x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ზღვამ ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ამოუცნობი 9-მეტრიანი ურჩხული გამორიყა
ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა უცნობი შიშისმომგვრელი მონსტრის ნახევრად გახრწნილი სხეული, რომლის შესახებ დანამდვილებით ვერავინ ამბობს, თუ რა არის.


მონსტრის შესახებ ინფორმაცია You Tube-ს მეშვეობით გაავრცელა ბლოგერმა ელიზაბეტ ენმა. ნახსენებ მასალაში ურჩხულს შიშისმომგვრელი, დანის ფორმის ეშვები და უზარმაზარი ხახა აქვს. ეს 9 მეტრის სიდიდის ლეში ცარცული პერიოდის რომელიმე ურჩხულს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ჩვენს თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ბუნების ქმნილებას.


მონსტრი


აღსანიშნავია, რომ იმ სანაპიროზე, სადაც მონსტრი აღმოაჩინეს, ბოლო თვის მანძილზე ქარიშხალი მძვინვარებდა. სანაპირო ორასიოდე კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ოკლენდს.



ინტერნეტმომხმარებლები ნანახით შოკირებულები არიან და ვიდეოს ავტორს უამრავ ვერსიას სთავაზობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ნიანგია. ზოგი კი დინოზავრებსა და დიდი ხნის ეინ გადაშენებულ პრეისტორიულ ურჩხულებზეც ალაპარაკდა.


მონსტრი


ზღვათა სამყაროს ბინადრების ექსპერტი ფიქრობს, რომ სანახევროდ გახრწნილი ლეში მკვლელ ვეშაპს უნდა ეკუთვნოდეს, რომელსაც იმ სანაპიროსთან ხშირად პოულობენ, სადაც ზღვის ახალი მონსტრი იქნა აღმოჩენილი. თუმცა, დანამდვილებით ისიც ვერ ამბობს, რომ ეს მართლა მკვლელი ვეშაპია.


ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ადგილობრივები ამ აღმოჩენის ნახვის შემდეგ თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.


ცხოველის ფოტო დამატებითი ექსპერტიზისთვის ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის მუზეუმს გადაეცა.


იმედი ვიქონიოთ, რომ მუზეუმის თანამშრომლები დეტალურად შეისწავლიან ურჩხულის შესახებ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას და საბოლოოდ ყველაფერს ნათელი მოეფინება. მანამდე კი იძულებულები ვართ, მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა ფანტასტიკური ვერსიით დავკმაყოფილდეთ.


კადავერი

0
972
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0