საქართველო
"როგორც კი ვამხილეთ საიდუმლო სერობის გამართვაში, დილითვე მივიღე გამოძახება სასამართლოდან" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2022, 27 ოქტომბერი, 9:36
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს რომ მან დილით მურისიძის სასამართლოდან გამოძახება მას შემდეგ მიიღო, რაც მან აზებაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში "საიდუმლო სერობის" გამართვაში ბიძინა ივანიშვილი ამხილა:
"როგორც კი წუხელ ვამხილეთ ივანიშვილი დავით გარეჯის გაყიდვასა და აზებაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში საიდუმლო სერობის გამართვაში, სადაც ამ საკითხთან ერთად გადაწყდა ენერგომატარებლებიდან კლანებს შორის მილიარდების ახლებური გადანაწილება-------
დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე---- სადაც უნდა დამაჯარიმონ 50 ათასი ევროთი რადგან პარტიის საარჩევნო კლიპში ვთქვი მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი ------
ეს სოფლები ეს ლიქოკი ეს არხოტი ცარიელა ეს პარტახი საიგავო მეშინია ეს სამოთხე ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს და ა.შ. ახლა ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის რომ სასამართლოს ერთპიროვნულად არ მართავს ივანიშვილი და მისი ჯალათ მურუსიძე არაა გადასული თავდასხმის რეჟიმზე---
ასეთ მთქმელს ივანიშვილზე მეტი ხნთ უნდა მიესაჯოს ციხე ამათგან თავისუფალ საქართველოში." - წერს ქვეყნის პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.