x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ამერიკის პრეზიდენტის კენედის საიდუმლოებით მოცული, გახმაურებული მკვლელობა (+ფოტოები)
image

შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, კენედის მკვლელობა მოხდა 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში (ტეხასი). ის სასიკვდილოდ დაიჭრა თოფიდან გასროლით, მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ჟაკლინი. მანქანა მიუყვებოდა საპრეზიდენტო კოლონას, ელმის ქუჩის გასწვრივ. კომისიამ დაასკვნა თუ ვის უნდოდა პრეზიდენტის მოკვლა, ეს იყო ლი ჰარვი ოსვალდი.


კენედი მეუღლესთან ერთად, რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო, სანამ ესროდნენ

image ჯონ კენედის მანქანა სვეტში მეოთხე იყო და 4 მოტოციკლესტი ახლდა. ლიმუზინში იყვნენ დაზვერვის აგენტები უილიამ გრირი(მძღოლი) და როი კელერმანი (მძღოლის გვერდით სავარძელზე). ჯონ კენედი და მისი მეუღლე უკანა სავარძელზე, ხოლო ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონალი მეუღლესთან ერთად (დამატებით შუა სკამებზე). მათ ირგვლივ კი ჟურნალისტები, დელეგაციის წევრები იყვნენ. მთელ მარშუტზე კი ამერიკელები იყრიდნენ თავს, რომელთაც სურდათ ლიდერის ნახვა, კენედი კი სულ უღიმოდა და ხელს უქნევდა მათ. კენედიმ იმ დღეს უარი თქვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ჩაცმაზე. 12:30 წუთზე გაისმა გასროლის ხმა და კენედი კისრის არეში დაიჭრა. 5 წამის შემდეგ გაისმა მეორე გასროლა, მეორე ტყვია თავში მოხვდა, ამის შემდეგ ლიმუზინი ძალიან ჩქარა დაიძრა და დაჭრილი კენედი კლინიკაში მიიყვანეს. ექიმებმა ჯონ კენედის გარდაცვალება 13 საათზე გამოაცხადეს. მკვლელობის მცდელობიდან 1 საათსა და 20 წუთში პოლიციამ ერთადერთი ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კენედის მკვლელობაში არა თუ ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი არსებობდა ვისაც წვლილი მიუძღოდა. ჯონ კენედის მკვლელობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის გასაიდუმლოებულ მკვლელობად ითვლება. დღეის მდგომარეობით გადაღებულია ათობით მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი, რომელთა რეჟისორებიც კენედის მკვლელობას თავისებური ვერსიით წარმოადგენენ, ასევე დაიწერა წიგნები.


image

ასევე იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები

image1)მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ხალხი

2)მაჩუ ფიქჩუ - საიდუმლოებით მოცული ადგილი . მსოფლიოს ახალი საოცრება (+ ფოტოები)

3)საიდუმლოებით მოცული რიტუალები

4)4 ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი, რომელიც პოლიტიკოსებთანაა დაკავშირებული (+5 ფოტო)

0
492
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
492