x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)
image


თუ ყურადღებით დავაკვირდებით ეგვიპტის გრანიტის სარკოფაგებს, მაშინ ჩნდება გონივრული კითხვა, თუ რა ინსტრუმენტებით გაკეთდა ეს, რომელზე პასუხიც, ჯერ–ჯერობით არ არსებობს. მეცნიერებს ყველაზე მეტად სარკოფაგების შიდა კუთხეები აკვირვებთ, რომელიც სამი სიბრტყისგან შედგება. ახლაც, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, სპეციალისტებს ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს ჩატარება დასჭირდებოდათ, მსგავსი რამის გასაკეთებლად.


image


კრისტოფერ დანმა იმის შემოწმება გადაწყვიტა, თუ რომელ სპეციალისტს შეუძლია ამის გამეორება ახლა. ის ოთხ ამერიკულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც გრანიტის დამუშავებით არის დაკავებული. მაგრამ, ყველასგან ერთი პასუხი მიიღო: ასეთი სამუშაოს გამეორება, ვერცერთმა გაბედა. უფრო მეტიც, დანს უთხრეს, რომ მათ, ასეთი სარკოფაგების გასაკეთებლად, ამჟამად არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და შესაძლებლობები.


image


კრისტოფერ დანს გაზომვების შედეგებმა აფიქრებინა, რომ გრანიტის სარკოფაგების შემქმნელებს, არა მხოლოდ თანამედროვე ჩარხების მსგავსი მექანიზმები, არამედ უფრო მაღალი დონის აღჭურვილობაც ჰქონდათ, რომლის შესახებ, ჩვენ ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცით.


image


ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის აღმოჩენილი ხელსაწყოები და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელსაც წარსულში იყენებდნენ, სარკოფაგების ობიექტური ანალიზის საფუძველზე, უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ასეთი იარაღები და აღჭურვილობა არსებობდა. ხოლო, ის იარაღები, რომლებიც მუზეუმშია გამოფენილი, საერთოდ არ შეესაბამება ხარისხით, რომლითაც შექმნილია ეს არტეფაქტები.



image


მის ამ მოსაზრებას, არაერთი მეცნიერი და ექსპერტი ეთანხმება. დანი კი თვლის, რომ მის მიერ შესწავლილი სარკოფაგები ლაზერული ხელსაწყოებით არის გაკეთებული. მაგრამ, ასეთი ხელსაწყო დენის გარეშე ვერ იმუშავებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, ელექტროენერგიაც უნდა ყოფილიყო...


image


იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ქვაში გაყვანილ იდეალურ ხვრელებთან დაკავშირებით. არტეფაქტის შიდა მხარეების მიკროსკოპული შესწავლის და ანალიზის შედეგად, სპილენძის და ბრინჯაოს კვალი არ არის აღმოჩენილი. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მისი დამუშავება მექანიკური წესით არ მომხდარა...


image


დასკვნა კი ასეთია: სარკოფაგების და სხვა უძველესი არტეფაქტების შესწავლით მტკიცდება, რომ ასეთი სამუშაოს ჩატარება, პრიმიტიული ხელსაწყოებით არ შეიძლება... და უფრო მეტიც, მათი ხელით შესრულება შეუძლებელია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი, ამის გაკეთება ძალიან რთულია.


image


ამ დროისთვის, ჩვენ გვაქვს მრავალი არტეფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ძველ დროში, არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც სრულყოფილ ტექნოლოგიებს ფლობდა. უკვე განხილული ეგვიპტის სარკოფაგების გარდა, ინდოეთში უამრავი ტაძრებია (მაგ., შრავანაბელაგოლა, კარნატაკას შტატში), რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე აოცებენ მეცნიერებს ქვის დამუშავების ტექნოლოგიით. გარდა ამისა, უამრავი დიდებული და მიტოვებული უძველესი ქალაქია მთელს მსოფლიოში.


image


მაგრამ, სად წავიდა სრულყოფილი ტექნოლოგია, წარსულში ქვის, გრანიტის და კვარცის დასამუშავებლად რომ იყენებდნენ? ათასობით წლის მანძილზე, შეიძლება, უბრალოდ, განადგურებულიყო და ჩვენამდე ვერ მოეღწია, ან შეიძლება, ამ ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია, დაცული და მკაცრად კონფიდენციალურ იყოს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* ლამაზებს შორის, ყველაზე ლამაზები – კატის გამორჩეული ჯიშები (TOP - 10)



1
1362
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1362
  
2022, 12 ნოემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1