x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
11 ვარსკვლავი, რომელთა კარიერაც ზედმეტმა კილოგრამებმა შეიწირეს

image


წონის მატება ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, განსაკუთრებით კი ეს საკითხი მწვავედ 25 წლის შემდეგ დგება, როდესაც ცხოვრების წესი ისეთი აქტიური აღარ არის და მეტაბოლიზმიც ნელდება, თუმცა ზედმეტი კილოგრამები ჩვენს მუშაობაზე ნეგატიურად არ აისახება, რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე. მათთვის ყოველი ზედმეტი კილოგრამი პრობლემებით აღსავსეა. თქვენ წინაშეა ჰოლივუდის 11 ვარსკვლავი, რომლებსაც ჭარბმა წონამ ჩვეული ხიბლი დააკარგვინა და კარიერაც დაუნგრია.



1. ველ კილმერი


image


მსახიობის წონაში მატების მიზეზი ხორხის კიბო გახდა, რომელსაც ვარსკვლავი უკვე არაერთი წელია ებრძვის. ავადმყოფობამ და ზედმეტმა კილოგრამებმა მსახიობი იძულებული გახადა კარიერა მიეტოვებინა.





2. ჯენეტ ჯექსონი


image


მაიკლ ჯექსონის უმცროსმა დამ ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში საგრძნობლად მოიმატა. მშობიარობას კვლადაკვალ განქორწინებაც მოჰყვა, სწორედ ამის ფონზე ვეღარ აკონტროლებდა პოპ - ვარსკვლავი მომატებულ მადას. აი, ამ ფორმით კი სცენაზე გამოსვლა და ცეცხლოვანი ცეკვების ცეკვა ნამდვილად რთულია.





3. ალეკ ბოლდუინი


image


კიმ ბესინჯერთან სკანდალური განქორწინების შემდეგ მსახიობმა 30 კილოგრამზე მეტი მოიმატა. ამის შემდეგ მას უკვე აღარ სთავაზობდნენ მაცდუნებელ, სიმპათიური მამაკაცების როლებს. ახლა ის უფრო დაბალბიუჯეტიან ფილმებში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებს.




4. მერაია ქერი


image


ქმართან დაშორების შემდეგ ვარსკვლავმა 50 - ზე მეტი კილოგრამი მოიმატა, და არა მხოლოდ უწინდებური მიმზიდველობა, არამედ გულშემატკივართა არმიის სიყვარულიც (ძირითადად კი, მამაკაცების) დაკარგა. მართალია, ახლა მომღერალი თანდათან ფორმაში დგება, მაგრამ მასზე, როგორც შემსრულებელზე, სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ.




5. მეთიუ პერი


image


სერიალ "მეგობრების" დასრულების შემდეგ, პერის კარიერამ ახალ მასშტაბებს მიაღწია და მსახიობმა რამდენიმე მართლაც კარგ ფილმში ითამაშა, თუმცა ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ არა მხოლოდ მის გარეგნობაზე, არამედ მის კარიერაზეც დამანგრეველად იმოქმედა.




6. ბრენდან ფრეიზერი


image


"მუმიის" ვარსკვლავმა წონაში ცოლთან განქორწინების შემდეგ მოიმატა და მას შემდეგ ფორმაში ჩადგომას წარუმატებლად ცდილობს, პარალელურად კი, თამაშობს ფილმებში, სადაც ძირითადად, გულთბილი გლეხუჭებისა და ოჯახის თავის როლებს ასრულებს.




7. კერსტი ელი


image

90-იანი წლების ვარსკვლავმა კერსტი ელიმ წონაში მატება 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და 66 კილო კგ-მდეც კი ავიდა, ამერიკელი მსახიობი და მოდელი ჩვეულ ფორმას მხოლოდ 15 წლიანი დაუნდობელი აღმავლობისა და დაღმასვლის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა აღმოაჩინა რომ მისი დრო უკვე დიდი ხანია გავიდა.




8. რასელ ქროუ


image


მთელი რიგი სკანდალების შემდეგ რასელი საკუთარ თავში ჩაიკეტა. მსახიობი ალკოჰოლს მიეძალა, გასუქდა და შესაბამისად, მასზე კინოპროდიუსერების მხრიდან მოთხოვნამაც იკლო.





9. სტივენ სიგალი


image


90-იან წლებში პოპულარობის ზენიტში მყოფი სტივენ სიგალი მოდუნდა და თავს აღარც კი უვლიდა. სწორედ ეს გახდა მსახიობის კარიერის კრახის მიზეზი, ვინაიდან 30-ზე მეტ კილოგრამიან კაცს ხომ სამყაროს გადაარჩენა არ შეუძლია!





10. ჯონ ტრავოლტა


image


შვილის გარდაცვალების შემდეგ მსახიობის დრამატული წონის მატების მიზეზი - დეპრესია გახდა, მაგრამ ჰოლივუდს ცრემლების არ სჯერა, და რეჟისორებმა ტრავოლტას დიდ პროექტებზე მიწვევაც შეწყვიტეს.




11. ჟერარ დეპარდიე


image


რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იხუმროთ კიდეც, რომ მსახიობმა წონაში ობელიქსის როლისთვის მოიმატა, მაგრამ მსახიობის წონის მატების რეალური მიზეზი მისი საკვებისადმი უსაზღვრო სიყვარული გახლდათ. ერთ დროს მსახიობი კრიტიკულ 140 კგ-საც კი აღწევდა.





0
1323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1323