x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ არ უყვარდა ლიოლიკის როლი ანატოლი პაპანოვს "ბრილიანტის ხელიდან"
image

2022 წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება ანატოლი პაპანოვის დაბადებიდან 100 წლისთავი;საჭოთა მსახიობის - სავიზიტო ბარათი გახდა ლიოლიკის როლი "ბრილიანტის ხელში", თუმცა თავად მას არ უყვარდა ეს როლი, თუ რატომ სტატიაში შეიტყობთ.


სამწუხაროდ კინოში მსახიობმა საკმაოდ გვიან დაიწყო მოღაწეობა, 40 წლის ასაკიდან და სწორედ ამ ასაკში ჭეშმარიტად გამოავლინა თავი, როგორც - საოცარმა და ფენომენალურად მრავალმხრივმა.


არაფერი აქვთ საერთო მის ლიოლიკს "ბრილიანტის ხელიდან" და მეან-გინეკოლოგ ბონდარენკოს "დონ კიხოტის შვილებიდან", კისა ვორობიანინოვს "12 სკამიდან"(მეორე გადაღება) და დუბინსკის "ბელორუსიის ვაგზალიდან", სემიცვეტოვის სიმამრს "გაუფრთხილდით ავტომობილიდან" და კოპალიჩს "ორმოცდაცამეტის ცივი ზაფხულიდან". მაინც მოასწრო ათეულობით ფილმში თამაში. თუმცა იცხოვრა არც თუ ისე დიდხანს - მხოლოდ 64 წელი;



ისე სულ რომ არცერთი ფილმი არ ყოფილიყო, მარტო მულტსერიალ "აბა დამაცადეში" მგლის გახმოვანების გამო ჩაეწერებოდა სამუდამოდ ისტორიაში.


ამის გარდა წმინდა ადამიანურ დონეზე, ის წარმოუდგენლად მომხიბვლელი იყო. ყველა კოლეგა - მაგალითად, ნატალია სელეზნევა - იხსენებდა, რომ მის პიროვნებას სამი რამ ახასიათებდა: მოკრძალება, სიყვარული და კრეატიულობა. და უპირველეს ყოვლისა - წარმოუდგენელი მოკრძალება.


60-იანი წლების ბოლოს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო საბჭოთა კავშირში. და საკმაოდ დასამახსოვრებელი როლების მიუხედავად ანატოლი პაპანოვის, ყველაზე პოპულარული როლი, რა თქმა უნდა, იყო ლიოლიკის პერსონაჟი "ბრილიანტის ხელიდან", რომელიც მას საერთოდ არ უყვარდა.


”მე ჩავიფიქრე გროტესკული პერსონაჟი, ფრონტალური და პრიმიტიული. არ ვარ კმაყოფილი იმით რაც ფილმში გამოვიდა. როგორც ჩანს, იყო შეუსაბამობა მხატვრულს სახესა და ჩემს შიდა და გარე მონაცემებს შორის. სამწუხაროა, რომ ჩემს სხვა ნამუშევრებიდან მაყურებელს ყველაზე ხშირად სწორედ ეს ახსოვთ".


დიახ, მან ბევრად უფრო მოწონდა როლი ფილმში "ქალაქო ს". „იონიჩის“ მიხედვით (ის აღმერთებდა ჩეხოვს). ან ოჯახურ დრამაში "ჩვენი სახლი", სადაც მან ითამაშა უბრალო, პატიოსანი შრომისმოყვარე, სახელად ივან ივანოვიჩ ივანოვი. ის ასევე ოცნებობდა კარენინის, ტარტუფის, რიჩარდ III-ის, მეფე ლირის როლებზე – რომლებშიც, უდავოა, ის დიდებული იქნებოდა. მაგრამ ასეა თუ ისე, გაიდაის „პრიმიტიულმა გროტესკმაც“ შოკში ჩააგდო მთელი საბჭოთა კავშირი.




1
567
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
567
  
2022, 2 ნოემბერი, 1:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1