x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
სულ მცირე 146 გარდაცვლილი და უამრავი მძიმედ დაშავებული: რა მოხდა სეულში?
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაული საზარელი ტრაგედიით დასრულდა: ჭყლეტაში სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა, უამრავი კი მძიმედ დაშავდა.


როგორც ადგილობრივი სახანძრო სამსახური იუწყება, ჭყლეტას თან პანიკა მოჰყვა, რა დროსაც ბევრ ადამიანს უბრალოდ წიხლებით გადაუარეს მათ, ვისაც ხალხის მჭიდრო მასისთვის თავის დაღწევა სურდა.


ჰელოუინი


ტრაგედია სეულის ერთ-ერთ უბანში, იტაევონში განვითარდა, სადაც კვირა საღამოს უამრავი ადამიანი ჰელოუინის აღსანიშნავად შეიკრიბა. ერთ-ერთი სასტუმროს სიახლოვეს, ვიწრო ქუჩაში გავლა თანდათან შეუძლებელი გახდა, ხოლო შემდეგ ენითაუწერელი ჭყლეტა დაიწყო.



აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი ოციოდე წლის ახალგაზრდები არიან. უბედური შემთხვევის შემდეგ ტრაგედიის ადგილას მივიდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 800 ავტომობილი და 350 მეხანძრე. როგორც სამაშველო სამსახური აცხადებს, მსხვერპლის რაოდენობამ შეიძლება კვლავ მოიმატოს.


წელს პანდემიის გამოცხადების შემდეგ სეულში ჰელოუინის დღესასწაული პირველად ჩატარდა. შესაძლოა, ამის გამოც იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი შეკრებილი.


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იოონ სუკ-იეოლმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან მედიცინის მუშაკთა დამატებითი ძალები გაგზავნა შემთხვევის ადგილას და განკარგულება გასცა, მიემზადებინათ სამედიცინო პალატები დაშავებულთათვის. სეულის მერმა, ოჰ სე-ჰოონმა, რომელიც ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და სამხრეთ კორეის დედაქალაქში პირველივე რეისით გაემგზავრა.


ჰელოუინი

1
98
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
98
  
2022, 2 ნოემბერი, 1:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1