x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ არ უყვართ ბრიტანელ ახალგაზრდებს უინსტონ ჩერჩილი უფროსი თაობისგან განსხვავებით?
image

გამოცემა The Times-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს პოზიტიური შეხედულება უინსტონ ჩერჩილის მიმართ




18-დან 24 წლამდე ბრიტანელების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს პოზიტიური შეხედულება ყოფილი პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მიმართ. ამის შესახებ The Times იტყობინება.


ბრიტანეთის ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მძიმე და ბნელ პერიოდში უინსტონ ჩერჩილი იმედის შუქურა იყო. თუმცა მას შემდეგ მისი რეპუტაცია ნელ-ნელა გაფერმკრთალდა.



ახალგაზრდებს არ უყვართ ლეგენდარული პოლიტიკოსი, მაგრამ უფროს თაობაში მოწონების დონე შესამჩნევად მაღალია:გაერთიანებული სამეფოს 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების დიდი ნაწილი დადებითად საუბრობს მის ფიგურაზე, მათი ხვედრითი წილი 58 პროცენტია. ამავდროულად, 20 წლის წინ BBC-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩერჩილი ბრიტანეთის პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა.


რა არ მოწონთ ახალგაზრდა ბრიტანელებს>ისინი უპირველეს ყოვლისა აკრიტიკებენ ყოფილ პრემიერს კოლონიალური პოლიტიკის გამო, პასუხისმგებლობას აკისრებენ და ადანაშაულებენ ინდოეთში 1943 წელს შიმშილის შედეგად დაახლოებით სამი მილიონამდე მოქალაქის სიკვდილში.


ჩერჩილის რევიზიონისტები აცხადებენ, რომ ეს კატასტროფა ერთ-ერთია იმ რამდენიმე შავ ლაქაში, რომელმაც მისი რეპუტაცია შელახა. მემარჯვენე ანალიტიკურ ცენტრ Policy Exchange-ის მიერ შაბათ-კვირას გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობის განწყობა ბუნდოვანია ყოფილი პრემიერის მიმართ.


არა და 2021 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩერჩილმა ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო ბრიტანელებს შორის მთავრობის სხვა მეთაურებთან შედარებით. მაშინ მისმა რეიტინგმა 63 პროცენტს მიაღწია.

1
537
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
537
  
2022, 9 ნოემბერი, 0:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1