x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"შენი ტყავისგან ფეხსაცმელს გავაკეთებდი" - აშშ-ის უკანასკნელი მონის ისტორია, რომელსაც თავად მოგვითხრობს
image

ბარაკუნი არის ქოხმახი, სადაც მე-19 საუკუნეში მონებს ათავსებდნენ. მოგვიანებით ასე თვით მონებს უწოდებდნენ.


კუჯო ლუისი აფრიკიდან გემი "კლოტილდაზე" მაშინ აიყვანეს. როდესაც ის 19 წლის იყო. ეს მოხდა ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობის აკრძალვის შემოღებიდან 50 წლის შემდეგ.


1927 წელს ზორა ნილ ჰურსტონმა ინტერვიუ ჩაატარა 86 წლის კუჯო ლუისთან. ის იყო უკანასკნელი ცოცხალი მოწმე აფრიკიდან ამერიკაში მონების სახით გადაყვანილი მილიონობით მამაკაცი, ქალი და ბავშვიდან.



კუჯო ის იხსენებს თავის აფრიკულ სახლს და სოფელში ცხოვრებას.

image

ზორა ნილ ჰურსტონის წიგნის სრული ვერსია"ბარაკუნი. თავად მოთხრობილი უკანასკნელი მონის ისტორია, თვითონ მოთხრობილი“ (Barracoon: The Story of the Last «Black Cargo» )მხოლოდ 2018 წელს გამოიცა.გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს წიგნიდან.


აფრიკის მიწაზე, სანამ მამაზე არ ისაუბრებ, შვილზე ვერ ილაპარაკებ. და, იცით, მე ვერ ვისაუბრებ მამაჩემზე (et te), სანამ არ ვისაუბრებ მის მამაზე (et te te). ასეა, არა? ბაბუაჩემს, ხედავ, ძალიან დიდი სოფელი აქვს. მას ბევრი ცოლი და შვილი ჰყავდა. მისი სახლი, სოფლის ცენტრში დგას. აფრიკის მიწაზე ქმრის სახლი ყოველთვის ცენტრში დგას, ცოლების სახლები კი წრიულად, მისი სახლის გარშემო, სადაც ქმარი ცხოვრობს. მას არ უფიქრია ამდენ ქალის დაქორწინება. არა. აფრიკის მიწაზე თავად ცოლები ეძებდნენ მისთვის სხვა ცოლებს .


წარმოიდგინე, რომ აფრიკის მიწაზე ვარ და კუჯო უკვე შვიდი წელია დაქორწინებულია.


ცოლი ამბობს: „კუჯო, ბებერი ვარ. დაღლილი ვარ. სხვა ცოლს მოგიყვან“.


სანამ ამას იტყვის, იპოვის გოგონას, რომელსაც გათხოვება უნდა. Ეს გოგო, ძალიან კარგად აზროვნებს. შესაძლოა მისი ქმარი არც არასდროს უნახავს. და ის მიდის ბაზრის მოედანზე, შესაძლოა საერთო მოედანზეც. ხედავს ამ გოგოს და ეკითხება კუჯოს იცნობ? გოგონა პასუხობს: „მის შესახებ გამიგია“. ცოლი ამბობს: „კუჯო კარგია. ის კეთილია. მინდა, რომ მისი ცოლი იყო." გოგონა ამბობს: "წამომყევი მამაჩემთან და დედაჩემთან."

imageკუჯო ლუისი



გოგოს მშობლებთან ერთად მიდიან, ხომ გესმის. კითხვებს უსვამენ და ის პასუხობს ქმრის ნაცვლად. თუ ყველა კმაყოფილია, გოგონას მშობლები ამბობენ: „ჩვენს ქალიშვილს გაძლევთ და მოსავლელად. ის ჩვენი აღარ არის, კეთილი იქნებით მის მიმართ“.


ცოლი ბრუნდება კუჯოთან.. ყველაფერი კარგადაა. კუჯომ გოგონას მამას უნდა გადაუხადოს . თუ მდიდარი გოგოა და დიდ მსუქან სახლში ცხოვრობს, ორმაგი უნდა გადაიხადოს. ორი ძროხა, ორი ცხვარი, ორი თხა, ქათამი, იამსი, შეიძლება ოქროც.


მდიდარი კაცი დიდხანს ინახავს ქალიშვილს მსუქან სახლში. ზოგჯერ ორი წელი. იქ დღეში რვაჯერ ჭამს, საწოლიდან ადგომისა და სახლიდან მარტო გასვლის უფლებას არ აძლევენ. ვისაც მსუქანი სახლი აქვს, გოგონას სახლიდან არ გაუშვებს, რომ ცხიმი არ დაკარგოს.



თუ კაცი არც ისე მდიდარია, ქალიშვილს დიდხანს ვერ არჩენს, თან გოგონა არც ისე მსუქანია. და ღარიბი კაცი არ აგზავნის თავის ქალიშვილს. იცით რა, კაცი სხვადასხვა გოგოს სხვადასხვა ფასს უხდის. თუ ის არის ღარიბი ოჯახიდან, ან უკვე გათხოვილი იყო, ან რაიმე სხვა, მასში ძალიან ცოტას იხდი


როდესაც ახალი ცოლი პირველად მოდის ქმრის სოფელში, ის სახლში ცხოვრობს ძველ ცოლთან ერთად. ის ასწავლის რა უნდა გააკეთოს და როგორ მოუაროს ქმარს. როცა ამ ყველაფერს გაიგებს, საკუთარ სახლში იწყებს ცხოვრებას. როდესაც ისინი მზად არიან ახალი სახლის ასაშენებლად, მამაკაცი იღებს მაჩეტას და ჭრის ხეს, რათა აჩვენოს, სად ააშენოს სახლი. მერე ძროხას კლავს და აყენებს დიდი რაოდენობით პალმის ღვინოს . მერე მთელი სოფელის ხალხი მოდის, ხორცს ჭამს, ღვინოს სვამს, იქაურობას ტკეპნის და სახლს აშენებს.


პაპაჩემი... ბევრჯერ ააშენა სახლი ცოლებისთვის. აფრიკის მიწაზე არიან ადამიანები, რომლებსაც ცოლები არ ჰყავთ, რადგან ვერ ყიდულობენ. მათ არაფერი აქვთ გასაცემი, ამიტომ ცოლი მათთან ვერ მოდის. ზოგს ძალიან ბევრი აქვს. როცა მშიერი ხარ, მტკივნეულია. მაგრამ როდესაც კუჭი სავსეა, ის ასევე მტკივა.


image

ყველა ცოლი ქმრისთვის საჭმელს (უდიას) ამზადებს. ყველა მამაკაცს უყვარს ფუფუ (ძირხვენას ფაფა). ქმარი ჭამს დიდ გოგრას, რომლის ნახევარიც შევსებულია ფუფუთი შემდეგ კი პაპაჩემი მიდის დასაძინებლად. ახალგაზრდა ცოლები (სანამ ისინი საკმარისად მომწიფდებიან, რათა შეასრულონ ცოლის ნამდვილი მოვალეობა) ქმარს დაძინებაში ეხმარებიან. ერთი მარაოს უფრიალებს. მეორე თმებს ულაგებს.ერთმა შეიძლება ხელები დააბანინოს, ვიღაც კი მის ფეხის ფრჩხილებზე ზრუნავს. შემდეგ კი იძინებს და ხვრინავს.


კარებთან ვიღაც დგას, რომ ხმაური არავინ ატეხოს და არ გააღვიძოს. ერთ დღეს სოფელში მონის შვილმა ზედმეტად ბევრი ხმაური ატეხა. ვინც კარს დარაჯობდა, დაიჭირა და ბაბუასთან მიიყვანა. იჯდა და ბიჭს უყურებდა. შემდეგ ჰკითხა: „ვინ გითხრა, რომ თაგვს შეუძლია დიდის სახურავზე სიარული? სად არის ეს პორტუგალიელი? თამბაქოზე გაგცვლი! ძველად შენი ტყავით ვივლიდი! (ანუ მოგკლავდი და შენი კანიდან ფეხსაცმელს გავაკეთებიო.) შენი თავის ქალიდან წყალს დავლევ! (მოგკლავ და შენი თავიდან თასს გავაკეთებდიო.)"


ბაბუაჩემმა კი თქვა ეს, მაგრამ მას არასოდეს უთხოვია ბელადისთვის ვინმეს მიყიდვა პორტუგალიელებისთვის. ზოგიერთი ბელადი ამას აკეთებდა, როცა მონები ლაქლაქებდნენ, ზარმაცობდნენ და იმ საქმეს არა აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ. შემდეგ მათ პორტუგალიელებზე ჰყიდიდნენ.


ბელადი ფორთოხალს აგდებდა მაგიდის ქვეშ. შემდეგ კი ეძახის მონას, რომლის გაყიდვასაც აპირებს და ეუბნება: "მაგიდის ქვეშიდან ფორთოხალი მომაწოდე". მონა მაგიდის ქვეშ ცოცავს. ბელადი კი იქ მდგარ მამაკაცებს უხმობს. ერთს, შეიძლება ორსაც. როცა მაგიდის ქვეშ მყოფი მონა ფორთოხალს სწვდება, ბელადი ეუბნება: "შეიპყრეთ ბუშმანი!" კაცები მონას იჭერენ და ყიდიან.


ბელადი ყოველთვის არ არის ბედნიერი. ერთ დღეს მისი ცოლი გარდაიცვალა. ის ჯერ კიდევ მოხუცი ცოლის სახლში ცხოვრობდა და ბელადის ცოლი ჯერ კიდვე არ იყო, რადგან ის ძალიან ახალგაზრდაა. რატომ მოკვდა, კუჯომ არ იცის. როცა საჭირო გახდა ბელადისთვის ეთქვა, რომ მისი ახალგაზრდა ცოლი გარდაიცვალა, სანახავად მივიდა. ხელი მკლავზე მოხვია. შემდეგ კი მუშტში იკივლა და ტირილი დაიწყო. მან თქვა: ”ოჰ! ოჰ! ოჰ! ჩემი ცოლი მკვდარია. ჩემი ყველა საჩუქარი დაიკარგა. მე მისთვის დიდი ფასი გადავიხადე. მე მას ვაჭმევდი და ახლა ის მკვდარია და არასდროს მიძინია მასთან. ოჰ! ოჰ! რამდენი დავკარგე! ის მკვდარია - და ისევ ქალწულია! ოჰ! ოჰ, ეს ოჰ! რამდენი დავკარგე!"


მამაჩემის სახელი იყო ო-ლო-ლოო-აიჰ. ის არ იყო მდიდარი კაცი. სამი ცოლი ჰყავდა. დედაჩემს ნი-ფონდ-ლო-ლუ ერქვა. ის მეორე ცოლი იყო. ეს სიმართლეა.მე არ გეტყვით, რომ მთავარი ცოლის შვილი ვარ. არ არის სწორი. მე მეორე ცოლის შვილი ვარ.



დედაჩემს ჩემამდე ერთი ვაჟი ჰყავდა, მე კი მისი მეორე შვილი ვიყავი. ჩემს შემდეგ მას კიდევ ოთხი შვილი შეეძინა, მაგრამ ეს არ არის ყველა ის შვილი, რაც მამაჩემს ჰყავდა. პირველი ცოლისგან ცხრა შვილი ჰყავდა, მესამეს კი სამი. როცა გოგოები ქორწინდებიან, მათ ქმრისთვის ბევრი შვილის გაჩენა უწევთ.


გყოლიათ ოდესმე უნაყოფო ქალები? -ვკითხე მას.


— არა, მათ ყველას ჰყავდათ შვილები ქმრისგან. თუ შვილი არ ჰყავთ, მიდიან მოხუცებთან სალაპარაკოდ. მოხუცები ბუჩქებში შედიან, მოაქვთ ფოთლები, ჩაის აკეთებენ და გოგონას ასმევენ. შემდეგ კი მათ ქმრისგან ჰყავთ შვილები. მაგრამ ხანდახან ქალს შვილი არასდროს ჰყავს. კუჯომ არ იცის რატომ.



image

სოფელში მამაჩემის ყველა შვილთან ვთამაშობდი. ერთმანეთს ვეჭიდავებოდით. დავრბოდით, ვინ უფრო სწრაფად მოირბენდა. პალმებზე ვძვრებოდით, სადაც ქოქოსი იზრდებოდა და ვჭამდით. ტყეში დავდიოდით ანანასის და ბანანის საძებნელად და იმას ვჭამეთ. იცით როგორ ვპოულობდით ხილს? სუნით.


ხანდახან დედა გვეუბნებოდა, შეწყვიტეთ თამაში. გვეუბნეოდა:

-შეწყვიტთ თამაში. დაჯექით და მე მოგიყვებით ცხოველებზე, რომლებიც ადამიანებივით საუბრობენ.


კუჯომ არ იცოდა დრო, როცა მხეცები ადამიანებივით ლაპარაკობდნენ. ეს მოხუცებმა გვითხრეს. კუჯოს მოსმენა ძალიან უყვარდა.


- მეც მიყვარს ისტორიების მოსმენა, - გავუღიმე. გახსოვს დედაშენის ისტორიები?


- როცა ჩემთან მოხვალ, ზღპარს მოგიყვები - თქვა კოსულამ. „ახლა მოგიყვებით კუჯოზე, როცა ის ბიჭი იყო და ცხოვრობდა აფრიკაში."



ერთ დღეს ბელადმა სოფელს მიმართა. მას სურდა ენახა ყველა ბიჭი, ვისაც თოთხმეტი წვიმიანი სეზონი ქონდა ნანახი. ძალიან გამიხარდა, რადგან მეგონა, ჯარში გამიშვებდა. თითქმის თხუთმეტი წვიმიანი სეზონი მინახავს. მაგრამ აფრიკის მიწაზე ბიჭებს ჯარში წასვლამდე დიდხანს ასწავლიან.


იცით რა, როცა ბიჭი თოთხმეტი წლის ხდება, ომისთვის ამზადებენ. ისინი პირდაპირ ბრძოლაში არ მიდიან. ჯერ სწავლობენ ბუჩქებში დამალვას, ყველაფრის დანახვას, მაგრამ თავად არ უნდა გამოჩდნენ.




პირველი მამებს (უხუცესებს) ბიჭები სანადიროდ მიჰყავთ. ხანდახან დაღამებამდე ბრუნდებიან. ხანდახან ორი-სამი ღამე ბუჩქნარში სძინავთ.


ისინი კვალში ჩადგომას სწავლობენ. მათ უნდა იცოდნენ, ნადავლი ამ გზით მიდის თუ იმ გზით. ისინი სწავლობენ ტოტების მტვრევას და შემობრუნებას, რათა სახლისკენ მიმავალი გზა იპოვონ. ისინი გრძელი ფოთლებისგან კვანძს კრავენ, რათა უკან მყოფებმა იცოდნენ საით წავიდნენ.


ჩვენმა მამებმა გვასწავლეს, როგორ მოვძებნოთ ადგილი სახლისთვის (ბანაკისთვის) და როგორ უნდა ამოვჭრათ ქერქი ყველაზე დიდი ხეზე, რათა ვინც მოგვყვება უკან იცოდეს, რომ ეს კარგი ადგილია ღამის გასათევად. არაერთხელ ვინადირეთ. მშვილდიდან ისრებს ვისროლეთ. შუბებს ვლესავდით, რომლითაც ცხოველებს ვხოცავდით და სახლში მიგვქონდა.


image

ძალიან მიხაროდა, რომ გავხდებოდი კაცი და ჩემი უფროსი ძმებივით ჯარში ვიბრძოლებდი. დოლის ცემაც მომწონდა. მათ გვასწავლეს საბრძოლო სიმღერის შესრულება. ბუჩქნარში სიარულისას ვმღეროდით, თითქოს მტერზე შეტევას ვაპირებდით. დოლი ჩვენთან ერთად საუბრობდა, როცა სიმღერას ვმღეროდით: „ოფუ, ოფუ, ტიგი, ტიგი, ტიგი, ტიგი ბატიმ, ოფუ, ოფუ, ტიგი, ტიგი, ტიგი, ტიგი ტიგი! ოფუ ბატიკ ენ კო ესო!”


დღე რომ დადგება, მამალი იყივლებს.

დღე რომ დადგება, მამალი იყივლებს.

დღე რომ დადგება, მამალი იყივლებს.

როცა მამალი გაბრაზდება, წამოხტება

და სახურავზე ახტება,

ჩვენ იმ ხალხს ნაფლეთებად ვაქცევთ





ანუ სიმღერის მნიშვნელობა ასეთია: „როდესაც მივალთ, ჩვენს მოთხოვნებს წარმოვადგენთ და თუ გავბრაზდებით, თავს დაესხმებით იმ ადამიანებს, ვინც გვაბრაზებს“.


ყოველ წელს გვასწავლიდნენ ომს. მაგრამ მეფე აკიამ თქვა, რომ მას ომი არ სურდა. მან გაგვაძლიერა, რომ არავინ წასულიყო ჩვენს წინააღმდეგ საომრად. ჩვენ ვიცოდით ჭიშკრის საიდუმლო: როცა მტერი მოგვიახლოვდენა და გავიგებთ, რომ მოდის, შეგვიძლია ბუჩქებში დავიმალოთ, ვერ გვიპოვიან და გაივლიან. შემდეგ ჩვენ მათ უკან მივყვებით და ვიბრძოლებთ სანამ ყველა არ მოკვდება.


ასე გავიდა ოთხი-ხუთი წვიმიანი სეზონი, მერე გავიზარდე და გავძლიერდი. შემეძლო მთელი დღე ბუჩქებში სირბილი და არასდროს ვიღლებოდი.


image


ისე წამიყვანეს აფრიკიდან, რომ ვერც გავიგე, რას აკეთებდნენ მოზრდილები, მხოლოდ 19 წლის ვიყავი. ერთი ინიციაცია გავიარე. ბიჭს ბევრი ინიციაციის გავლა უწევს, სანამ მამაკაცი გახდება. მხოლოდ ერთხელ გავიარე.(განმარტება: ინიციაცია-პრიმიტიულ ხალხებში აღნიშნავს მომწიფების ასაკიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაზე გადასვლას, როგორც წესი, ინიციაცია სამ ეტაპს მოიცავს: კანდიდატის მისთვის ჩვეული სამყაროდან განცალკევებას; გამოცდას, რომლის დროსაც კანდიდატმა წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გამოავლინოს; მიღების, ანუ თვით დადგინების წესს.)



imageგემი "კლოტილდა", რითაც უკანასკნელი მონა კუჯო ლუისი აფრიკიდან ამერიკაში გადაიყვანეს




ერთ დღეს ბაზარში ვიყავი და მშვენიერი გოგონა დავინახე. გვერდით ჩამიარა . ისეთი ლამაზი იყო, მეც გავყევი, მაგრამ არ მილაპარაკია მასთან. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ აფრიკაში. მაგრამ მე ის მომეწონა.


ერთმა მოხუცმა დაინახა, რომ გოგოს ვუყურებდი. არაფერი უთქვამს ჩემთვის, მამაჩემთან მივიდა და უთხრა:

”თქვენი შვილი მზად არის გადალახოს ბარიერი. ის კაცი გახდება და გაიგებს მამაკაცის საიდუმლოს. მოამზადე თხა ან ძროხა და გავუკეთოთ ლხინი.


და მამამ უპასუხა:

-კარგი.


მაგრამ თავიდან არ მომიწყვეს ლხინი. აფრიკაში არის პატარა ჯოხი თოკზე და როცა მას სწრაფად ატრიალებენ, ის ლომივით ან ხარივით ღრიალებს. მათ ჰქონდათ სამი ასეთი ჯოხი. ერთი ღრიალებდა მამალივით, მეორემ დედალივით, მესამეს კი ძაღლი ერქვა, რადგან ყეფის მსგავს ხმას გამოსცემდა.


ეს არც ერთმა ქალმა არ უნდა გაიგოს: თუ გაიგებს, მოკვდება. ამიტომ შიგნით ამწყვდევდნენ და კარს მჭიდროდ კეტავდნენ.


წამიყვანეს ინიციაციის სახლში. ცოტა ხანში კარს გარეთ საშინელი ღრიალი გავიგე და მითხრეს:

-მიდი ნახე რა არის.




გარეთ გავედი და კარებთან ხმა აღარ გამიგია. ღრიალი ბუჩქებიდან მოდიოდა. მითხრეს, ბუჩქებში შევსულიყავი და მენადირა. როგორც კი ბუჩქში შევედი, რომ გამეგო რა იყო, უკნიდან გავიგე ხმა . მესმოდა უკნიდან, წინიდან, ყველგან, მაგრამ ვერ ვიპოვე. კაცები მეთამაშებოდნენ


შემდეგ კი მომიწყვეს ქეიფი და მითხრეს იმ ნივთის საიდუმლო, რომელიც ხმას გამოსცემს. ლხინის დროს დამარიგეს, დაჯექი და ყურადღებით მოგვისმინეო.

Მათ მითხრეს:

-შენ ჩვენზე ქვემოთ ხარ. ჯერ კაცი არ ხარ. ყველა კაცი შენთვის მამაა.


და იყო ბევრი შემწვარი ხორცი და ღვინო, და ყველა მამაკაცი ყურში ჩამრჩულჩულებდა, რომ მესწავლა საიდუმლოების შენახვა. შემდეგ კი ფარშევანგის ბუმბული მომცეს, რათა მეტარებინა. ამერიკის მიწაზე ბევრი ცოლი მინახვას ფარშევანგის ბუმბულით, მაგრამ არ იციან რას აკეთებენ.


აფრიკის ქვეყანაში ბიჭმა ბევრი საიდუმლო უნდა ისწავლოს და შეინახოს, რათ ფარშევანგის ბუმბული მიიღოს."

0
549
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0