x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
ფილმის 6 სცენა, სადაც მსახიობებმა არც კი იცოდნენ რომ იღებდნენ
image


ამ მომენტებში მსახიობებისკენ იყო მიმართული კამერა, რომელიც მათ რეაქციებს იღებდა, თუმცა ამის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ, შედეგად კი ეს კადრები უკვე საკულტო ფილმებში ხვდებოდა.





რობერტ პატინსონი - "ბინდი"


image


რობერტ პატინსონმა სერიალ "ბინდის" პირველი ფილმის გადაღების შემდეგ, აღიარა რომ ის თავისი პერსონაჟით აღფრთოვანებული არ იყო. მსახიობი ღიად აკრიტიკებდა ედვარდს, რომელიც მას ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გოგონებთან ურთიერთობის სრული არარსებობის გამო უკიდურესად უცნაურად ეჩვენებოდა. პერსონაჟისადმი ამ დამოკიდებულებამ რობერტის თამაშზეც იმოქმედა, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული პროცესით და ზედმეტად პირქუშადაც კი გამოიყურებოდა. ამის გამო მას როლიდან მოხსნითაც კი დაემუქრნენ, რის შემდეგაც პატინსონი გამხიარულდა. ეს მშვენივრად ჩანს ეკრანზეც - თავიდან ედვარდი თითქოს არანაირ ემოციას არ გამოხატავს, შემდეგ კი ის უფრო ცოცხალი ხდება. რაც ეკრანზე ცხადად ჩანს არის კიდევ ის, თუ როგორ ჩააგდეს პატინსონი მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში. ერთ - ერთ კადრში, ედვარდს ბიოლოგიის გაკვეთილის დაწყებამდე თავის მაგიდასთან მარტო მჯდომარეს ვხედავთ, რომელიც ამთქნარებს, რათა გადმოსცეს იმ ბიჭის რეაქცია, რომელიც 100 წელია ბიოლოგიაზე დადის, რა დროსაც მოულოდნელად შემოდის ბელა, ედვარდი გაკვირვებულია, ეს პატინსონის გულწრფელი გაოცებაა, რადგან მან არ იცოდა რომ მას იღებდნენ. რობერტს ეგონა, რომ გადასაღებ მოედანზე შესვენება იყო გამოცხადებული, ოპერატორი კი მხოლოდ კამერას აწყობდა. რაც მთავარია ის არ დაბნეულა და სცენა ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო.



"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"


image


მილოშ ფორმანის ამ ხუთი "ოსკარის" მფლობელ ფილმში მონაწილე მსახიობების სამსახიობო ოსტატობამ, რომლებიც როგორც მთავარ, ასევე მეორეხარისხოვან ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების როლებს ასრულებდნენ შეიძლება ბევრი გააკვირვოს, თუმცა გადასაღებ მოედანზე ყველა პროფესიონალი მსახიობი არ ყოფილა. ფილმს ნამდვილი საავადმყოფოს ერთ ფრთაში იღებდნენ, სადაც სულიერად დაავადებული პაციენტები მთელი გადაღების განმავლობაში იმყოფებოდნენ. სწორედ ეს ფაქტი დაეხმარა როგორც ფილმის შემქმნელებს, რომლებსაც "მასკოვკაზე" ზედმეტი ფულის ხარჯვა არ მოუწიათ, ასევე იმ მსახიობებსაც, რომლებსაც აღარ დასჭირდათ სპეციალური კურსების გავლა იმისთვის თუ როგორ განესახიერებინათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რადგან ასეთი ადამიანების მაგალითი ირგვლივ საკმაოდ უხვად იყო. მსახიობები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ზოგჯერ პირდაპირ გადაღების დროს რეპეტიციობდნენ, თუმცა შესაძლოა მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ. რეჟისორმა მილოშ ფორმანმა აღიარა, რომ ის მსახიობებს ჩუმად იღებდა, რამაც მას რამდენიმე ძალიან კარგი კადრის გადაღების საშუალება მისცა.



რაიან გოსლინგი და კლერ ფოი - "ადამიანი მთვარეზე"


image


რაიან გოსლინგი და კლერ ფოი სანამ ფილმ "ადამიანი მთვარეზე" გადაღებებს შეუდგებოდნენ ორკვირაიანი რეპეტიცია გაირეს, რომლის დროსაც ისინი ეკრანულ ვაჟებთან ერთად ნამდვილი ოჯახის შთაბეჭდილების შესაქმნელად საგანგებოდ ვარჯიშობდნენ, თუმცა რაც მსახიობებმა არ იცოდნენ იყო ის, რომ რეპეტიციები სინამდვილეში რეალური გადაღებები იყო. რეჟისორ დემიენ შაზელის თქმით, მის თავდაპირველ გეგმაში იყო ფილმში რეპეტიციის კადრების გამოყენება, მაგრამ გეგმები იმდენად შეიცვალა, რომ დემიენმა სცენარიც კი შეცვალა, რათა გადაღებული მასალის გარკვეული კადრები ფილმში მაინც მოხვედრილიყო.



"ეშმაკის განმდევნელი"


image


როგორც ჩანს, რეჟისორ უილიამ ფრიდკინს დიდად არ სჯეროდა იმ მსახიობების, რომლებიც მის ფილმში მონაწილეობდნენ, რადგან გადაწყვიტა მოულოდნელი და საშიში ტრიგერის გამოყენება მათი ნამდვილი რეაქციების დასაფიქსირებლად. ფრიდკინი, მსახიობების გაფრთხილების გარეშე, ზოგჯერ იარაღიდან ისროდა, რათა მათი რეალური შიშები დაეფიქსირებინა. ამ მომენტში მსახიობებისკენ იყო მიმართული კამერა, რომელიც მათ რეაქციებს იღებდა, შემდეგ კი ეს კადრები უკვე ფილმში ხვდებოდა.




ტომ ჰენქსი - "გარიყული"


image


ფილმისთვის "გარიყული" ტომ ჰენკსმა 23 კილოგრამი მოიმატა. ამ მდგომარეობაში მან ფილმის პირველ ნაწილში ითამაშა, შემდეგ კი წონის დაკლება სერიოზულად დაიწყო და ლამის კრისტიან ბეილის ბედიც კი გაიზირა, რომელმაც საკუთარი თავი ფილმ "მემანქანის" გადაღებების დროს კინაღამ სიკვდილის პირამდე მიიყვანა. ასეთ ტრანსფორმაციას მაყურებელი უნდა დაეინტერესებინა, რომლის თვალწინაც რთული პირობებისა და ნორმალური საკვების გარეშე დარჩენილი პერსონაჟის სრული ტრანსფორმაცია გათამაშდებოდა, მაგრამ ეს არ გახლდათ ერთადერთი გამოწვევა, რომელსაც ტომ ჰენკსი ფილმის გადაღების დროს შეეჯახა. ერთხელ მან ისიც კი აღიარა, რომ ზოგჯერ არც კი იცოდა სად იყო კამერა. გადასაღებ მოედანზე, ანუ ნაპირზე, მას უნდა ემოქმედა ავიკატასტროფის შედეგად გადარჩენილი ადამიანის შესაფერისად - შეეკრა ტივი, მოეგროვებინა ხილი, დაენთო ცეცხლი და უბრალოდ ეხეტიალა გარშემო, როდესაც ტომი კამერას ვერ ხედავდა, ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც იყო საჭირო და ამასთან, საერთოდ არ იცოდა, ეს ფარული კადრები ფილმში მოხვდებოდა თუ არა.



პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი - "ბინძური ცეკვები"


image


პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის შორის ურთიერთობა ფილმ "ბინძური ცეკვების" გადაღებამდე არც იმდენად იდეალური იყო. ერთხელ გრეიმ ისიც კი აღიარა, რომ მათ შორის არანაირი ქიმია არ იყო, ხოლო პარტნიორი მას იმიტომ არ მოსწონდა რომ ის მუდმივად აგვიანებდა და მას განუწყვეტლივ ეხუმრებოდა, თუმცა ეს ყველაფერი "ბინძურ ცეკვებამდე" იყო, როდესაც ჯენიფერ გრეიმ თქვა, რომ მასთან ერთად ერთ ფილმში არ ითამაშებდა, პატრიკი მას მიუახლოვდა, დერეფანში გაიყვანა და თვალცრემლიანმა თავისი ყველა უადგილო ხუმრობისთვის გრეის ბოდიში მოუხადა. შესაძლოა სწორედ ამ ფაქტმა ითამაშა საბოლოოდ გადამწყვეტი როლი, რადგან სიმღერის "Love is strange"-ის სცენაში ნათლად ჩანს რომ მსახიობებს ერთმანეთთან მუშაობა მოსწონდათ, და რაც ყველაზე საინტერესოა - ეს საკულტო სცენა პატრიკისა და ჯენიფერისგან ფარულად იქნა გადაღებული. ისინი მხოლოდ რეპეტიციას გადიოდნენ, ხოლო რეჟისორმა კამერის ჩართვა გადაწყვიტა, რადგან ამ მომენტში დიდი პოტენციალი დაინახა.




0
839
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
839