კულტურა მაჩუ ფიქჩუ - საიდუმლოებით მოცული ადგილი - მსოფლიოს ახალი საოცრება (+ ფოტოები) 2022, 27 ოქტომბერი, 0:49 ![]() მაჩუ-ფიქჩუ ითვლება საიდუმლოებით მოცულ ადგილად, თავისი ადგილმდებარეობითა და შენობებით, ის მისტიურია მნახველისთვის. მაჩუ-ფიქჩუ არის უძველესი ინკების ქალაქი, რომელიც მდებარეობს პერუში. 2007 წელს მას მიენიჭა მსოფლიოს ახალი საოცრების წოდება. მაჩუ -ფიქჩუ დიდხანს არსებობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, 1532 წელს იდუმალებით გაქრა მისი მოსახლეობა. ამ ქალაქს აქვს მრავალი სახელი: “ქალაქი ნანგრევებში", “ქალაქი ღრუბლებს შორის", “ინკების დაკარგული ქალაქი". მაჩუ-ფიქჩუ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ძველი მწვერვალი". აშენებულია მთის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე. მსოფლიომ პირველად ამ ქალაქის შესახებ 1911 წელს შეიტყო. მაჩუ-ფიქჩუს შიგნით არის უამრავი დანიშნულების შენობა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის შენობები სადაც თავადაზნაურები ცხოვრობდნენ. ასევე არის შენობები, სადაც რელიგიური რიტუალები ტარდებოდა. ინკების მთავარი ტაძარი აშენდა დასავლეთით. ინკები იყვნენ მაღალკვალიფიციური მშენებლები, უმეტესად იყენებდნენ მრავალკუთხა ქვებს. 5 საუკუნეზე მეტი გავიდა და მიუხედავად ამისა შენობები იდეალურ მდგომარეობაშია. ასევე ინკებმა შესანიშნავად აღმართეს დაკიდული ხიდები. რა იყო მაჩუ-ფიქჩუს რეალური დანიშნულება დღესდღეობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით ინკებმა ის გამოიყენეს ესპანელ დამპყრობლებთან საბრძოლველად. ასევე უცნობია თუ სად წავიდა მოსახელობა, ამაზეც არსებობს მრავალი ვერსია თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ მეცნიერები. იხილეთ მაჩუ-ფიქჩუს ფოტოები ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები![]() 905 1-ს მოსწონს |