x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
„გაოგნებული ვარ, ისე აფრიალებენ იურისტები დიაგნოზს“ - ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე
image

.

კლინიკა “ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

.
„გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც „აწი“ უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით და ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე. აი, რა იურისპრუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან“, – წერს ნინო ნადირაძე.


,


"სანამ იქნება ეს სტრესის წყარო [პატიმრობა], მისი ჯანმრთელობა იქნება შესაბამისი" - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხთან" საუბრობს.

.

„ტუბერკულიოზთან დაკავშირებით კიდევ საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და კვლევები, ამიტომ, ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი ამ დაავადების არსებობის შესახებ და ჩავატარეთ სათანადო კვლევები არამარტო საქართველოში. [ჟურნალისტი: ანუ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი ხო?] - დიახ...

.

მე რა უნდა გითხრათ დემენციასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც არ შეიძლება ასე საჯაროდ საუბარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გრძელდება უკვე ეს ტემპერატურული რეაქციები უკვე გარკვეული პერიოდია...თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც იმყოფება...


[ჟურნ: ციხის კედლებში ვერ მოხდება მისი გამოჯანმრთელება?] - რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი ფაქტორი, ეს ყოველთვის აისხება ადამიანის ჯანმრთელობაზე, სანამ იქნება ეს სტრესის წყარო, მანამ იქნება მისი ჯანმრთელობა შესაბამისი, - განაცხადა ჩხაიძემ.

,

6
293
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
293
  
2022, 9 ნოემბერი, 16:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ათიბათი-ის კომენტარზე
2022, 9 ნოემბერი, 14:50
გაოგნებული კიარა ივანიშვილის პროსტიტუკა ხარ
2022, 9 ნოემბერი, 10:42
რაც მაგას "წყევლა აქვს", კიდევაც კარგად არის...
2022, 9 ნოემბერი, 9:42
თუ კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ საუბარს,მიშა თუ ბიძინა და თუ დიდხანს გვექნება ეს აურზაური არაფრის გამო,ევროინტეგრაცია ჩაგვივლის ქორივით. ნუ მე არ ვარ მომხრე ევროკავშირში გაწევრიანების,მარა დემოკრატიას ხო ვაწვებით,ასე ამბობენ რო უმრავლესობას სურს ეს ორგანიზაციაო და უნდა მვყვეთ უმრავლესობას. მართალი გითხრათ,არაფერი ეტყობა ამ ქვეყანას რო რამე უნდა,მარა სიტყვიერად ხო ამას ვაწვებით. საქართველოსთვის არანაირი სარგებელი ამას არ ექნება,რადგან ორმაგი ბიუროკრატია დახარკავს საქართველოს მოსახლეობას,ორი ტიპის ბიუროკრატი დაგვბეგრავს ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ეს იქნება ყველაზე ცუდი ადამიანის თავისუფლებისთვის.ლიბერალიზმი ევროპაში წარმოიშვა,მაგრამ პრაქტიკაში ამერიკამ გაატარა,ევროპა სოციალისტურია,ასე იყო სულ,ამიტომაც იყო ფაშიზმი,კომუნიზმი და ამიტომაც ულტრამემარჯვენეები. ევროპა არის ვადაგასულ წესებში ჩაფლული და მათთან ყოფნა ნიშნავს დეგრადაციას. როცა ამას ერი გაიაზრებს,ბევრი წყალი აივლის და ჩაივლის,ხოლო საქართველო იქნება ისევ ქაქში.
2022, 9 ნოემბერი, 9:33
ამბობენ,რომ ამ სამყაროში ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს,საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეგრეა ნამდვილად და წარმოგიდენიათ,რამდენად დეგრადირებულია ერი? როგორ შეიძლება უფრო მეტი მაყურებელი ყავდეს "პრაიმ ჰაუს",ვიდრე პირობითას "რა,სად,როდის",როგორ შეიძლება დიანა ტრაპაიძეს ერქვას ჟურნალისტი,ხოლო ზალიკო უდუმაშვილს პოლიტიკოსი.

ერთხელ 6 ჟურნალისტმა მიიწვიეს კახა ბენდუქიძე სტუმრად და გატისკვა მოუნდომეს :) ბენზინის ფასებზე ქონდათ თემა. ბენდუქიძემ იქ დღე აყარა ამ ტრაპაიძეს მის კოლეგებს,მის მერე ჟურნალისტობას თავი როგორ არ გაანება. ასეთი რამეს ამბობდა კახა,ბენზინის ფასის დაწევა ეგრე მარტივი საქმე არ არის და შემომტანმა მოგება უნდა ნახოსო.არის კიდევ ერთი რამეო,თუ შეუძლია გაყიდოს 10 ლარად,არ გაყიდის ერთ ლარადო. ამაზე აენთო დიანა,როგორ შეიძლება ესეთი რამეო.კახამ კითხა,თქვენ რო შეგეძლოს რამის გაყიდვა უფრო ძვირად,რატომ გაყიდით იაფადო. აიბნა და დაიბნა დიანა,ვერ გაეგო რა ეპასუხა,ან დებილი გამოდიოდა ან უფრო დებილი. ნახეთ ეს ჩანაწერი და თქვენვე მიხდვებით,რომელი გამოვიდა და რა გაქანება აქვს. რატომ ვახსენე დიანა,ეგ და ინგა ტოპ ჟურნალისტობაზე პრეტენზიას გამოთქვავენ,ხოდა თუ ესენი არიან ტოპები,მაშინ მათ ქვემოთ რა ხდება
2022, 9 ნოემბერი, 9:21
მაგარი ქვეყანა ვართ რა,იურისტი ექიმს ასწავლის მკურნალობას და ექიმი იურისტობას იურისტს :) საინტერესოა,რამდენი რამის ჩამოთვლა შეგვეძლება და დავიწყებთ ასე,"მხოლოდ საქართველოში"... "მხოლოდ საქართველოში" ვირჩევთ იმ ხალხს ქვეყნის სამართავად,ვინც სამოქალაქო ომში მხარეს წარმოადგენდნენ,"მხოლოდ საქართველოში" ვეკითხებით აზრს ფულად-საკრედიტო სისტემაზე კუპონა გოცირიძეს და მას კომპეტეტნტურად მივიჩნევთ,"მხოლოდ საქართველოში" სასულიერო პირები წყეტენ ქვეყნის პოლიტიკას და ორი ხელისუფლება გვყავს,ორივეს ვაფინანსებთ და რომელიღაცა ტყუილად იღებს ფულს,"მხოლოდ საქართველოში" ექიმებზე და იურისტებზე უკვე ვთქვი და "მხოლოდ საქართველოში" შეიძლება მოხდეს ასეთი რამ,ლოკომოტივის პირველი გუნდი ეროვნული ლიგიდან ვარდება მოგების გარეშე,ხოლო მისი დუბლ შემადგენლობა გადის საქართველოს თასის ფინალში.თუ მოიგო კონფერენს ლიგაზე საგზურს გაინაღდებს,ოღონ ეს ბიჭები ვერ ითამაშებენ,პირველი გუნდს გადაეცემა ეს საგზური. კულტურასაც შევეხოთ,"მხოლოდ საქართველოში" შეიძლება მოხდეს,კახა ბაკურაძეს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს,ვიდრე რუსკა მაყაშვილს ან სანდრო კაკულიას,ზურა ყიფშიძე უფულოთ რჩება,ხოლო მიშა მესხი როლებს იღებს.მერე გვიკვირს ხო,რატომ ვართ ქაქში? ამიტომ ვართ,ამიტომ
0 1 6