x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"გაოგნებული ვარ, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან" - ნატო დუმბაძე

imageპროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალური ქსელით მსახიობ თამარ მაყაშვილის "იმედის" ეთერში წამოსროლილ ფრაზას ეხმაურება, რომელსაც საზოგადოების ნაწილის რისხვა და ბათუმის თეატრიდან მისი როლის მოხსნაც მოყვა:


"გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომ პარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა ბოდიშიც მოიხადა!
Tamara Makashvili მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!
“ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებით თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოიხსნა"-წერს ნატო დუმბაძე.
შეგახსენებთ, საზოგადოების რისხვა(განსაკუთრებით აჭარლების) გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" თამარ მაყაშვილის ამ ფრაზას მოყვა:
"კაბების არ იყოს… არასოდეს არ ვაცმევდი ამ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით საშინელი რაღაცა ბეშუმური კაბა… ცისარტყელა ბეშუმური და კინაღამ გული გამისკდა".
მაყაშვილმა მალევე მოიხადა ბოდიში სოციალური ქსელით, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.
1
158
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
2022, 2 ნოემბერი, 1:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1