x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შინ ვარ, ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები“ – ნანა მახარაძე საქართველოში დაბრუნდა
image


9 აპრილის ყველაზე ცნობილი კადრის გმირი, ნანა მახარაძე, 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე თავად გაუზიარა საზოგადოებას.

.

„დილა მშვიდობისა საქართველო


11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი…

უბრალოდ “ჩავაბარგე“ მთელი იტალია …

ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი…

და სახლში დავბრუნდი…

ვერ გიპასუხებთ რას ვგრძნობ…

უბრალოდ შ ი ნ ვარ…

ჩემს შვილთან

ჩემს ქვეყანაში

.

ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც “შინ“ დასაბრუნებელ გზების გავლას წლები ანდომებენ

მადლობა იტალია

შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული

გამარჯობა ჩემო თბილისს ქალაქო

P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია ვიპოვი ჩემ ადგილს.

თუმცა მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ“, – წერს ნანა მახარაძე.

.

.

* * *

„მარინა ბერიძემ შანტაჟი მომიწყო, კივილი დაიწყო, მიშველეთ პოლიციას გამოუძახეთო...- ეკა კვალიაშვილი

image


ეკა კვალიაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზთან" ისაუბრა იმ მომენტზე საიდანაც მისი ფინანსური პრობლემები დაიყო. მისი თქმით მისი ფინანსური პრობლემების დასაწყისი მარინა ბერიძეს უკავშირდება. კვალიაშვილის სკანდალურმა განცხადებებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში კვლავაც აჟიოტაჟი გამოიწვია, მომღერალი ამჯერად ფინანსური პრობლემების შექმნაში პროდიუსერს მარინა ბერიძეს ადანაშაულებს. ეს თემა ინტერნეტში განხილვის მორიგ თემად და ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა.

.

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ინფორმაციით მან შანტაჟი მოუწყო. როგორც ის ამბობს მარინა ბერიძემ ერთ-ერთი კონცერტიდან სრულიად ამოაგდო ის, შემდეგ კი მასთან შეხვედრისას მარინა ბერიძემ შანტაჟი მოუწყო.

.

„მარინა ბერიძემ კონცერტიის სიიდან ამომიღო და დამაშანტაჟა. ასევე მანამდე ერთ-ერთ ოჯახში, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, დაიგეგმა შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ” - აღნიშნავს მომღერალი ეკა კვალიაშვილი
.
„ერთ-ერთ ოჯახში იყვნენ შეკრებილები, არც მინდა სახელები და გვარები ვთქვა, სულ ზეპირად ვიცი, იქ დაიგეგმა იცით, როგორი რაღაც, მე ვიყავი საშინლად კონფლიქტური, პრეტენზიული, შეიძლება გამარჯობა გეთქვა და თავში ჩამერტყა... საშინელებები მომიგონეს და დაიწყეს ეს ჭორები, მოსკოვამდე იყო ჩასული. ერთმა ებრაელმა კაცმა დამირეკა, მოწვევა უნდოდა, ასე მითხრეს, გამარჯობას რომ ეტყვი, შეიძლება გაგლანძღოსო, გავგიჟდი, მეც კარგ ოჯახში გავიზარდე და რატომ უნდა გაგლანძღოთ-თქო. არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი კოლეგებისთვის დამერეკა, ეს ამბავი საიდანაც ვიცი, იმ ადამიანს ვერ ჩავაგდებდი უხერხულ მდგომარეობაში.. ჩემი ახლობლებიც იყვნენ იქ.

,

სამყაროში დაუსჯელი არაფერი რჩება, გროვდება რაღაც ვალები, რასაც გადახდა უნდა, აუცილებლად. ამას ჰქვია ბუმერანგის პრინციპი და კარმის გაკვანძვა, ეს პატრიარქმაც თქვა, სხვათა შორის, ამ ბუმერანგს ყველა უნდა ერიდოს. უდანაშაულო ადამიანს ცილს რომ დასწამებ, შენი საკუთარი სასჯელია, რომელიც თავს გამოუწერე“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.

.

.

მომღერალი ეკა კვალიაშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” პირად ცხოვრებაზე საუბრობს და პირველი ქორწინების ისტორიას იხსენებს.

ეკა კვალიაშვილის თქმით, როდესაც გაიპარნენ, მისი მეუღლე დაოჯახებული იყო.

“25 წლის ვიყავი, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და გავიპარეთ. ოჯახის წევრებს არჩევანი არ მოეწონათ, რადგან ჩემს მეუღლეს ჰყავდა მეუღლე. დაოჯახებული იყო, მაგრამ მე მისი აქტიურობიდან გამომდინარე, უფრო ვენდე. რა თქმა უნდა, მე დამადანაშაულეს მათი ოჯახის დანგრევაში, მაგრამ თავად ჰქონდა დიდი სურვილი. მე მთელი ცხოვრებაა ვეძებ ნამდვილ სიყვარულს, ვიპოვე და მორჩაო. დედამთილმა ბოლომდე არ მიმიღო, როგორი მისაღები ვიყავი, რძალი სახლში ეჯდა…

ისე დავშორდით, მათთან კონტაქტი არ მქონია. 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილიც გვყავდა. თავიდან თითქოს ადვილი იყო, მერე რთული გახდა. ომი იყო სულ… მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, ბოლოს დავიღალე… ძალიან მიყვარდა, დაშორება გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ძალიან დიდი სიყვარული იყო, ორივეს გაგვიჭირდა, მაგრამ არ შემეძლო მთელი ცხოვრება გამეძლო. სამსახურში რომ წავიდა, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი, არც მითქვამს… გაგიჟდა, რა გააკეთეო”, – საუბრობს ეკა კვალიაშვილი.

2
284
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
284
  
2022, 12 ნოემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2