x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებ მეცნიერები საუბარს ერიდებიან

გავიხსენოთ ძველი მსოფლიოს ისტორია, რომელშიც ყველაფერი მეტად დაწყობილი და დალაგებულია. ხოლო, ერთი ეპოქა მეორეში, ლოგიკურად გადადის... მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი თანდათანობით და ლამაზად ვითარდებოდა... და უეცრად – "დიდი აფეთქება" ისტორიაში!

ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, ძველი მსოფლიოს ცნობილ ისტორიას ხაზი გადაუსვა. და რა ქნეს მეცნიერებმა? – არაფერი, თავი ისე დაიჭირეს, თითქოს, არც არაფერი მომხდარა. ვინც იცის კარგია, სხვებს კი, ამის ცოდნა, არც არაფერში სჭირდებათ. წაიკითხავენ სკოლაში ინფორმაციას შუმერების, ეგვიპტელების და ინკების შესახებ... და საკმარისი იქნება.


image


ახლა კი, კაცობრიობის წარსულში და მსოფლიოს ისტორიაში, უფრო ღრმად ჩავიხედოთ. უფრო ზუსტად, ჩახედვით, უკვე დიდი ხნის წინ ჩაიხედეს, მაგრამ, გაჩუმება არჩიეს...

1885 წელს მოყვარულმა არქეოლოგებმა, აზიაში, იმ დროს უკვე ცნობილი ცივილიზაციებისგან, განსხვავებული ცივილიზაციის კვალს მიაგნეს. ხოლო, ოფიციალური მეცნიერება, ამ აღმოჩენით მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაინტერესდა.

1904 წელს გათხრები ამერიკელმა არქეოლოგებმა დაიწყეს. შემდეგ, მათ გერმანელებიც შეუერთდნენ და ბოლოს რუსები. ასე თხრიდნენ, თხრიდნენ და არაფერს ამბობდნენ.


image


მხოლოდ ამ ბოლო წლებში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე თურქმენეთის, უზბეკეთის და ავღანეთის საზღვარზე, 600 X 100 კმ ფართობზე, სრულიად ახალი ცივილიზაცია აღმოაჩინეს, რომლის დასახლებებს აგურის მყარი საფუძველი და დიდი თაღები ჰქონდა. ხოლო, მოსახლეობა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდა. განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგი.

გათხრების შედეგად, აღმოჩენილი იყო არაერთი არტეფაქტი და მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, ამ ცივილიზაციაში, დამწერლობის არსებობაზეც მიუთითებდეს.


imageimageimageimageimageimageimageimage


ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ძვ. წ. აღრ. VII ათასწლეულით არის დათარიღებული. თუმცა, ოფიციალურ წყაროებში, უფრო გვიანდელი კულტურული ფენების მიხედვით, თარიღი ბევრად უფრო აქეთ არის გადმოწეული და მხოლოდ, ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულით არის დათარიღებული. რეალურად კი, აღნიშნული ცივილიზაცია, რომელსაც მეცნიერებმა ბაქტრია-მარგიანეს სახელი დაარქვეს, უფრო ძველია, ვიდრე შუმერული და ეგვიპტის ცივილიზაციები.

ანუ, იმის დიდი ალბათობა არსებობს, რომ დამწერლობა შუმერების მოგონილი არც იყოს...


image


ახლა, ალბათ რთულია ისტორიის ახლიდან გადაწერა და იმის აღიარება, რომ შესაძლოა, კაცობრიობის "აკვანი", სწორედ ზემოთ ხსენებულ ტერიტორია არის და მასთან შედარებით, შუმერები მხოლოდ "ბავშვები" არიან...



imageარხის სხვა სიახლეები:


* "არამკითხე მოამბე..." – უნდა ჩავერიოთ სხვის საქმეში?

* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

* ადამიანი ღორის გულით

* 15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ



1
3024
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3024
  
2022, 4 ნოემბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1