x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ტოპ-3 პროდუქტი, რომელთა ღამე ჭამაც არ გაგასუქებთ
image

რა იწვევს წონაში მატებას? ჭამო ბევრი და ხშირად. დიეტოლოგმა განმარტა, თუ რა გვიზიდავს საღამოს მაცივართან და ასევე გვირჩია რა მივირთვათ ღამით, ისე რომ ფიგურას ზიანი არ მივაყენოთ.


წონაში იმატებენ ის ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან ბევრ ან ხშირად ჭამას. მეტიც, კაცებისთვის დამახასიათებელია ერთდროულად დიდი რაოდენობით საკვების მიღება, ქალებისთვის კი ხშირი ჭამა და სუსნაობა. თუ ქალს (კაცსაც) სურს წონაში დაკლება სურს, იგი უნდა შეებრძოლოს ამ ძირითად კვებით ჩვევას, -შეწყვიტოს ჭამა ღამით, მაგრამ თუ ეს მაინც არ შეუძლია, არსებობს 4 პროდუქტი, რომელიც წონაში მომატებას არ უწყობს ხელს.




1-სოკო-200-300 გრამი ქამა ან სხვა სოკო სწრაფად შეწვით მშრალ ტაფაზე და მიირთვით. ასეთი კერძი პრაქტიკულად არ შეიცავს კალორიებს, ხოლო შესანიშნავად აჯერებს და აქრობს შიმშილის გრძნობას დიდი ხნის განმავლობაში. სოკო ღამის იდეალური საკვებია.





2-კიტრი -ეს არის პროდუქტი მინიმალური კალორიებით, მაგრამ მოცულობითი მასის მიხედვით. ძილის წინ, ფიგურის დაზიანების გარეშე, შეგიძლიათ მიირთვათ 200-300 გრამი კიტრი.წონაში არ მოიმატებთ და გარკვეულად შიმშილის გრძნობასაც გაგიქრობთ.



3-მწვანილეული-თუ ღამით გშიათ და სახლში კიტრი არ აღმოგაჩნდათ, შეცვალეთ ისინი ნიახურით, ყაბაყით ან 300 გრამამდე წონის ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულით.


თუ ასეთი ბოსტნეულს წინასწარ დაჭრით წვრილად და მიირთმევენ ნელა, მათი მინიმალური კალორიული შემცველობით, ისინი შექმნიან მოცულობას კუჭში და წარმოსახვითი სისავსის შეგრძნებას. ასეთი ბოსტნეული შეიძლება უსაფრთხოდ მიირთვათ ღამით, ყოველგვარი ფიგურაზე ფიქრის გარეშე.



რას იწვევს ღამით ჭამა?



კვლევებით დასტურდება, რომ საკვების მიღების დრო პირდაპირ კავშირშია სიმსუქნის, დიაბეტის, არტერიული წნევის რისკის მატებასთან. კვლევა ჩატარდა 18-76 წლის ასაკის 12700 ადამიანის მონაწილოებით. მონაცემები იკრიბებოდა ორი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც მოხალისეები აფიქსირებდნენ მათ მიერ მიღებულ საკვებს, სისხლში შაქრის დონეს და არტერიულ წნევას.


აღმოჩნდა, რომ ადამიანთა 50% იღებდა კალორიების 30% 18:00 საათის შემდეგ. მათ აღენიშნებოდათ სისხლში შაქრის, ინსულინის დონის, ინსულინისადმი მდგრადობის და არტერიული წნევის მომატება, იმ მოხალისეებთან შედარებით, ვინც საღამოს 30%-ზე ნაკლებ კალორიას მოიხმარდა.


კერძოდ, 18:00-ის შემდეგ 30% და მეტი კალორიის მიღება იწვევდა პრედიაბეტის რისკის ზრდას 19%-ით. როგორც ცნობილია, პრედიაბეტიანი ადამიანების 70% ტიპი 2 დიაბეტი შეიძლება განუვითარდეს. ეს კი გულის დაავადების რისკ ფაქტორია. ამ ადამიანებში ჰიპერტონიის რისკი 23%-ით მატულობდა. ეს დასკვნები განსაკუთრებით აქტუალური იყო ქალებისთვის.

2
677
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
677
  
2022, 12 ნოემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2