x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508569
"ინტიმური სამხილი" - ჰარვი ვაინშტაინს სასამართლოზე შარვლის ჩახდა და გენიტალიების ჩვენება მოუწევს
image

სასამართლომ გადაწყვიტა პროდიუსერის სასქესო ორგანოს თავისებურებები მოწმეების წინაშე გამოეკვლიოს.


ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც 23-წლიან პატიმრობას იხდის სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურებისთვის, სასამართლოში მორიგი საქმის განხილვისას ტანსაცმლის გახდა მოუწევს.


მოსამართლემ მოწმეების თანდასწრებით გადაწყვიტა ბრალდებულის სავარაუდოდ დეფორმირებული სასქესო ორგანოების დათვალიერება.



ჰარვი ვაინშტაინს ბრალად ედება 10-18 წლის წინ ოთხი ქალზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა.


დაზარალებულებმა შენიშნესთუ არა პროდიუსერის სასქესო ორგანოს ანატომიური თავისებურება, სწორედ ამის დამტკიცება სურს მოსამართლეს.


ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორის მოადგილემ თქვა, რომ ვაინშტაინს ერთ დროს სასქესო ორგანოებზე ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც მისი სერიოზული დეფორმაცია გამოიწვია. ამიტომ, თუ ძალადობის მსხვერპლნი მოახერხებენ ზუსტად აღწერონ მოძალადე შოუმენის სხეულის თავისებურება, მაშინ მათი ჩვენება შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ.


თავად ჰარვი ვაინშტაინი მთლიანად უარყოფს მის წინააღმდეგ ბრალდებებს და ყველა პროცესში იცავდა მტკიცებას, რომ ქალები, რომლებიც მას ადანაშაულებენ, ნებაყოფლობით ჰქონდათ მასთან სექსი, რისთვისაც ის სანაცვლოდ დაეხმარა მათ კარიერის კიბეზე ასვლაში.



ვაინშტაინის მიმართ პირველი ბრალდებები 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რის შემდეგაც კიდევ არაერთმა ათეულმა ქალმა დასდო ვაინშტაინს ბრალი. იმავე დროს წარმოიქმნა #MeToo მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ., მთლიანად ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, აქედან 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

image

1
590
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
590
  
2022, 2 ნოემბერი, 1:09
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1