x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508547
"ვახ, ჩაფსკვნილი გოგოები გამიბრაზდნენ…" - მაია ასათიანი ბოდიშს იხდის
image

ჟურნალისტი მაია ასათიანი უკმაყოფილიოა ჟურნალ OK-ის ნოემბრის თვის გამოცემაზე, სადაც გარე ყდაზე ის სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან-ნანუკა ჟორჟოლიანთან და ინგა გრიგოლიასთან ერთად არის აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაია ასათიანი წერს, რომ, რომ ჟურნალის გარე ყდაზე დახატული მაია ასათიანი მისგან ძალიან განსხვავდება და ფოტოდან "ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალი იყურება".


„ბოლო წლებია თითქმის აღარასოდეს ვთანხმდები კოლეგებს ინტერვიუ-ფოტოსესიაზე, მერე რომ არ ვინანო… ერთხელ დავუშვი გამონაკლისი და ცხადია, ვინანე. სტატია შესანიშნავია, რისთვისაც მადლობა. იდეაც, ძალიან კარგი, მაგრამ ყდაზე ჩემს ნაცვლად, ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალია.


image


image

ფოტო მე თვითონ გავაზიარე. დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემს კოლეგებთან ერთად, ასეთი პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე ყოფნა. მეგონა, გადამივლიდა, მაგრამ არა…“, – წერს მაია ასათიანი.

image


როგორც აღმოჩნდა ამ პოსტის შემდეგ ჟურნალისტს ჩაფსკვნილი გოგონები გაუნაწყენდნენ, რის გამოც დილითვე მაია ასათიანმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ამ უარყოფითი სიტყვების გამო.


image

“ვახ, ჩაფსკვნილი გოგოები გამიბრაზდნენ… მართალი ხართ სრულიად, ბოდიშს გიხდით, ეს სიტყვა უარყოფითი კონტექსტით არ გამომიყენებია, ვიგულისხმე, რომ ფოტოზე ჩაფსკვნილი ვჩანვარ და სინამდვილეში ასეთი არ ვარ, სულ ესაა, მაპატიეთ თუ გაწყენინეთ.”


0
462
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0