x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ჩინელმა ლატარიაში უზარმაზარი თანხა მოიგო და ცოლ–შვილს დაუმალა, თუ რატომ, სტატიაში შეიტყობთ

image

ჩინეთის ერთ-ერთი სამხრეთ პროვინციის მკვიდრმა ლატარიაში უზარმაზარი თანხა მოიგო: მოგებამ შეადგინა 219 მილიონი იუანი (დაახლოებით 30, 6 მილიონი აშშ დოლარი).ამის შესახებ წერს გამოცემა South China Morning Post-ი



იღბლიანმა გამარჯვებულმა განაცხადა, რომ თავზე დაცემული მოულოდნელი სიმდიდრის შესახებ არც მისმა ცოლმა და არც მისმა შვილებმა არ იციან.


„ვშიშობ, რომ ამის გამო ამპარტავნები და ზარმაცი გახდებიან და მომავალში აღარც ისწავლიან“, - ასე განმარტა მან თავისი გადაწყვეტილება.



მამაკაცმა ნამდვილ სახელი დამალა და ფსევდონიმით „მისტერ ლი“ პრიზის ასაღებად ის მულტფილმის პერსონაჟის კოსტუმში გამოწყობილი გამოცხადდა(ფოტოზე მარჯვნივ).


image

მან ასევე თქვა, რომ დაახლოებით 80 იუანი (დაახლოებით 11 აშშ დოლარი ) დახარჯა 40 ლატარიის ბილეთზე და თითოეული მათგანი ერთი და იგივე ნომრების კომბინაციით შეავსო.შედეგად 40-ივე ბილეთმა მოიგო და „მისტერ ლის“ მილიონები მოუტანა.


იოლად ნაშოვნმა ფულმა ჩინელი გულგრილი არ გახადა - მან 5 მილიონი იუანი ქველმოქმედებას შესწირა.


შედეგად, შემოწირულობის გაკეთების და საშემოსავლოს გადახდის შემდეგ, ის მიიღებს სუფთა 43 მილიონ იუანს (6 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი).


ლიმ თქვა, რომ ის არის ლატარიის ერთგული მოთამაშე და ათ წელზე მეტია რაც ბილეთებს რეგულარულად ყიდულობს. მან აღნიშნა, რომ იგი ირჩევდა ერთი და იგივე შვიდ ნომერს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან ისინი "ლამაზად გამოიყურებოდა". ამჯერად, ამ რიცხვებისადმი ერთგულებამ სუპერთანხა მოაგებინა.


image


1
559
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
559
  
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1