შოუბიზნესი ძალიან დიდი და ბუნებრივი: ვარსკვლავები შთამბეჭდავი "ღირსებებით" 2022, 4 ნოემბერი, 22:59 
მათ გაუმართლათ რომ ასეთი დიდი მკერდით დაიბადნენ და არ მოუწიათ ფულის ხარჯვა ძვირადღირებულ ოპერაციებზე. ბევრი ვარსკვლავი პოპულარული სწორედ თავისი დიდი ბიუსტის წყალობით გახდა, ვინაიდან მათ შეძლეს სწორად გამოეყენებინათ ის, რითიც ისინი ბუნებამ გულუხვად დააჯილდოვა. სხვათა შორის, ამერიკელი სოციოლოგების თქმით, თითქმის ყოველი მეოთხე ქალი მკერდის გადიდებაზე ოცნებობს. გოგონები დარწმუნებულები არიან რომ დიდი ზომის მკერდი მათ არა მხოლოდ ბევრად თავდაჯერებულს, არამედ მამაკაცების თვალშიც ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის, თუმცა ფუმფულა ბიუსტის მქონე ქალბატონების ცხოვრება არც იმდენად კომფორტულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი ქირურგი ამტკიცებს, რომ ისინი არა მხოლოდ იმპლანტებს იდგამენ, არამედ მკერდის დაპატარავების ოპერაციებსაც იკეთებენ. ცნობილი სახეებიც კი, რომელთა "ღირსებებით" ყველა აღფრთოვანებულია, უფრო მოკრძალებული ზომის მკერდზე ოცნებობენ.
32 F - ზომა
ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი ბიუსტის მქონე ცნობილმა მსახიობმა სოფია ვერგარამ აღიარა, რომ ასეთი დიდი მკერდის გამო ის საშინელ დისკომფორტს განიცდის, მისი თქმით, როდესაც დასაძინებლად წვება, მას ბიუსტი ნიკაპამდე წვდება.

36H - ზომა
რაც შეეხება ცნობილ ამერიკელ მოდელსა და მომღერალს, ემბერ როუზს, ის იმდენად დაიღალა 36H -ის ზომით, რომ გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. მან ბუნებრივი მკერდი დაიპატარავა და ახლა ფიალის D ზომას ატარებს. მისმა ქირურგმა გარტონ ფიშერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გოგონა თავს ახლა გაცილებით უფრო თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.
32F - ზომა
ამერიკელი ფოტომოდელი და წარმოუდგენლად დიდი ბიუსტის მქონე, შარლოტა მაკკინი კი მამოპლასტიკაზე ფიქრობს. ინტერვიუებში გოგონამ არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერაში მას დიდი მკერდი არასდროს დახმარებია, პირიქით, მისი თქმით, მას უარს ხშირად სწორედ მისი დიდი ზომის გამო ეუბნებოდნენ. მოდელის თქმით, სკოლაში კლასელების მხრიდან დიდი მკერდის გამო ბულინგის მსხვერპლი ის არაერთხელ გამხდარა. სკარლეტ იოჰანსონი, მონიკა ბელუჩი, კეით აპტონი, სალმა ჰაიეკი და სხვა ცნობილი სახეები კი, პირიქით, თავიანთი შთამბეჭდავი "ღირსებების" დემონსტრირებას არასდროს ერიდებიან და ნაკლებ სავარაუდოა მათ თავიანთ ფუმფულა ბიუსტთან განშორება ოდესმე შეძლონ.
ლინდსი პელასი, 8 - ზომა
კეით აპტონი, 36DD - ზომა
კრისტინა ჰენდრიქსი, 32F - ზომა

კეტ დენინგსი, 36DD - ზომა
ევა გრინი, 3 - ზომა
ქეთრინ ჰეიგლი, 36D - ზომა
ემილი რატაკოვსკი, 32C - ზომა
მონიკა ბელუჩი, 4 - ზომა
სალმა ჰაიეკი, 36C - ზომა
კეტი პერი, 32D - ზომა
ამანდა სეიფრიდი, 3 - ზომა
ტაირა ბენქსი, 34DD - ზომა
ბიონსე, 32C - ზომა
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, 30H - ზომა
კელი ბრუკი, 34E - ზომა
|