x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაგექცევათ
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image




საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.




როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. მაგრამ, თქვენ თუ ა ჩვევებიდან რომელიმე ან ყველა მათგანი გახასიათებთ, იცოდეთ, რომ მამაკაცი უთუოდ გაგექცევათ.




ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაგექცევათ





1. მოუსვენრობა. თუ მუდმივად ცმუკავთ, მოუსვენრობთ, ეს მამაკაცს აგრძნობინებს, რომ არ შეგიძლიათ ნერვების გაკონტროლება.



2. თმებით თამაში. თუ ხშირად გახასიათებთ საკუთარი თმებით თამაში, იცოდეთ, რომ ამ ჩვევით უთუოდ დააფრთხობთ მამაკაცს.



image



3. თავდაცვითი პოზა. თუ მკერდზე ხელების გადაჯვარედინება თქვენი საყვარელი პოზაა, ამაოდ, რადგან ამით აბრთხობთ თქვენს პარტნიორს.



4. ჩლატუნით სიარული. თუ, ასე რომ ვთქვათ, დაჩლატუნებთ, ამით ვერანაირად ვერ მიიქცევთ მამაკაცის ყურადღებას. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და სიარულის ჩვევა გამოასწოროთ.



5. ღიმილის ნაკლებობა. ღიმილი გამოხატავს თავდაჯერებულობას, გახსნილობას და კეთილგანწყობას, ამიტომ მანდილოსანი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა. მოღუშული სახის გამომეტყველება უკარგავს ნებისმიერს გაცნობის და საუბრის სურვილს.



image




9
578
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
578
  
2022, 3 ნოემბერი, 23:35
თან ცნობილი ფაქტია,რომ ძველად ქალის შემოსვლისას კაცები ფეხზე დგებოდნენ და ასე სცემდნენ პატივს,ომიანობის დროს კაცი ქალს ანდობდა თავის ოჯახში და შვილებს. ის შვილები კაცები ხდებოდნენ და ისინიც ასევე აკეთებდნენ. ისტორიის წიგნებში ნახსენები გმირები ქალების აღზრდილები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,ძნელია იმის მოსმენა,რომ კაცმა იძალადა ქალზე. მე არ მჭირდება კანონი რო ვაღიარო ადამიანის,ამ შემთხვევაში ქალის უფლება ამაზე ან იმაზე. მე ვაფასებ ჩემს თავისუფლებას და საკუთრებას,ხოლო თუ ეს ასეა,მაშინ მე პატივს ვცემ სხვის თავისუფლებას და საკუთრებას. ადამიანის სხეული ეკუთვნის ადამიანს და არავის მის გარდა,არავის აქვს უფლება მისად მიიჩნიოს ეს,სახელმწიფო იქნება ეს თუ მშობელი ან მეუღლე ამის უფლება არ აქვთ,თუ რაღაც ნორმა ან ჩანაწერი ამის უფლებას აძლევს,მაშინ გასაუქმებელია. ამით არასრულწლოვანთა ქორწინებასაც ეშველება და ადამიანების გონებაც განათდება.ქმრები იქეთ იყოს და მამებიც არანაკლები მოძალადეები არიან ხშირად და ეს იწყება მაშინ,როცა ფიქრობენ რო შვილები მათი საკუთრება არიან,როცა არ არიან. შენ ხარ იმბავშვის დამხმარე,რათა ადაპტირდეს სამყაროში,როგორც ის ბავშვი დაგეხმარება სიბერეში ადაპტირებაში.
2022, 3 ნოემბერი, 23:21
და რაც ყველაზე მთავარია,სიყვარული უნდა ქონდეს ადამიანს ადამიანის და ესეც პრობლემის მოგვარების გზაა. ის მოძალადეც ძალადობის მხვერპლია ხშირად და ფსიქიკური პრობლემები აქვს,მერე თითქოს რაღაცას ამტკიცებს და ძალადობს სხვაზე. ბევრი რო არ გავაგრძელო,ძლიერი და თავისუფალი დედები ზრდიან ძლიერ და თავისუფალ კაცებს,ხოლო ეს კაცები არ ძალადობენ სხვებზე,იცავენ პირიქით. ყველა ბავშვი საყვარელია და კარგია,მათ სჭირდებათ სიყვარული და სწორი აღზრდა. აღზრდა დადგენილი მეთოდებით არა,თავისუფლად და ინდივიდუალურად.
2022, 3 ნოემბერი, 23:15
კიდევ ერთი ფაქტი იმის,რომ ბევრ რამეში გამიმართლა,დამრიგებელი მყავდა პირველ კლასში და დღემდე მახსოვს მისი სიტყვები,მოდი,გაიცანი შვილო,ესენი არიან შენი დები და ძმებიო. ბევრი წელი გავიდა და ისევ მახსოვს ეს სიტყვები. იქედან მოყოლებული ჩემი კლასელი გოგოებისთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია,ბიჭებით დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული. ზოგიერთი ჩემი კლასელი დაოჯახდა,მათმა "ქმრებმა" იციან რო თუ რამე დაუშავდებათ,მოხვდებათ ცხვირში. ის მასწავლებელიც ქალი იყო და ასე ხდება,თქვენ ხელშია როგორი გაიზრდება კაცი.

ასევე,ვერ ვიტან ძალად მოგონილ უფლებებს და ქალთა უფლების გამოცალკევებას,რადგან ვფიქრობ,რომ ეს უფრო მეტ პრობლემას უჩენს ქალებს. როგორც კვოტირების ამბავი იყო,ყოველი მესამე უნდა ყოფილიყო ქალი სიაში,რაც არასწორია. თუ ადამიანი არის პროფესიონალი,მაშინ სქესს მნიშვნელი არ უნდა ქონდეს და თუ არაპროფესიონალია,მაშინ უფრო მეტი დისკრიმინაცია,რადგან ხაზს უსვავს სქესს და ამის გამო აყავთ სადღაც. თან რატომ მესამე,თუ მცოდნე არის და ასეთი ბევრია,რატომ არ უნდა დაკომპლექტდეს ათეული ან ასეული ქალებით? ერთერთ ფემინისტურ ორგანიზაციაში მქონდა ამაზე საუბარი და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მითხრა რო არასწორად ვმსჯელობდი და ვიყავი მოძლადე,ხოლო მე ვუთხარი,დიდი ხანია მიცნობ და ერთი ფაქტი დამისახელე,როცა მე ირიბად ან პირდაპირ ვიძალადე ქალზე ან ზოგადადთქო. პასუხი ვერ გამცა,რაგდან ეგეთი ფაქტი არ არსებობს,ხოლო როცა ვამბობ ზემოთ ნათქვამს,ზუსტადაც ქალების მხარეს ვიჭერ და მათ ვიცავ,როგორც მოძალადე კაცებისგან,ასევე ენჯეოშნიკებისგან.
2022, 3 ნოემბერი, 23:01
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

რაც შეეხება იმას,რომ არსებობენ მსხვერპლი ქალები,ამაში დამნაშავენი ისევ ქალები არიან. ეხლავე გეტყვით რას ვგულისხმობ,საქართველოში არსებობს მანკიერი ტრადიცია და შვილებს დედები ზრდიან,მათ შორის მოძალადე კაცებსაც. 180 გრადუსით საპირიპირო მოსაზრება მაქვს ამ ტრადიციაზე,მაგრამ ეგ ცოტა სხვა თემაა. თვითონ დედები ზრდიან მოძალადე კაცებს და თუ გვინდა ეშველოს ამ საქმეს,მაშინ შვილების აღზრდა უნდა ვისწავლოთ. ყველაფერი დედების ხელშია და ეს უნდა გამოიყენონ. არ იფიქროთ,რომ ვინმეს განვსჯი,ფაქტი ავღნიშნე უბრალოდ. მაგალითსთვის,მახსოვს,როგორ მარიგებდა დედაჩემი და რას მეუბნეოდა ასეთ შემთხვევებზე. მას ქონდა შვილების აღზრდის სრული თავისუფლება ოჯახში,მამაჩემიც მონაწილეობდა,მაგრამ დედაჩემი განაგებდა ყველაფერს ამ მხრივ. სულ მეუბნეოდა და ახლაც იგივეს ამბობს,თუ ცოლი გიყვარს,მაშინ დედოფალივით უნდა მოექცეო,ხოლო თუ არა,მაშინ ის შენი ცოლი არ უნდა იყოსო. ისიც ვიღაცის შვილია,შენც გეყოლება შვილი და ვიღაცამ რო გაგიუბედუროს არ მოგეწონებაო,მერე ესე აყოლებდა,ეს გახსოვდესო და გაიღიმებდა ხოლმე. ისე რო არ გამოვიდეს მამაჩემზე,მშობელთა კრებებზე მამაჩემი დადიოდა და ერთხელ მახსოვს რო ვერ მოეცალა ამისთვის.
2022, 3 ნოემბერი, 12:12
დამიჯერეთ, არსებობენ მასეთი ქალები, როგორსაც თქვენ ისურვებდით ცხოვრების მეგზურად და ღმერთმა მალე გაპოვნინოთ ვეთანხმები თქვენს ნააზრევს, უბრალოდ სტატიების წერა, ძირითადად თარგმანებით მიწევს და ყველას ნაბოდიალების გადათარგმნა მიხდება, თორემ საერთოდ არ მივესალმები აზრს, რომ ქალი უნდა იყოს ვინმეს საკუთრება და მონა და დაგმოს დაოჯახების შემდეგ ყველა მისი ქცევა თუ სურვილი. მე თვითონ ქორწინებაში ვარ და ვარ სრულიად თავისუფალი საკუთარი თავის, სურვილებისა და პრინციპების მიმართ და მყავს მეგზური, რომელსაც ქმარს ვერ ვუწოდებ, ის ჩემი ყველაზე ახლო და კარგი მეგობარია. სიტყვა ქმარი მძულს :) მაქვს საკუთარი პირადი სივრცე, რამდენიმე სამსახური, შვილი და ყველფერს შეძლებისდაგვარად ვართმევ თავს და მომწონს ამ ყველაფრის კეთება. ბევრი სამწუხარო ფაქტი ვიცი, რომ ქორწინების მსხვერპლი გახდა ქალი, რაც როგორც კაცის, ასევე მისი მორჩილი ბუნების ბრალია.
2022, 3 ნოემბერი, 6:24
ისე რო არ გამოვიდეს,ჩემს გარშემო ვერცერთი ქალი ვერ იტყვის,რომ მე ისინი რაიმეთი შემიზღუდავს ან არ დავხმარებოვარ. პირიქით,სულ ვცდილობ,რომ ისინი იყვნენ თავისუფლები მამებისგან,ქმრებისგან და საზოგადოების აზრისგან.
2022, 3 ნოემბერი, 6:21
იყო დრო,როცა ქალი საქართველოში ასეთი იყო,დაბრუნდება ის დრო იმედია. ქალებმა თავი უნდა დაანებოთ პრივილეგების მოთხოვნას უფლებას რო ეძახით და უნდა გათავისფლდეთ. თუ ენჯეოშნიკებს არ დაუჯერებთ და შეეშვებით,მაშინ ჩემი იმედი გქონდეთ. ვერ ვიტან პრივილეგირებულ საზოგაოდებას და შესაბამისად,სურვილის არ ქონის შემთხვევაში,მომიწევს თქვენთან დაპირისპირება.
2022, 3 ნოემბერი, 6:17
პირიქით არის ეგ,კაცი არ უნდა გაეკაროს ისეთ ქალს,ვინც ამ დებილობის სჯერა,ნუ ქალიც არ უნდა გაეკაროს. ქალი უნდა იყოს თავისუფალი,როგორც თვითონ გაუსწორდება ისე უნდა მოიქცეს,ჩაიცვას,თუ უნდა იჩლატუნოს და თუ უნდა არა,არც მოუსვენრობა არის პრობლემა. თუ ქალს ყავს გვერდზე ნორმალური კაცი,მაშინ ის მოუსვენარი არ იქნება. უცოლო გახლავართ და ნუ დიდად არც ვფიქორბ დაოჯახებაზე,მარა როგორ ქალს ვანიჭებ უპირატესობას გეტყვით. თუ ოდესმე გადავწყვიტე ცოლის მოყვანა,ჩემი ცოლი უნდა იყოს თავისუფალი,სტერეოტიპებისგან თავისუფალი და უნდა იყოს დამოუკიდბელი. ამას თავისი მიზეზები აქვს,რო რამე და გადავარდე,მან უნდა შეძლოს თავის გატანა და არსებობის შემთხვევაში ბავშვების მარტო აღზრდა,უნდა იყოს თავისუფალი,რადგან მონა ვერ დამეხმარება ავღზარდო შვილი თავისუფალი და ყველაზე მთავარი,ბოჩოლას სახით არ უნდა უყურებდეს ჩემს გადაწყვეტილებას,ყველაფერში არ უნდა მეთანხმებოდეს და თავისის გატანას უნდა ცდილობდეს. ჩემს აღქმაში ასეთი უნდა იყოს ქალი და არა მორჩილი. მოთხოვნები გასაგებია და ამიტომაც არ მომყავს ცოლი :) ძნელია იპოვო ამ ყველაფრით შემკობილი ქალი,ნუ საქართველოში მაინც.
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 9