x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
15 გასაოცარი და სახალისო ფაქტი, რომელთა დაჯერება ნამდვილად გაგიჭირდება

და აი კვლავაც 10 გასაოცარი ფაქტი სახალისო ფაქტების სამყაროდან, რომელთა დაჯერება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს:


შავკანიანი


1. უახლესი სამეცნიერო კვლევების თანახმად დაახლოებით 8000 წლის წინ ევროპაში მცხოვრები ყველა ადამიანი შავკანიანი იყო. მხოლოდ ბოლო ათასწლეულების მანძილზე მიიღო ჩვენმა კანმა ღია შეფერილობა.


2. ენ ბი აის ვარსკვლავმა ალენ აივერსონმა 2001 წელს Reebok-თან გააფორმა სარეკლამო კონტრაქტი, რომლის თანახმად სპორტსმენი წლიურად 800, 000 დოლარს იღებს, სანამ 55 წლის გახდებოდეს, ხოლო შემდეგ კომპანიისგან ერთჯერადად 32 მილიონი დოლარი დაერიცხება.



თახვი


3. თახვებს ფორთოხლისფერი კბილები აქვთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავენ. რკინა თახვის კბილს განსაკუთრებით ძლიერს და გამძლეს ხდის.


4. Facebook-ზე 270 მილიონამდე ყალბი პროფილია.


5. კანზას სიტიში მცხოვრებმა ჩაუ სმიტმა თავისი 70 დაბადების დღის აღსანიშნავად შვიდი მართონი გამართა შვიდი დღის მანძილზე და შვიდ კონტინენტზე.


6. ქვიშის ყუთის ხე მთელ ტანზე შხამიანი ეკლებით არის დაფარული. მისი ნაყოფი სიმწიფის დადგომისთანავე ფეთქდება 270 კმ/სთ სიჩქარით.


7. მიწისძვრების და ცუნამების გამო ტოკიო 1608-1945 წლებში საშუალოდ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ინგრეოდა და თავიდან შენდებოდა.


8. 1946 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესთავაზეს დანიელებს, გრენლანდია 100 მილიონ დოლარად მოგვყიდეთო, მაგრამ დანიის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ უარყო ეს წინადადება.


ლიზა


9. პორნოვარსკვლავ ლიზა სპარქსს ეკუთვნის 24 საათის მანძილზე ყველაზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლის მსოფლიო რეკორდი. 2004 წელს მას მხოლოდ ერთ დღეს 919 მამაკაცთან ჰქონდა სექსი.


10. მთელი საზღვარი, რომელიც ამერიკასა და კანადას შორის გადის 6 მეტრის სიგანის გაჩეხილი ტყის ზოლისგან შედგება.


11. დიდი ხნით ძილის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს.


12. ტვინს დაახლოებით 0, 6 წამი სჭირდება, რათა რომელიმე საგანს შესაბამისი სიტყვა მოუძებნოს.


13. პინგვინებს თვალების მაღლა აქვთ ორგანო, რომლის მეშვეობით ზღვის წყალი მტკნარ წყლად შეუძლიათ გარდაქმნან.


14. მარია სკლოდოვსკაია-კიურის მიერ გაკეთებული ჩანაწერების წიგნი დღემდე იმდენად რადიოაქტიურია, რომ ადამიანს მის წასაკითხად დამცავი კოსტიუმის ჩაცმა სჭირდება.


15. სტაფილო მე-17 საუკუნემდე ლილისფერი იყო. ფორთოხლისფერი ის სპეციალური კულტივირების შემდეგ გახდა, რაც ბოლო ასწლეულებში განხორციელდა.

2
720
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
720
  
2022, 12 ნოემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2