რომლებმაც გენიტალიების მოშორებას ნებაყოფლობით მიმართეს, განვითარებულ ქვეყნებში ბევრია ისეთი მამაკაცი, ვისაც სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ჩაუტარეს კასტრაცია. ასეთი მამაკაცების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკაში 600 ათასამდეა. მათი საჭურისებად გადაქცევის ძირითადი მიზეზი პროსტატის კიბოა, რადგან ტესტოსტერონი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მამაკაცური სექსუალური ჰორმონია, არსებით როლს ასრულებს სხეულში კიბოს უჯრედების გავრცელებაში, რის წინააღმდეგაც მედიცინის მუშაკები მედიკამეტოზურ ან ფიზიკურ კასტრაციას მიმართავენ.


კასტრაცია

0
647
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0