x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
”ის იყო ერთ-ერთი უდიდესი არტისტი, რომელსაც  ოდესმე უცხოვრია” - ჯერი ლი ლუისს ოჯახი, მეგობრები და თაყვანისმცემლები გამოემშვიდობნენ
image

შაბათს, 5 ნოემბერს ოჯახი, მეგობრები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ, რათა გამომშვიდობებოდნენ როკ-ენ-როლის პიონერს, ჯერი ლი ლუისს.


სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა მის მშობლიურ ქალაქ ფერიდეიში, ჩრდილოეთ ლუიზიანაში, სადაც დაიბადა მუსიკოსი.





ლუისი, რომელიც ცნობილი გახდა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა "Great Balls of Fire" და "Whole Lotta Shakin' Goin' On", გარდაიცვალა 28 ოქტომბერს საკუთარ სახლში მისისიპში, მემფისის სამხრეთით, ტენესის შტატი. ის 87 წლის იყო.



ტელევიზიის ევანგელისტმა ჯიმი სვაგარტმა, ლუისის ბიძაშვილმა, დაკრძალვაზე 100-ზე მეტ ადამიანს მიმართა იმავე სახლიდან, სადაც ლუისი დაიბადა, მან აღნიშნა, რომ ალალი ძმა არ ჰყავდა და ლუისი ასრულებდა მის როლს "მე დავკარგე ძმა"-აღმიშნა მან

image


„ფორტეპიანოზე დაკვრა ერთად ვისწავლეთ - იხსენებს სვაგარტი. - უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, შევიგნო, რომ ის აღარ გვყავს."


სვაგარტმა და ლუისმა ამ წლის დასაწყისსი გამოუშვეს გოსპელ ალბომი The Boys From Ferriday, ის არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ლუისი ჩაწერას.

image

”ის ძალიან სუსტად იყო”, - თქვა სვაგარტმა. „მახსოვს ვთქვი: „ღმერთო ჩემო, არ ვიცი, შეეძლება თუ არა გააკეთოს ეს. მაგრამ როდესაც ჯერი ლი დაჯდა ფორტეპიანოსთან, თქვენ იცით, რომ მისი შესაძლებლობა შეზღუდული იყო ინსულტის გამო, მაგრამ როდესაც ხმის ინჟინერმა თქვა, რომ წითელი შუქი ჩართულია, მან პირი გააღო და თქვა: „იესო, ხელი მომკიდე, მე შენ მჭირდები ყოველ საათში. უფალო გადმომხედე ისმინე ჩემი უსუსური ვედრება“.


სესიის შედეგად გამოვიდა ალბომი და წირვის დროს გაისმა მისი ორი სიმღერა «In the Garden» და «The Old Rugged Cross», მაყურებელი თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა და ჩანაწერის გაშვების დროს ლუისთან ერთად მღეროდა.


”ის იყო ერთ-ერთი უდიდესი არტისტი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია”, - თქვა სვაგარტმა.

image

ლუისი, რომელიც საკუთარ თავს "მკვლელს" უწოდებდა, იყო უკანასკნელი ცოცხალად დარჩენილი ხელოვანი იმ თაობიდან, რომლებმაც გადაწერეს მუსიკის ისტორია, ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ელვის პრესლი, ჩაკ ბერი და ლიტლ რიჩარდი.მისი ბობოქარი ცხოვრება სკანდალებით იყო სავსე.

image

საფორტეპიანო როკ-ნ როლის მეფე შვიდჯერ იყო დაქორწინებული, მათ შორის ჰყავდა ორი ცოლი ერთდროულად და ასევ დაქორწინებული იყო თავის არასრულწლოვან ბიძაშვილზე, 13 წლის მაირა გეილ ლუის უილიამსზე, რომელმაც მოგვიანებით მემუარები გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც ფილმიც იქნა გადაღებული.

image

1976 წლის 29 სექტემბერს (ლუისის 41 -ე დაბადების დღეს) ლუისმა საკუთარ საძინებელში Magnum-იდან ესროლა კოკას ბოთლს. ტყვია რიკოშეტით მოხვდა ბასისტ ბუჩ ოუენსს მკერდში. ოუენსი გადარჩა.


1976 წლის 23 ნოემბერს ლუისი დააკავეს ელვის პრესლის სახლის წინ, გრეისლენდში, იმის გამო, რომ მას თითქოს ელვისის მოკვლა სურდა.


0
121
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0