"ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ უკრაინელი წყვილი ჩაუტენიათ ..ამ მარაზმზე გული მარტო მე მერევა? -ნინო ლაბარტყავა
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-11 სეზონის დაწყებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ პროქტში უკრაინულ წყვილს გაამარჯვებინებენ
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ უკრაინელი წყვილი ჩაუტენიათ და სავარაუდოდ, მაგათ გაამარჯვებინებენ (თუ ძაან ბოძები არ არიან), ამ მარაზმზე გული მარტო მე მერევა?"-წერს ნინო ლაბარტყავა.
შეგახსენებთ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-11 სეზონი 31 ოქტომბერს გაიხსნა, ამ შოუს მოყვარულები ტრადიციულად ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, ტელეიმედის ეკრანზე მიადევნებენ თვალს.
პროექტის მონაწილე წყვილები არიან:
- მომღერალი მანანა თოდაძე და მოცეკვავე ნოდო ჯანიაშვილი;
- ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მოცეკვავე კარინა ლისენკო;
- მოდელი და ფიტნესინსტრუქტორი ვანესა გუტიერესი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი;
- მომღერალი, ტელეწამყვანი ოლგა პოლიაკოვა და მოცეკვავე მაქსიმ ეჟოვი;
- მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი;
- მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი;
- საოპერო მომღერალი ლადო ათონელი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია;
- მომღერალი თათა გიორგობიანი და მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე;
- მსახიობი გიორგი ცაავა და მოცეკვავე მზია ორველაშვილი;
- მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მოცეკვავე ელენე დავითაია;
- მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია;
- ტიკტოკერი ალესანდრო კარუზო და მოცეკვავე ანა ბირთველიშვილი.
ჟიურის წევრები არიან - გოჩა ჩერტკოევი, ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე.