x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ჰელოუინი, მისი ისტორია, მნიშვნელობა და წარმოშობა
image


ჰელოუინის ისტორია

ოქტომბერში, როდესაც შემოდგომა დგება ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე და ხეებზე ფოთლები ყველაზე ლამაზ შეფერილობას იღებს, ბევრი ბავშვი და ოჯახი მთელს მსოფლიოში ემზადება ჰელოუინის აღსანიშნავად. ამ დროისთვის იმზადებენ და იცვამენ სხვადასხვა კოსტიუმებ, ერთობიან ერთმანეთის შეშინებით, რეკავენ კარებზე ტკბილეულისთვის და იკრიბებიან საყვარელ ადამიანებთან ერთად აღსანიშნავად. ჰელოუინი დიდი მოვლენაა ინგლისურენოვან ქვეყნებში.


მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ის. ალბათ გვსმენია, რომ მიცვალებულთა დღის აღნიშვნა სხვადასხვა ფორმებს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. იქნებ უკვე ჰკითხეთ საკუთარ თავს ჰელოუინის ისტორიისა და მისი რიტუალების და სიმბოლოების მნიშვნელობის შესახებ? მოდით გავყვეთ ყველა საიდუმლოებას, ყველაზე საშინელი დღესასწაულის შესახებ.



ჰელოუინი არის გამოთქმის - «All Hallows Eve» აბრივიატურა. ეს ინგლისური გამოთქმა ითარგმნება, როგორც "ყველა წმინდანის წინა დღე" ან "ყველა წმინდანის ხსენების წინა დღე", ქრისტიანული დღესასწაულის მსგავსად. მისი წარმოშობის გასაგებად კი, უნდა დავბრუნდეთ წარსულში, ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, როდესაც ირლანდიის კელტები ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში აღნიშნავდნენ გადასვლას ნათელიდან ბნელ სეზონზე.


რატომ 31 ოქტომბერი


31 ოქტომბრის ღამეს 1 ნოემბრის გამთენიისას, ისინი იკრიბებოდნენ სამჰაინის ფესტივალზე, ეს იყო წარმართული დღესასწაული. რწმენის თანახმად, ამ დროს, პირუტყვი უნდა შემოეყვანათ, მოსავალი და მარცვლეული დაებინავებინათ, კონფლიქტები უნდა მოგვარებულიყო და ვალები გასტუმრებულიყო. ასევე, სჯეროდათ, რომ ამ დროს მიცვალებულები ცოცხლებს უერთიანებდნენ და მათ მოჩვენებები აედევნებოდნენ. სულების დასაშინებლად, 31 ოქტომბერს კელტები საშიშად იცვამდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ სულების შემოტევა. როცა ბავშვები ქუჩაში გამოდიოდნენ, ტრადიციის თანახმად სიკეთის სასურველად, მათთვის უწევდათ გულუხვად გამასპინძლება, აუცილებელი იყო რაღაცის მიცემა, რათა ცუდი წელი არ დამდგარიყო.


ეს ყველაფერი ტრადიციებია, რომლებიც ირლანდიელმა ემიგრანტებმა თან ჩაიტანეს შეერთებულ შტატებში. ისინი მოგვიანებით დამკვიდრდა დღევანდელი სახით ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიციად, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ და ის გახდა პოპულარული მთელს მსოფლიოში, სავარაუდოდ მისი სანახაობრივი ხასიათის გამო.


image

კანფეტები, ჯადოქრები, რატომ არის ასეთი რიტუალები და სიმბოლოები ჰელოუინზე?


როგორც აღვნიშნეთ, ანგლო-საქსონურ ქვეყნებში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰელოუინის აღნიშვნა რიტუალებთან და სიმბოლოებთან არის დაკავშირებული. ქალაქის ბაღებსა და მაღაზიების ვიტრინებში, სახლებში ოქტომბერში ნახავთ ობობის ქსელების დეკორაციებს, ჩონჩხებს და ვამპირებს. სულებით შეპყრობილი სახლის ან საშინელი სასაფლაოს ატმოსფეროს შექმნის ეს გზა მოდის სამჰაინის ფესტივალიდან, რომლის დროსაც, მიჩნეული იყო, რომ ირღვევა საზღვრები ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და ისინი გადმოდიან ჩვენს სამყაროში. ფაქტობრივად ეს არის მიცვალებულთა დღე.


ისევე, როგორც ძველ დროში, როდესაც კელტები იკეთებდნენ ნიღბებს, რათა დაეშინებინათ მიცვალებულთა სულები, რომ მათ ვერ ეცნოთ ისინი, დღეს ადამიანები იცვამენ ჯადოქრების, ვამპირების და სხვა საშინელი მონსტრებისა თუ პერსონაჟების კოსტიუმებს, ბოროტი სულების დასაფრხობად. თუმცა, დღეს ამ ყველაფერმა უფრო კარნავალის ფორმები მიიღო და ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს პრინცესას, რაინდის, ცნობილი პერსონაჟის ან სუპერგმირის ფორმის ჩაცმას.


ჯადოქრები, რომლებიც დამოუკიდებლად მიმართავდნენ მედიცინას და ხშირად მკურნალობას ეწეოდნენ, დღეს ჩვენს წარმოსახვაში ასოცირდება შავებში ჩაცმულ, მოკაუჭებულ ცხვირიან, ცოცხზე შემჯდარ მოხუცთან შავი, წვეტიანი ქუდით. ისინი დემონიზირებულები იყვნენ და მათ ცეცხლზე წვავდნენ შუა საუკუნეების ბოლოს. ეს გამოსახულებები ახლა ჰელოუინის სიმბოლოების ნაწილია, რადგან ისინი შეიძლება ასოცირდებოდნენ სიბნელესთან, შავ მაგიასთან, ალბათ სჯეროდათ, რომ მათი სიმბოლოების გამოყენებით შეეძლოთ სულების დაბნევა ან დაფრთხობა.


შავი კატა, ბუ, ღამურა და ობობა

ცხოველების სიმბოლოები ხშირად წარმოდგენილია ჰელოუინზე, ასეთია შავი კატა. მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხში არსებობს რწმენა, რომ ისინი ჯადოქრების საყვარელი ოთხფეხა თანამგზავრები არიან, ისინი იდუმალ შიშს იწვევენ. რაც შეეხება ბუს, ეს ფრინველი, რომელიც ღამით ცხოვრობს, ხშირად აღიქმება კოლექტიურ ცრურწმენაში, როგორც ცუდის მომასწავებელი ნიშანი. სამაინის ფესტივალის დროს, როდესაც კელტები ცეცხლს ანთებდნენ, ბოროტი სულების დასაშინებლად, ღამურებს იზიდავდა მწერები, რომლებიც ცეცხლის გარშემო ტრიალებდნენ. ის ასევე ღამის ცხოვრების სიმბოლოა და ზოგიერთი სახეობა სისხლითაც იკვებება, ვამპირების მსგავსად. ამიტომ, მას თავისი ადგილი უკავია ჰელოუინის დღესასწაულში. რაც შეეხება ობობას, ის ყოველთვის იწვევდა შიშს და უნდობლობას საუკუნეების განმავლობაში. ის ასევე ხშირად გვხვდება ბნელ, მიტოვებულ და საშინელ ადგილებში. არის რაღაც, რაც უდაოდ შიშის კანკალს მოგგვრის!


image



Trick or Treat - ხრიკი თუ გამასპინძლება და ტკბილეული

31 ოქტომბრის საღამოს, როდესაც დეკორაციები და კოსტიუმები მზადაა, ბავშვები ტრიალებენ თავიანთ უბნებში და მეზობლების კარებებზე ზარებს რეკენ, რათა კანფეტი ითხოვონ, თან ყვირიან - „Trick or Treat“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტრიუკი თუ გამასპინძლება“, შინაარსობრივად გულისხმობს - „ფანდი თუ გულუხვობა“. ეს არის კიდევ ერთი მინიშნება სამჰაინის წარმართულ, კელტურ დღესასწაულზე, რომლის დროსაც საჭირო იყო ბავშვებთან გულუხვი ყოფილიყვნენ, ასევე სოფლის შესასვლელთან ვაშლი და ნამცხვრები უნდა დაეტოვებინათ, რათა ბოროტი სულები არ გაებრაზებინათ. კანფეტები, შოკოლადის ფილები, ყველა აკეთებს მცირე მარაგს ჰელოუინის საღამოსთვის, ბავშვები არ გამოტოვებენ ამ შესაძლებლობას, რომ მოვიდნენ, დარეკონ ზარი და წავიდნენ ტკბილეულით სავსე ჩანთებით.


გოგრა

გოგრა ჰელოუინის ნამდვილი სიმბოლოა. ვიდრე ნარინჯისფერი გორგალი დაიკავებდა ამ ადგილს, თილისმა იყო თალგამი. მე-19 საუკუნემდე თალგამი რჩებოდა ჰელოუინის სიმბოლოდ. თუმცა, ეს ბოსტნეული ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე გოგრა, როდესაც ირლანდიელები შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ, ასე მოუწიათ გოგრით ჩანაცვლება. დღეს ოჯახები ყიდულობენ გოგრას ჰელოუინისთვის, აცლიან შიგთავსს და შიგ სანთელს დებენ იმ საშინელი სახის გასანათებლად, რომლის გამოკვეთასაც დრო დაუთმეს, ბოროტი სულების დასაფრთხობად.


ნარინჯისფერი და შავი

ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის ფერებია. ნარინჯისფერი აშკარად ეხება გოგრას, მაგრამ არა მხოლოდ! ეს არის ასევე შემოდგომის ფერი, სეზონისა, როდესაც ეს დღესასწაული იმართება და ხეების ფოთლებს აქვს ლამაზი ნარინჯისფერი შეფერილობა.


რატომ შავი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ღამის ფერი, რომელიც სიბნელისა და შიშის სიმბოლოა.

ერთი სიტყვით, ჰელოუინი არის დღესასწაული, რომელიც წარმართული ტრადიციიდან იღებს სათავეს, ზუსტად ისე, როგორც ქართული ბერიკაობა, ლომისობა ან ჭიაკოკონობა. მას რელიგიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.


image

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0