x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ იყო პირველი მეცნიერი კაცობრიონის ისტორიაში?

ტერმინი «მეცნიერი» — შედარებით თანამედროვე გამოგონება. ის ინგლისელმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა უილიამ უეველმა (1794–1866 წწ.) 1833 წ. შემოიღო. იმ მომენტამდე, მათ, ვინც ბუნების კანონების გაგებას ცდილობდა, ფილოსოფოსებს ეძახდნენ.


imageგალილეო გალილეი


აქედან გამომდინარე, ბევრი, პირველ მეცნიერად, კაცობრიობის ისტორიაში, ძველ ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელეს (ძვ. წ. აღრ. 384–322 წწ.) მიიჩნევს. თუმცა, არისტოტელეს ურყევი რწმენა, იმის შესახებ, რომ ყველაფერს საბოლოო მიზანი უნდა ჰქონდეს და ყველაფერს «საღი აზრი» უნდა მართავდეს, ხშირად მიჰყავდა ის მცდარ დასკვნებამდე. მაგ., ის დარწმუნებული იყო, რომ ობიექტის ვარდნის სიჩქარე მის მასაზეა დამოკიდებული — რაც უფრო მეტი მასა, მით უფრო სწრაფად ვარდება ის. სინამდვილეში, მასის მიუხედავად, ყველა სხეული ერთნაირად ვარდება.

არისტოტელესთან შედარებით, ინგლისელი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი როჯერ ბეკონი (1220–1292 წწ.) უფრო მეტად იმსახურებს პირველი მეცნიერის წოდებას, რადგან ინტუიციით არ ხელმძღვანელობდა და მხოლოდ, იდეების ექსპერიმენტულ შემოწმების შედეგს ეყრდნობოდა.

თუმცა, დაკვირვებისადმი რევოლუციური მიდგომით, მათემატიკური გამოთვლებით და ჩატარებული ექსპერიმენტების სიმრავლით, «პირველი მეცნიერის» წოდებას, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მეტად, იტალიელი გალილეო გალილეი (1564–1642 წწ.) იმსახურებს.

ის ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ასტრონომიული დაკვირვებისთვის, ტელესკოპი გამოიყენა, რამაც თავის მხრივ, ბიძგი მისცა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული მოდელის შემუშავებას. მანვე ჩაუყარა საფუძველი კლასიკურ მექანიკას და დააარსა ექსპერიმენტული ფიზიკა. მის მიღწევებს წარსულშიც იყენებდნენ და დღესაც იყენებენ, მათ შორის, თანამედროვე მეცნიერები.

ამიტომ, სწორედ გალილეო გალილეი უნდა ჩაითვალოს პირველ მეცნიერად კაცობრიობის ისტორიაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* რატომ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სამშობლოდან და როგორ ცხოვრობდა ემიგრაციაში

* მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* წყვილმა 2 სართულიანი ავტობუსი შეიძინა და ოცნების სახლად გადააქცია

* მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...

* მოულოდნელი მომენტები და 12 გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?



0
409
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0