x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე“ - მარგარიტა სიმონიანი
image

მარგარიტა სიმონიანი, მედია ჯგუფის "Россия сегодня" და ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი, სოციალურ ქსელებში მოუწოდებს სომხეთის მოსახლეობას გაიგონ, რომ მოსკოვის მონაწილეობის გარეშე მათი ქვეყანა ვერ იარსებებს.




„სომხეთის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ხმა მისცა პაშინიანს, უნდა გაიგონ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე“, - წერს იგი.


სიმონიანმა გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად შეაჩერა ეგრეთ წოდებული 44-დღიანი ომი და ამერიკამ თითიც არ გაანძრია ომის შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე და დამხმარე, ნატოს წევრია.



„რა, ამერიკას, როგორც ნატოს წამყვან ძალას არ შეეძლო „გამარჯობა, ალო, რას აკეთებთ იქ? ჩვენ სომხეთის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ, გვაქვს კალიფორნია, იქ ბევრი სომეხია, ჩვენ გვყავს კიმ კარდაშიანი“.... საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ“, - წერს იგი.


მანამდე «Свободная пресса»-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის მთავრობამ მარგარიტა სიმონიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.


„კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების მანძილზე მხურვალედ უჭერდა მხარს სომხეთს, სომხეთის ამჟამინდელმა მეთაურმა აეკრძალა სომხეთში შესვლა. სხვათა შორის, მეც, ”- დაწერა "ტელეგრამზე" მარგარიტა სიმონიანმა.


25 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა აცნობა კონსტანტინე ზატულინს, დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის მოადგილეს, რომ მისი ვიზიტი ქვეყანაში არასასურველად ჩაითვლებოდა. ერევანმა განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მათ ზატულინის მიერ, სომხეთის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს.


სექტემბერში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი გამწვავების დროს, ზატულინმა მოუწოდა ფრთხილი ქმედებებისკენ და განცხადებების გადამოწმებისკენ როგორც ბაქოდან, ასევე ერევანიდანაც. ამასთან, მან საჭიროდ ჩათვალა გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა.

0
213
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0