x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ეს ცნობილი მსახიობი კინაღამ პრინც ჩარლზის ცოლი გახდა - დიანა ჩაერია?

image


პრინცესა დიანაზე დაქორწინებამდე პრინც ჩარლზს შეეძლო სრულიად სხვა ცნობილ ქალბატონზე ექორწინა, იცით ვისზე? პრინც ჩარლზის ცხოვრებაში სულ ორი ქორწინება იყო. პირველად, 1981 წლის 29 ივლისს ის დიანა სპენსერზე დაქორწინდა, თუმცა ეს კავშირი ბედნიერი არ ყოფილა. მეორედ, დედოფლის ვაჟმა მრავალი წლის შემდეგ იქორწინა და 2005 წლის 9 აპრილს ბედი თავის დიდი ხნის სიყვარულს - კამილა პარკერ ბოულზს დაუკავშირა.


image


თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ დიანა პრინცის პირველი მეუღლე შეიძლებოდა რომ საერთოდაც ვერ გამხდარიყო. ერთხელ ლეგენდარულმა მსახიობმა და მომღერალმა ბარბრა სტრეიზანდმა განაცხადა, რომ მას შეეძლო დიანა "გვერდზე გაეწია" და ცოლად პრინც ჩარლზს მის ნაცვლად გაჰყოლოდა.


image


ბარბარას თქმით, მათი გაცნობა სან - დიეგოში, "Warner Brothers"-ის სტუდიაში მოხდა, როდესაც მისი უდიდებულესობის ვაჟი სამეფო საზღვაო ფლოტში მსახურობდა, მაშინ პრინცი 26 წლის იყო, ბარბრა სტრეიზანდი კი 32 - ის. სწრაფი გაცნობის შემდეგ მათ დამეგობრებაც მოახერხეს, მომღერალი პრინც ჩარლზის ჰაიგროვის აგარაკზეც კი ისვენებდა და მის ბაღებში სეირნობდა. მომღერლის თქმით, ჩარლზი მას თაყვანისმცემელივით ექცეოდა. "კარტები სწორად რომ განმელაგებინა, შემეძლო პირველი ებრაელი პრინცესაც კი გავმხდარიყავი", - იხუმრა ერთხელ ამასთან დაკავშირებით არტისტმა. თავად ჩარლზმაც დაადასტურა, რომ ის ბარბარას წარმოუდგენლად მიმზიდველ ქალად თვლიდა. მათ ერთმანეთი მანამდე გაიცნეს, სანამ პრინცი დიანას შეხვდებოდა, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.


image


თუმცა საბოლოოდ, მათი გზები გაიყარა, შემდეგ კი უკვე თავადაც იცით რაც მოხდა. ელისაბედ II-ის ვაჟი თავისი გზით წავიდა, ბარბარა კი - თავისით. ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა ორჯერ იყო გათხოვილი. ბარბარა სტრეიზანდი პირველ ქმართან, მსახიობ ელიოტ გულდთან ერთად 1963 წლიდან 1971 წლამდე ცხოვრობდა, ხოლო 1998 წლიდან ის მსახიობ ჯეიმს ბროლინზეა გათხოვილი.



0
596
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
596