x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

მილიონობით წლის მანძილზე, ერთი ცივილიზაცია მეორეს ცვლიდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბევრი მათგანი, ერთმანეთის პარალელურად არსებობდა და ვითარდებოდა... და ამასთან, «მეზობლების» არსებობის შესახებ, არაფერი იცოდა. გადიოდა ათასწლეულები, წინამორბედი ცივილიზაციის ყოფილ ტერიტორიაზე, სხვა ადამიანები მოდიოდნენ, იქ ფუძნდებოდნენ და საკუთარ ინფრასტრუქტურას ქმნიდნენ... და შემთხვევით, წინა ცივილიზაციის კულტურის კვალს პოულობდნენ.


image


მაგ., ერთხელ, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში, გაიგეს, რომ არსებობდა ინდოსტანი. ევროპელებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი მიღწევები იმ პერიოდში, არც ისე გამორჩეული და წარმატებული იყო, იდუმალი ინდური ცივილიზაციის მიღწევების ფონზე. ისინი ასევე თვლიდნენ, რომ ამ ცივილიზაციას საფუძველი, სპარსეთის და ასურეთის განვითარებული სახელმწიფოებიდან ჩასულმა ემიგრანტებმა ჩაუყარეს. თუმცა, შეიძლება ყველაფერი პირიქითაც იყო...


imageიდუმალი ცივილიზაციის ტერიტორია


XIX საუკუნეში, ერთი საოცარი შემთხვევა იყო ცნობილი, ჯარისკაცთან დაკავშირებით, რომელსაც ჯეიმსი ერქვა. ის East Indies–ის კომპანიის ერთ–ერთ ქვეგანყოფილებაში მსახურობდა. არაფერია ცნობილი მის სამხედრო წარმატებაზე. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ის ძველ მონეტებს აგროვებდა. მან ჯარში მსახური 1826 წელს დაასრულა, მაგრამ ინდოეთში დარჩა და უძველესი მონეტების შეგროვება გააგრძელა.

ნაპოვნ დღიურში, რომელიც მას ეკუთვნოდა, ნათქვამია, რომ 1828 წელს, მან მთებში, შემთხვევით, უცნაური აგურები აღმოაჩინა, ნაგებობის ირგვლივ გათხრა დაიწყო და პაკისტანის მთებში, მთელი ქალაქი აღმოაჩინა.


imageგათხრების ფოტო


გავიდა 30 წელი და იმ ადგილზე სხვა ადამიანები მივიდნენ, კვლევისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით… მაგრამ, ეს კვლევა სულ სხვა მიზეზით დაიწყო.

იმ დროს, პაკისტანში საინტერესო აღმოჩენა რკინიგზის მუშებმა გააკეთეს. ეს 1858 წელს, ლაჰტორსა და კარაჩს შორის, მდ. ინდის მახლობლად მოხდა. სამი მეტრის სიღრმეზე, მათ უამრავი ერთნაირი ფორმის აგური აღმოაჩინეს, რომლებზეც ნახატები და ნაწერები იყო. მუშებს არც კი უფიქრიათ, რომ უძველესი ცივილიზაციის ეპოქას შეეხნენ და ნაპოვნი აგურები რკინიგზის ლიანდაგში ჩააყოლეს. იმავე პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით წარმოებული გათხრითი სამუშაოების დროს, იმავე რეგიონში, ძველი ცივილიზაციის ნაშთებს პოულობდნენ და ბოლოს, ამ ადგილზე მეცნიერთა ჯგუფი და არქეოლოგები გამოჩნდნენ, რომლებმაც ინდის უძველესი კულტურის არსებობის შესახებ, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.


imageგაუჩინარებული ქალაქი მოჰენჯო-დარო


გათხრები უძველესი ჰარაპიდან დაიწყო, სადაც მიწის ქვეშ, მთელი ქალაქი აღმოაჩინეს. ხოლო, 10 წლის შემდეგ, მის მახლობლად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი – «მიცვალებულთა ბორცვი» იპოვეს. ადგილობრივმა იქ უამრავი ადამიანის და ცხოველის ჩონჩხი ნახეს. ხოლო მოგვიანებით, არქეოლოგებმა ამ ადგილზე, ქალაქი მოჰენჯო-დაროს ნანგრევები აღმოაჩინეს. სწორედ ამ ადგილის შესახებ წერდა, თავის დღიურში, ჯარისკაცი ჯეიმსი. მოგვიანებით, ინდოეთის, პაკისტანის და ავღანეთის ტერიტორიაზეც კი, ქალაქს, ქალაქზე და სოფელს, სოფელზე პოულობდნენ. ინდის ცივილიზაციის მასშტაბები, წარმოუდგენლად დიდი იყო... და გათხრები დღესაც გრძელდება.


image


არქეოლოგები და მეცნიერები გაოცებულები იყვნენ, აღმოჩენილი ცივილიზაციის ინფრასტრუქტურით, ერთიანი ფორმის სახლებით და ქუჩებით, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემებით – ყოველივე ეს, ბევრად უფრო კარგად იყო გაკეთებული, ვიდრე დღეს არის, თანამედროვე ავღანეთში და ინდოეთში.

ასე გაიგო მსოფლიომ, უდიდესი აღმოსავლური კულტურის არსებობის შესახებ, რომლის ფართობით, ბევრად აღემატებოდა ეგვიპტის და მესოპოტამიის ცივილიზაციების რეგიონებს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ ინდის ანუ ჰარაპის ცივილიზაცია, 8 ათასი წლის წინ უკვე არსებობდა და მან 1500 წელი იარსება. მისი განადგურების მიზეზი კი, საიდუმლოებით არის მოცული. ინდის ცივილიზაციიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა ენაზე საუბრობდნენ ისინი! მაგრამ, ცივილიზაცია, სავარაუდოდ, უკვალოდ არ გამქრალა... მათი წარმომადგენლების ერთი ნაწილი, შუამდინარეთში დაფუძნდა და იქ შუმერული ცივილიზაცია დააარსა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* ობიექტივშია მსოფლიო – ნოემბრის თვის საუკეთესო 30 ფოტოსურათი


0
959
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0