x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
აუცილებლად წასაკითხი: 10 ყველაზე ფანტასტიკური ფაქტი მთელი სამყაროდან
ბევრი ადამიანი მუდმივად სასწაულს მოელის ამ სამყაროში. არადა, თავად სამყაროა სასწაული ყოველდღიურად. ცხოვრება ყველაზე ფანტასტიკური მითია, რომელიც დაუჯერებელი, სამწუხარო და კურიოზული ფაქტებით არის სავსე.


ამ სტატიაში სწორედ ასეთ ფაქტებზე გვექნება საუბარი.


სასწაული


1. მას შემდეგ, რაც ეიფელის კოშკი პარიზის სიმბოლო გახდა, ლონდონელებმაც დაიწყეს მსგავსი კოშკის მშენებლობა, რომელსაც “უატკინსის თაუერსი” უნდა რქმეოდა. კოშკის დამზადება 1892 წელს დაიწყო, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო არ დასრულებულა. 350 მეტრის სიმაღლის ეს კოშკი თავისი დროის უდიდესი შენობა უნდა ყოფილიყო.



2. იმ ადამიანების ოფლს და შარდს, რომლებიც ლეუცინოზით არიან დაავადებულები, ნეკერჩხლის სიროფის სუნი აქვს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ადამიანს აკლია ენზიმი შესაბამისი ცილების დასაშლელად. ამის გამო სხეულში გროვდება ნივთიერება, რომელსაც სოტოლონი ეწოდება, რასაც ნეკერჩხლის სიროფის სუნი აქვს.


3. ბაზ ოლდრინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე მოისაქმა.


4. ადოლფ ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძანება გამოსცა, რომ ბრიტანული ქალაქი ბლექპულის დაბომბვისგან Luftwaffe-ს თავი შეეკავებინა. საქმე იმაშია, რომ ფაშისტი დიქტატორი ამ ქალაქში შვებულების გატარებას გეგმავდა მას შემდეგ, რაც გერმანია დიდ ბრიტანეთს დაიპყრობდა.


5. რეკორდი, რომელიც ტყუპებს ერთმანეთის დაბადებას აშორებს, 87 დღეს შეადგენს. ერთ-ერთი ტყუპი ნაადრევად მოევლინა ქვეყანას, როცა მეორე ჩვეულებრივად 9 თვის შემდეგ გაჩნდა.


6. აზია ფართობით მთვარეზე გაცილებით უფრო დიდია. მთვარის ზედაპირის ფართობი 37, 932, 330 კვადრატული კილომეტრია, როცა აზიის ფართობი 44, 580, 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.


დინო


7. დინოზავრის პირველი ძვალი 1824 წელს იქნა აღმოჩენილი და მეცნიერულად აღწერილი. მანამდე ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები არსებობდნენ.


8. ტაილანდის ყოფილი დედოფალი სუნანდჰა კუმარირატანა 1880 წელს საკუთარ ქალიშვილთან ერთად წყალში მას შემდეგ დაიხრჩო, რაც გემი უეცრად გადაბრუნდა. მიუხედავად ირგვლივ კარისკაცების სიმრავლისა, ვერცერთმა მათგანმა ვერ გაბედა დედოფლის და პრინცესას შველა, რადგან ორიოდე წლით ადრე სიკვდილით დასაჯეს ის ადამიანი, ვინც სამეფო ოჯახის წევრზე ხელით შეხება გაბედა.


სასწაული


9. ჯონაჰ ფალკონი არის მამაკაცი მსოფლიოში ყველაზე დიდი პენისით. მას იმდენად დიდი პენისი აქვს, რომ ერთხელ სან-ფრანცისკოს აეროპორტში დააკავეს კიდეც. აეროპორტის თანამშრომლებს მისი “მამაკაცური ღირსება”… ბომბი ეგონათ.


10. დედამიწაზე 1 მილიარდ ადამიანს ელექტროენერგია არ აქვს.

1
257
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
257
  
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1