x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კვლევა: არსებობს სიცოცხლისთვის “ძალიან ვარგისი” პლანეტა, რომელიც ჩვენგან 4 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს
მზის სისტემასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 4, 2 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტას, რომელიც სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობს, შესაძლოა გიგანტური ოკეანე ჰქონდეს, რომელსაც სიცოცხლის წარმოშობის მხრივ გარდამტეხი გავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ამგვარად ფიქრობენ ასტრონომები, რომლებიც Proxima b-ს იკვლევენ.


Proxima b-ს მასა დედამიწის მასაზე სულ რაღაც 1, 3-ჯერ დიდია და ის გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც ასაკით დაახლოებით მზის ხნისაა. ბოლო წლების მანძილზე იმედები მასზე სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით ხან სუსტდებოდა, ხან კიდევ პირიქით, იზრდებოდა. უკანასკნელმა კვლევამ გვიჩვენა იმის შესაძლებლობა, რომ Proxima b-ზე სიცოცხლის არსებობა მართლაც რეალური შეიძლება იყოს. ამ კვლევის მიხედვით ხელსაყრელი გარემო პირობების არსებობის შემთხვევაში Proxima b-ზე შესაძლოა წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს.


დედამიწა უცხო


“ჩვენი სიმულაციების უკნიშვნელოვანესი გზავნილი ისაა, რომ კარგი შანსი არსებობს იმის, რომ პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისია, ” - LiveScience-ს განუცხადა ანტონი დელ ჯენიომ, რომელიც NASA-ს კოსმოსური კვლევების გოდარდის ინსტიტუტში მოღვაწეობს.



კვლევაში, რომელიც ამ თვეში ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა, აღწერილი იყო კლიმატური სიმულაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელმაც Proxima b-ზე ოკეანის სავარაუდო არსებობაზე მიგვანიშნა.


Proxima b თავისი ღერძის გარშემო არ ბრუნავს და ვარსკვლავ კენტავრის პროქსიმასთან მიმართებით უძრავად არის გამოკიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ერთ მხარეს მარადიული დღეა, ხოლო მეორე მხარეს - მარადიული ღამე. უახლესმა კვლევამ გვიჩვენა, რომ დღის მხარეს სრულიად შესაძლებელია ოკეანის არსებობა.


მკვლევარებმა უამრავი მოდელი შექმნეს, რომელიც მარილის და სათბური გაზების განსხვავებულ კონცენტრაციას მოიცავდა, რასაც გავლენის მოხდენა შეეძლო ოკეანის წარმოშობაზე. ამ მოდელთა სოლიდურ ნაწილში Proxima b-ს ზედაპირზე ოკეანის არსებობა რეალური მოჩანს.


მაგრამ Proxima b-ზე ჯერჯერობით სათევზაოდ ნუ გაფრინდებით. დაელოდეთ, რა მონაცემებს მოგვაწვდის ჯეიმს ვების ტელესკოპი, რომელიც ამ უაღრესად საინტერესო ეგზოპლანეტას დიდი ალბათობით მალე გამოიკვლევს და მისი ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ დასამუშავებელ ინფორმაციებსაც გამოგვიგზავნის.


დედამიწა უცხო

0
381
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0