x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გაჩნდა ფრაზა "ევას პავაროტი " და რას გულისხმობს სინამდვილეში ?

ფოტოზე გამოსახული გახლავთ ცნობილი '' ევას პავაროტი''. აქ, ამ მოსახვევში იეთიმ გურჯის 4/9 სამსართულიანი სახლის, მეორე სართულზე ცხოვრობდა ცნობილი ებრაელი ქალი ევა! (ანუ სპეკულიანტი ევა) რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ.



მას საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა.



ევასგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი ყოფილა. არავის მოატყუებდა, ყველას ენდობოდა და ტანსაცმელს “ნისიადაც” ატანდა. თურმე მათ ეუბნეოდა “ფული როცა გექნებათ მაშინ მომიტანეთო“. დღეს ევას შთამომავლები ისრაელში ცხოვრობენ.



- ევასთან სავაჭროდ, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო” - პასუხობდნენ.




- ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა მოიცვა.



- რა თქმა უნდა ფრაზამ შინაარსი შეიცვალა და მასობრივი გახდა. ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო.

image/ წყარო: Tamuna Nadibaidze /
0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0