x
image
დავითი ჩუთლაშვილი
30 მილიონი წლის წინ დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე ზღვის საზარელი ურჩხული სახლობდა
30 მილიონ წელიწადზე მეტი ხნის წინ თანამედროვე პერუს ტერიტორია ზღვას ეკავა, სადაც საზარელი ურჩხული სახლობდა, რომლის ნამარხი ნაშთები ახლახანს იქნა აღმოჩენილი. ურჩხულის სიდიდის წარმოდგენამ მეცნიერების გაოგნება გამოიწვია.


ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა 2021 წელს გაკეთდა, როცა მონსტრისä ჩონჩხის ნარჩენები იპოვეს. 2022 წელს მეცნიერებმა ნამარხი ნაშთების შესახებ უკვე საკმარისი ინფორმაცია მოიპოვეს საიმისოდ, რათა განეცხადებინათ, რომ ურჩხული უძველესი ვეშაპი იყო, რომელიც მისი უწყინარი თანამედროვე ნათესავებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად პლანქტონით იკვებებიან, ზღვის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სახიფათო მტაცებელი გახლდათ.


ურჩხული


მტაცებლის სხეულის სიგრძე მკვლევარების დასკვნის მიხედვით 17 მეტრს აღემატებოდა. მას უძლიერეს ყბებზე სამართებლების მსგავსი ბასრი და ძალიან გამძლე კბილები ჰქონდა. ის ზვიგენებით და ზღვის სხვა ვეებერთელა ცხოველებით იკვებებოდა. იმ პერიოდისთვის დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე არსებული ზღვა ძალიან თბილი იყო, რაც დელფინების მონათესავე 17-მეტრიან ურჩხულს ძალიან მოსწონდა.



მკვლევარებმა ახლად წღმოჩენილ მონსტრს ბასილოზავრი ანუ “სამეფო ხვლიკი” შეარქვეს, თუმცა ეს მტაცებელი ხვლიკი კი არა, ძუძუმწოვარი გახლდათ. მეცნიერებმა ეს სახელი მას იმიტომ უწოდეს, რომ ის საკუთარი გრძელი სხეულის გამო გიგანტური ხვლიკივით გადაადგილდებოდა.


ეოცენის პერიოდის დასასრულს, 56-34 მილიონ წლებში ვეშაპები მთლიანად ზღვის ბინადრები გახდნენ და ხმელეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს. მანამდე ვეშაპების წინაპრები ჯერ კიდევ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ხმელეთზეც ისევე ხშირად იმყოფებოდნენ, როგორც წყალში.


ურჩხული


აღსანიშნავია, რომ ვეშაპები, ისევე, როგორც დელფინები, ძუძუმწოვრები არიან და ნაყოფს ცოცხლად შობენ. მათ სხეულის მუდმივი ტემპერატურა აქვთ და ჰაერით სუნთქავენ. დედა ვეშაპები საკუთარ ნაშიერებს ძუძუთი კვებავენ. ზუსტად ასეთივე იყო ბასილოზავრიც.


კონკრეტულად რამ გამოიწვია აღნიშნული მტაცებლის გადაშენება, ამ დროისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის. მაგრამ ჩვენ ვიცით ის, რაც ევოლუციურ ბიოლოგიაში კანონის სახით არის მოცემული: რომ სახეობა გადაშენებას განიცდის მაშინ, როცა ის ფეხს ვერ უწყობს გარემო პირობების ცვლილებას. უდავოდ ასე მოხდა ბასილოზავრის შემთხვევაშიც: რაღაც ეტაპზე ის ვერ შეეწყო შეცვლილ გარემოს და გადაშენდა მილიონობით წლით უფრო ადრე მანამ, სანამ დედამიწას ადამიანი მოევლინებოდა.

0
406
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0