x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სამახსოვრო კადრები, რომლებმაც წლებთან ერთად სულ სხვა ღირებულება შეიძინა
image


ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ ამიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ, სადაც აქამდე უცნობ, არაერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩნეთ.

image



ფოტოზე ელვის პრესლი ჯონი კეშის პარიკმახერად გვევლინება, 1960 წელი



image


ვირთხა ჰექტორი - პირველი ასტრონავტი, რომელიც საფრანგეთმა 1961 წელს კოსმოსში გაუშვა, სადაც მან 8 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც ის წარმატებით დაბრუნდა უკან ჯანმრთელი და უვნებელი (გაფრენიდან რამდენიმე საათით ადრე მან კაბელები გადაღრნა, რის გამოც ინფორმაციის გადაცემა შეწყდა. 8 წუთიანი ფრენის შემდეგ მღრღნელი ხმელეთს წარმატებით დაუბრუნდა)


image


როგორ ფიქრობთ, ძროხას უსაქმურობის გამო ღებავენ? ასე ცდილობდნენ 1939 წელს ცხოველის მანქანის დაჯახებისგან გადარჩენას



image



ოჰ, ეს ვიქტორიანული ეპოქა! ბალ - მასკარადები, ფაშფაშა კაბები! და კორსეტებით დასახიჩრებული აი, ასეთი ნეკნები, 1882 წელი


image


როგორ ფიქრობთ, ეს რომელი ქალაქი და ეპოქაა? ვერაფრით გამოიცნობთ! იმიტომ რომ მაშინ მუცლის ცეკვას ეს მომხიბლავი ლამაზმანი მკაცრი ტრადიციების მქონე ლონდონში ცეკვავდა, და ეს 1968 წელი იყო


image


1911 წელს ბავშვები მაღაროებში აქტიურად მუშაობდნენ, სწორედ ისინი გახლდნენ კონვეიერზე დამხარისხებელნი


image

1946 წლისთვის ასეთი ქორწილი საკმაოდ ეგზოტიკურად ითვლებოდა


image


ორი ვარსკვლავი - სოფი ლორენი და ჯეინ მენსფილდი, ფოტო 1957 წელს კინოკომპანია "Paramount"-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე იქნა გადაღებული



image



ბროდვეი, 1937 წელი, ბროდვეიზე გოგონების შოუსთვის შერჩევა


image


60-იან წლებში ერაყში სხვადასხვა ტანსაცმელში ჩაცმული ქალების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო



image



ჯერ კიდევ 1991 წელს პრინცესა დიანამ შიდსით დაავადებულ პაციენტს ხელთათმანის გარეშე ხელი ჩამოართვა, იმ ეპოქისთვის ეს ნამდვილ გმირობა იყო!


image


ეს 1918 წელს გადაღებული ფოტოა, როდესაც გრიპი მძვინვარებდა, კადრში სან-ფრანცისკოელი პოლიციელი გამვლელს ნიღბის არ ქონის გამო საყვედურობს


image



ჰოლანდიური წინააღმდეგობის მშფოთვარე სიხარული ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების გამო, 1945 წელი



image


მეორე მსოფლიო ომის დროს მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება აგურით მოაპირკეთეს, რათა ის დაბომბვის შედეგად არ დაზიანებულიყო


image


1920-იან წლებში გერმანიაში ასეთ სამაშველო ჟილეტებს ატარებდნენ, რომლებსაც საბურავებისგან ამზადებდნენ



image


ჯეიმს კამერონს "ტიტანიკის" გადაღებებს შორის ასეთ გარემოში უწევდა დასვენება









0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
318