x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"საღამოს მირეკავენ და ნაგლად, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან, რომ მაქვს შიდსი!" - ანა ანესაშვილი
image

სამედიცინო დაწესეუბულების დაუდევრობით ანა ანესაშვილმა საშინელი სტრესი და პანიკური შიშები დასჩემდა, თან ეს იმ დროს, როდესაც ანა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღისთვის-ქორწილისთვის ემზადებოდა. 23 ოქტომბერს ხელი უნდა მოეწერა.ხოლო 19 ოქტომბერს თავზარდამცემი ამბავი შეიტყო.


„19 ოქტომბერი ფაქტობრივად გლოვის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაუდევარი ექიმების გამო მომისპეს ჯანმთელობა, გამანადგურეს ფსიქოლოგიურად და მიმიყვანეს სუიციდამდე… ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე წამართვეს არაადამიანებმა. 15-ში გავიკეთე კვლევები ბათუმში… 23 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე დაგეგმილი მქონდა ხელის მოწერა, კაბას ვიკერავდი, ტორტი შერჩეული…


აი, სულის ფანცქალით რომ ელი, 23 დადგეს, ცამდე რომ ხარ გაბრწყინებული და 19-ში საღამოს მირეკავენ და ნაგლად, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან, რომ მაქვს შიდსი!



ფორმა იყო იმდენად შოკი, რომ ვხაოდი, ენა ჩამივარდა, ვერც ვლაპარაკობდი, ისტერიკული შეტევა მქონდა და ეს გოგო მეუბნება, შენ ხომ ამბობდი, რომ ყველა ანალიზი სუფთა მაქვსო, ჰოდა, არ გაქვს სუფთა, შიდსი ამოგივიდაო…
ხომ არ გაგიჟდი, რა შიდსი, რას ბოდავ-მეთქი, ვუთხარი. აუ, კორექტულად მესაუბრეო.


ხალხო, ქალმა სიცოცხლე ჩამიკლა. ის კი არ მითხრა, რაღაც საეჭვო ამოვიდა, ანა და მოდი, გადავამოწმოთო, არა, აი, ასე პირდაპირ სიცოცხლე გამინახევრა თავისი არაადამიანური ქცევებით… რა თქმა უნდა, მოვიძიე კერძო ლაბორატორია ბათუმშივე და გადავამოწმეთ მეორე დღეს. პასუხი მოვიდა ნეგატივი… ჩამოვედი თბილისშიც. ინფექციურშიც გავიკეთე ძირფესვიანი კვლევა და ნეგატივი, ხალხო.


მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს აბსურდი იყო, ფსიქოლოგიურად მომსპეს. ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ახლა თქვენ მითხარით, რისი ღირსები არიან ჩემი გამწარებისთვის?!”-წერს ანა ანესეაშვილი.


მან ამ ამბავთაბ დაკავშირებით კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, ამჯერად ანა ანესაშვილი საზოგადოების ნაწილს მიმართავს:


"ყურადღებით წასაკითხი! დღემდე გავდივარ იმ ჯოჯოხეთს, რაც 19- ში დაიწყო... შიშები... პანიკური შეტევები... აგრესია... უნდობლობა... სამედიცინო დაწესებულების მედიკამენტების და ექიმების ფობია. ყოველი ღამე ჯოჯოხეთია ჩემთვის მის მერე!!! და ეს საღლიცინოა? იმ ადამიანებმა მინდა გაიაზრონ განსაკუთრებით, ვისაც ეს სასაცილო ჰგონია. უმეტესობა ქალები...


როდის უნდა დასრულდეს ადამიანის სიცოცხლით თამაში ამ დაწყევლილ ქვეყანაში? რამდენი ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ფულით ნაყიდ დიპლომიან ექიმს? რატომ ხართ ხალხო ჩუმად? რატომ გაქვთ "ჰეითი" და ღლიცინებთ ასეთ შემთხვევებზე? თქვენს ოჯახის წევრებამდეც მოვლენ, ეჭვი გეპარებათ? საინტერესოა, მერე თუ დაიწყებთ მაგ ბინძური ენებით ზურგის ფხანას?


მასიური სახე მიიღო უკვე, არასწორად დასმული დიაგნოზით ადამიანი რომ შეიწირეს. თქვენც მათნაირი ცივსისხლიანი მკვლელები ხართ, ვინც ასეთ ამბებზე ხალისობთ. როდისმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ადამიანის ჯანმრთელობაზე მკითხაობას? მე არ ვიქნები ბოლო, დარწმუნებული ვარ. რადგან ყველა დუმს!!! ამ დროს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია.


თავშივე ვთქვი, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ამ საქმეს მაინც მივიყვან ბოლომდე. ძალიან ცუდად ვარ, ღმერთმა იცის და ძალიან მოქმედებს ის არაადეკვატური რეაქციებიც, რაც საინფორმაციო პორტალზე გაზიარდა ჩემი შემთხვევა... სად იზრდებით? არ გრცხვენიათ?სრულიად ჯანმრთელ ადამიანს სხვის პასუხებს რომ მოგახლიან პირში, რომ მომაკვდინებელი ვირუსი გაქვს და იმ დაავადებულს ახარებენ, ჯანმრთელი ხარო, ლოგიკა ჩართეთ, ესაა სასაცილო? არ ვაპირებ უკან დახევას!! !ისევ იმ აზრზე ვრჩები...


შევაკვდები ამ ამბავს და მაგალითი გავხდები იმისა, რომ ჩემნაირად კიდევ უამრავი ადამიანი არ გაამწარონ. ძალიან მჭირდება თქვენი გამხნევება. წინ რთული გზაა, თუმცა არ მეშინია, სამართალმა უნდა იზეიმოს..." - წერს ანა ანესაშვილი.

3
364
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
364
  
2022, 3 ნოემბერი, 6:04
თუ ვინმე ვერ იჯერებს,რომ მსგავსი ფაქტები ხდება,მაშინ გაიხსენონ,ამ ქვეყანაში ადამიანები ბავშვების იტაცებნენ და ყიდდნენ. ლევანა ბერძენიშვილს რო არ მოსწონს და მოღალატეს უძახის,ერეკლემ და სოლომონმა სარზე გააკრა ბევრი ამის ჩამდენი.ხოდა დღეს ხომ არიან ქვეყნის მოყვარული ხალხი ქვეყანაში,რატომ უშვებენ იმას,რომ ესეთი ფაქტები მოხდეს. ას გოგონა იყო დღეს,გუშინ ჩემი ნაცნობი,ხოლო ხვალ მე? არა,მე არ ვიქნები,რადგან ექიმები მძულს და მათ არ მივაკითხავ,მაგათი უცოდინარი დედაც მ... მაგრამ,ვიღაც იქნება უეჭველად და დიდი სიამოვნებით დაუდგები ამ გოგოს გვერდზე,თუ იტყვის,როგორ უნდა ვქნათ. ავტორ,იქნებ რამე ახალი ინფო იყოს ამაზე და გაგვაცანი.
2022, 3 ნოემბერი, 5:58
ეგრეა რა,ძალიან ბევრი შემთხვევა არის უკვე ასეთი და ეს გოგო მართალია. არ ვიცი,ეს ექიმების პროფესიონალიზმის ნაკლებობის ბრალია თუ სხვა რამეა,მაგრამ ბევრი რო არის უცოდინარი ეს ფაქტია.ჩემი აზრით,ეს არის ფულის შოვნის მეთოდი,მიიყვანენ ადამიანს და საყოველთაო ჯანდაცვის ფულს+ოჯახის ფულს გამოღლიტავენ,დაავადმყოფბენ და გაუშვებენ სახლში. ესეთი შემთხვევა იყო,როცა ჩემს ნაცნობს სისხლის მოწამვლაზე მკურნალობდნენ და საერთოდ სხვა რამე სჭირდა,როცა ჭკუაზე მოვიდნენ და სვხგან წავიდნენ დაზღვევა აღარ უნდაზღაურებდა,რადგან ფული დახარჯული იყო. ეს არის კატასტროფა,როცა ადამიანს,ექიმს შეუძლია ფულის გამო ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტოს.
2022, 2 ნოემბერი, 1:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 3