x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გარდაიცვალა ჯგუფ "ნაზარეთის" სოლისტი და დამფუძნებელი დენ მაკაფერტი
image

გარდაიცვალა შოტლანდიური როკ-ჯგუფის Nazareth-ის დამფუძნებელი და ვოკალისტი დენ მაკაფერტი . ის 76 წლის იყო.



მაკაფერტის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ჯგუფის ოფიციალურ Facebook გვერდზე. "დენი გარდაიცვალა 12:40 საათზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო განცხადება, რაც კი ოდესმე გამიკეთებია", - წერს "ნაზარეთის" ბასისტი პიტ აგნიუ. "მსოფლიომ დაკარგა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი."



მაკაფერტის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება, მაგრამ 2013 წელს მომღერალმა გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო წყვეტდა რეგულარულ გამოსვლებს. მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული აწუხებდა. პარალელურად მაკკაფერტი აგრძელებდა მუსიკის ჩაწერას და მისი ხმა ისმის ნაზარეთის 2014 წლის ალბომში "Rock 'n' Roll Telephone".


image

მაკაფერტი იყო "ნაზარეთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც დაარსდა შოტლანდიის ქალაქ დანფერმლაინში 1968 წელს. მან დაწერა როკ ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერები, მათ შორის "Broken Down Angel" და "Bad Bad Boy".

თუმცა, ის არ მონაწილეობდა ნაზარეთის რეპერტუარში ყველაზე ცნობილი სიმღერის შექმნაში"Love Hurts", რომელიც როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალადად ითვლება . ამ კომპოზიციის ავტორი იყო ამერიკელი ბუდლო ბრაიანტი, რომელიც დაწერა 1960 წელს. თუმცა ჯგუფმა ტექსტში ცვლილებები შეიტანა, ხოლო მაკაფერტის უნიკალურმა ვოკალმა ის მსოფლიო ჰიტად აქცია."Love Hurts" გამოყენებულია უამრავ ფილმში საუნდრეკად.

დენი მაკაფერტი ორჯერ სტუმრობდა საქართველოს, პირველად 1990 წელს, როდესაც "ნაზარეთის"წარმატებული ალბომის Snakes 'n' Ladders (1989)მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეს დროს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართა კონცერტი და სხვა ცნობილ ჰიტებთან ერთად შეასრულა ჩვენში ძალზე პოპულარული ჰიტი ამ ალბომიდან "We Are Animals", ხოლო მეორედ 2016 წელს ბათუმში, როდესაც სხვა ცნობილ დასავლელ როკ-მომღერლებთან ერთად ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართეს კონცერტი სახლეწოდებით "Only the Best Legend of Rock"

0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0