x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
3 მითი ცნობილი კაზანოვას შესახებ, რომლებიც დღემდე სიმართლე ჰგონიათ

image
ყველამ იცის, ან გაუგია მაინც კაზანოვას შესახებ, მისი სახელი ბევრისთვის დღესაც მექალთანეობას უკავშირდება. ის ასევე იყოიტალიელი მწერალი, ფილოსოფოსი და მეწარმე. ცნობილ იტალიელ მექალთანეზე ბევრი მითი და ლეგენდები დადის, რომელთაგან ბევრი გამოგონილი სიცრუეა.

დავიწყოთ იმით, რომ კაზანოვას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მხოლოდ მისი წერილობითი მოგონებებიდან ვიცით და იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცებს ღირსების გაზვიადება მოსწონთ, შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისტორიების ნახევარი უბრალოდ ტყუილია.

იმისდა მიუხედავად, რომ კაზანოვამ დეტალურად აღწერა თავისი სასიყვარულო საქმეები, მკითხველს მოეჩვენა, რომ ეს საკმარისი არ იყო და თავად დაიწყო ახალი თავგადასავლების გამოგონება, რაც თავად კაზანოვასაც გააოცებდა:


1. ჰქოდა კავშირი ძალიან ბევრ ქალთან

ბევრი წყარო საუბრობს ქალებთან კაზანოვას რამდენიმე ასეულ ურთიერთობაზე, და ისიც ჩანს, თითქოს მამაკაცი ყველას ითრევდა საწოლში, განურჩევლად ასაკისა და გარეგნობისა. თავად ჯოვანის მემუარებში წერია, რომ ის 130 ქალთან იყო 40 წლამდე, თანაც ოჯახი არ ჰყოლია და თავადაზნაურობის იმ სტანდარტებით, ეს არც ისე დიდი რიცხვია. ზოგიერთ მამაკაცს გაცილებით მეტი თავგადასავალი ჰქონდა. ასე რომ, ჩვენმა კაზანოვას არ მოუხსია რაიმე რეკორდი.image

2. კაზანოვას შთამბეჭდავი ზომები

ჯოვანი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არ გააჩნდა შთამბეჭდავი თვისებები. იდეალური ფიგურაც კი არ ჰქონდა. სანდო წყაროებიდან, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მკითხველს, კაზანოვამ წარმატებას მიაღწია ქალებთან თავისი ოსტატობით და სწორი მიდგომით და არა რაიმე სხვა მიზეზით.image

3. ის იყო გარყვნილი და არც თუ ისე გალანტური

კაზანოვა არც მექალთანე იყო და არც მატყუარა. ის ყოველთვის გულწრფელად აფრთხილებდა ქალებს კავშირის დაწყებამდე, რომ არ იყო მზად რაიმე სერიოზული ურთიერთობისთვის, უბრალოდ სურდა მოეწონებინა საკუთარი თავი და პარტნიორი. უფრო მეტიც, გულთბილი იყო ძალიან თავაზიანი და გალანტური, ასევე გულუხვი და ყოველთვის კარგ საჩუქრებს აკეთებდა.

ზოგადად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგიერთ მამაკაცთან შედარებით, კაზანოვა საკმაოდ წესიერი იყო.




1
944
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
944
  
2022, 4 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1