x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ჩებურეკის იდეალური რეცეპტი სახლის პირობებში (ვიდეო)
image

ჩებურეკი საბჭოთა პერიოდში სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი იყო, საჩებურეკეებიც არ აკლდა დედაქალაქს თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დროთა განმავლობაში საჩებურეკეები რატომღაც გაქრა და დღეს თითზე ჩამოსათვლელია ის კვებითი ობიექტები, სადაც ამ გემრიელი ღვეზელის მირთმევა შეგიძლიათ, სწორედ ამიტომ უპრიანი იქნება ქვემოთ შემოგთავაზოთ გემრიელი ჩებურეკის მომზადების რეცეპტი სახლის პირობებში.


მაგრამ სანამ უშუალოდ მომზადებაზე გადავიდოდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ჩებურეკი ყირიმელი თათრების და მარიუპოლის ბერძნების სამზარეულოს კუთვნილებაა, შემდეგ ჩებურეკი გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ბოლოს მთელს საბჭოთა კავშირში.


ინგრედიენტები



ცომის მომზადება


ადუღებული წყალი - 1 ჩ.ჭ. (200 გრ.)

ქონი - 1 ს.კ ზემოდან (40 გრ.)

არაყი - 1 ს.კ. (10 გრ.)

მარილი - 1 ჩ.კ

გაცრილი ფქვილი - 3 ჩ. ჭ(450 გრ.)




შიგთავსი

ფარში (შერეული, ან თქვენი გემოვნებით) - 400 - 450 გრ.

ხახვი - 200 გრ. (2 ც.)

კავკასიური(ადიღეური ან სვანური) მარილი - 1 ჩ.კ

ლიმონის წვენი - 1 ს.კ.

ხმელი ნიორი - 1 ჩ.კ.

წიწაკის ნაზავი გემოვნებით


ცომი


ცომი ადუღებულ წყალში იზილება.

მაგრამ ხრაშუნა და ფაფუკი რომ იყოს, ადუღებულ წყალში ყოველთვის ვამატებთ ქონს და არაყს.

ამ შემთხვევაში არ გირჩევთ ქონი მცენარეული ზეთით ჩაანაცვლოთ.

მცენარეული ზეთით, საკონდიტრო ცომი არც ისე ფაფუკი და ხრაშუნა გამოვა.

აუცილებლად დაუმატეთ არაყიც, ის ცომს სირბილეს ანიჭებს.

მარილს ვაყრით მდუღარე წყალში და ვურიოთ მანამდე, სანამ ქონი არ გადნება.

ახლა დაასხით ეს ცხელი წყალი გაცრილ ფქვილს და მოზილეთ ცომი.

ზედმეტი ფქვილის დამატება არ დაგჭირდებათ.

მე კონკრეტულად ავირჩიე, ჩემი აზრით, იდეალური პროპორციები, რაც რეცეპტშია.

სანამ ცომის მოზელას დაასრულებთ შეგიძლიათ დაამატოთ ერთი მუჭა ფქვილი.

თბილ ცომს ვდებთ ცელოფანის პაკეტში და ვასვენებთ.


ამასობაში მოვამზადოთ შითავსი


იმისათვის, რომ შიგთავსი წვნიანი იყოს, ხახვს ვამატებთ ფარშს, ხახვი კი უბრალოდ წვრილად დაჭერით (ბლენდერით დაჭრას არ გირჩევთ).და იმისთვის, რომ არა მარტო წვნიანი, არამედ გემრიელიც იყოს, ხახვს მარილს და ლიმონის წვენს კოვზით ან ჩაწურვით ვამატებთ და ვურევთ.ახლა ამ ხახვის ნაზავში ჩადეთ ხორცის ფარში და ყველაფერი კარგად აურიეთ.ხორცის შიგთავსი ჩვეულებრივ შერეულია და ცოტა ცხიმიანია. აქ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა შავი დაფქული პილპილი და ხმელი ნიორი.


ცომმა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დაისვენა და ხედავთ, რამდენად რბილი და ელასტიური გახდა.


ჩემი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ ჯობია საკონდიტრო ცომი წინასწარ მოვამზადოთ და მაცივარში შევინახოთ - ასეთი ცომი შეწვისას არ დაიშლება.

ცომი გაყავით ნაწილებად.

ნაჭრების ზომა თქვენზეა დამოკიდებული.

ცომის თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ ძალიან თხლად.

მიღებული ცომის კიდეზე დავდოთ ფარში და გადავანაწილოთ გაბრტყელებული ცომის ნახევარზე.

ფარშს ცომის მეორე ნახევარს ვაფარებთ და ვცდილობთ შიგნით ჰაერი არ დავტოვოთ.

ეს მნიშვნელოვანია - რაც უფრო ნაკლები ჰაერი იქნება, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ ჩებურეკი გაიბერება ტაფაში და გასკდება.

ცომის კიდეები ჩვეულებრივი თეფშით იჭრება, შემდეგ კი ხვეულ ნაწიბურს თითებით ვაკეთებთ

ამის შემდეგ ჩებურეკებს ვდებთ მცენარეული ზეთით კარგად გაცხელებულ ტაფაზე.

თითოელი მხარე წუთნახევარი ან ორი წუთის განმავლობაში იწვება, სანამ ჩებურეკი ოქროსფერი არ გახდება.

შიგთავსი ამ დროს კარგად იწვება, რადგან ის ცომში ძალიან თხელ ფენად ნაწილდება.

და ნახეთ, როგორი ხრაშუნა, ბუშტუკებიანი ცომი გამოვიდა.

მცენარეული ზეთითაც კარგი ცომიც გამოდის, ოღონდ ქონით უკეთესია.


გემრიელად მიირთვით!


1
503
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
503
  
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1