x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ცოტნე ყოველთვის ელოდება... მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ" - ანა ჯაბაური
image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გიორგი გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს:


"მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მაინც შემოგვირბენს ხოლმე გვიან, როცა თბილისშია. ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ…"


შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ გიორგი გამსახურდიამ სასტიკად გააკრიტიკა დედამისი და მისი მხარდამჭერები, რომლებსაც "ავადმყოფ სექტანტებს" უწოდებს:


„რაც ცოტნეს ეს ამბავი შეემთხვა, საერთოდ ნულოვანი მხარდაჭერა იყო ე.წ. ცოტნეს გულშემატკივრების მხრიდან და პირადად მისი ბიოლოგიური დედის მხრიდან.


არათუ მხარდაჭერა, იმ ხალხს, ვინც ცოტნეს კეთილდღეობაზე ზრუნავს და ზრუნავდნენ, გარდა ხელის შეშლისა, არაფერი მიუღიათ, შეურაცხყოფის, აგდებული დამოკიდებულების, წყევლის, სოციალურ ქსელებში რაღაც მართული კამპანიების გარდა…


ბულინგის ობიექტი არის ჩემი რძალი ანი ჯაბაური, რომელმაც თავისი ცხოვრების 99 პროცენტი ცოტნეს კეთილდღეობას დაუთმო და დღემდე ახმარს და ამას აკეთებს პროფესიონალურ დონეზე, ადამიანურად… ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცოტნეს რაღაც თითოეული წარმატებული ნაბიჯი თავის დროზე იყოს, ტემპში და მოვლა-პატრონობა არ დააკლოს. საპასუხოდ კი იღებს საშინელ ეპითეტებს…


ცოტნე თავიდან ბოლომდე არის „ქართუს“ ბენეფიციარი და მთავრობის პატრონაჟის ქვეშ. წვრილმანი, ყოველდღიური რუტინა ჩემი და ანის კისერზე გადადის, მაგრამ ლომის წილი ამ ყველაფერში არის საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსი“.


არის მივარდნები სარეაბილიტაციო ცენტრში, წეროვანში, იმ კეთილშობილი ადამიანების გამოლანძღვა, ტელეფონზე რეკვა, ანონიმური წერილების გზავნა, რაღაც ანტივაქსერული საზოგადოებების მიქსევა…


მანანა არჩვაძის მხარდამჭერთა მხრიდან მიდის წყევლა-კრულვა იმ ხალხისა, ვისაც სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. მათ შორის – ავთო, ბუტა და რეზო ჯორბენაძეების! დღეს რომ ცოტნე კარგად არის და კოვიდი შედარებით ადვილად „გადაიტანა“, ეს არის ამ ხალხის დიდი დამსახურება!


ამ სექტის საქციელი უკვე ყველაფერს სცდება, სხვა განზომილებაა…“ - ამბობს გამსახურდია.

0
284
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0