"მერვე საოცრება შენ ხარ!" - ბაბი კირკიტაძის ახალმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო

გელა გნოლიძის ღამის შოუს ბენდის მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ რამდენიმე საათის წინ ახალი ფოტოები დადო სოციალურ ქსელში, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ბაბის მოქარგული მოკლე კაბა აცვია, ზემოდან შინდისფერი ბეწვიანი უსახელო მოსაცმელით, ფეხზე მაღალყელიანი შავი ჩექმები აცვია, ხოლო ხელში შავი ფერი ხელჩანთა უჭირავს.

"ჩვენი კრასავიცა ბაბი"
"რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო"

"მერვე საოცრება შენ ხარ!"
"საოცრებაა ეს გოგო"

"მიყვარხარ ჩემო ლამაზო"
"საყვარელი გოგო ხარ ბაბი "-უწერენ კომენატრებში გამომწერები.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ სკანდალი აგორდა ბაბი კირკიტაზეს გარშემო, როგორც გაირკვა კასპის მერიამ მომღერალს 12 000 ლარი ჩაურიცხა. qartli.ge -ს ინფორმაციით, მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო.

"ღამის შოუს ბენდი" საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ბენდის მოწვევის ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს", - აღნიშნულია კულტურის სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.
ამავე qartli.ge -ს ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელმა გელა გნოლიძემ კასპის მერს მისწერა, რომ თანხა პირადად ბაბი კირკიტაძესთვის ჩაერიცხათ.