x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დედამიწიდან 90 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილია უძველესი მზის სისტემის ნარჩენები
დედამიწიდან 90 სინათლის წლის მანძილზე ასტრონომებმა უძველესი ვარსკვლავის ნარჩენებს მიაკვლიეს მის ირგვლივ მოტრიალე პლანეტების ნარჩენებთან ერთად. მათთვის სურათი ძალიან სამწუხარო იყო, რადგან სისტემა, რომელმაც თავისი დრო უკვე გალია, ოდესღაც ძალიან ჰგავდა ჩვენს ახლანდელ მზის სისტემას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ის სურათი, რომელიც ჩვენივე მომავალს აღწერს.


ვარსკვლავი სახელწოდებით WDJ2147-4035, რომელიც ამჟამად ვარსკვლავი-ზომბად ანუ თეთრ ჯუჯად არის გადაქცეული, 10, 7 მილიარდი წლის წინ, ანუ სულ რაღაც 3 მილიარდი წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ჩვენი სამყარო დაიბადა, მზის მსგავსი ციური სხეული იყო და თავის მაცოცხლებელ სხივებს დედამიწის მსგავს კლდოვან პლანეტებს უნაწილებდა.


საინტერესოა, რომ ვარსკვლავს ოდესღაც ჰყავდა პარტნიორი ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად თავისი მეწყვილის მსგავსად თეთრ ჯუჯად არის ქცეული. ხოლო ორივე მათგანს ოდესღაც არსებული კლდოვანი პლანეტების ნამსხვრევები და მტვერი აკრავს გარს.


კოსმოსი


სურათზე ნაჩვენებია ორი თეთრი ჯუჯა - მოციფროდ მანათობელი WDJ1922+0233 და მოწითალო WDJ2147-4035, რომელთა ირგვლივ პლანეტების ნარჩენებს ვხედავთ


წარმოშობიდან ნახევარი მილიარდი წლის შემდეგ ვარსკვლავმა თანდათან ამოწურა მის სიღრმეში არსებული წყალბადის მარაგი, რის შედეგადაც თერმობირთვული რეაქცია დასასრულს მიუახლოვდა. ვარსკვლავი ჯერ წითელ გიგანტად იქცა, ხოლო შემდეგ - თეთრ ჯუჯად, ხოლო დედა ვარსკვლავის დაღუპვამ მის ირგვლივ მოსიარულე პლანეტები ერთმანეთთან შეაჯახა და დაამსხვრია.


ეს აღმოჩენა იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადასტურებს მოსაზრებას, რომლის ნამდვილობა მანამდე არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ: სახელდობრ იმას, რომ დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტების ჯგუფი აქა-იქ არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, რიცა სამყარო ძალიან ახალგაზრდა იყო და მძიმე ელემენტები, რისგანაც ეს პლანეტები წარმოიქმნა, დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.


და ეს თუ მართლაც ასეა, გამოდის, რომ ამ სამყაროში სიცოცხლის გონიერი ფორმები გაცილებით უფრო ადრე უნდა გაჩენილიყვნენ და კიდევ უფრო საოცარია, რომ არცერთი მსგავსი ფორმა რატომღაც ირგვლივ არსად არ ჩანს.

1
329
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
329
  
2022, 9 ნოემბერი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1