x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს 10 საშინელი ნაცისტური გეგმა რეალობად იქცეოდა ჰიტლერს რომ გაემარჯვა

image


მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებით ჰიტლერი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში ამიტომ ნაცისტები მსოფლიოს მოსაწყობად უკვე გრძელვადიან გეგმებსაც კი აწყობდნენ. მათ სურდათ სრულიად ახალი, არიული სახელმწიფოს აშენება ევროპის ნანგრევებზე. რა გეგმებს განახორციელებდნენ ნაცისტები გამარჯვების შემთხვევაში? სწორედ ამას განვიხილავთ დღევანდელ სტატიაში.



1. ისინი ამერიკულ მიწას ამერიკის კონტინენტის უძველესს მკვიდრ მოსახლეობას - ინდიელებს დაუბრუნებდნენ


image


ნაცისტები მტრულად იყვნენ განწყობილნი მათ მიმართ, ვისაც ღია კანის ფერი არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც საქმე ინდიელებს ეხებოდათ, მათი დამოკიდებულება ამერიკის ძირძველი ხალხების მიმართ ძალიან ლოიალური იყო. ნაცისტებს ყველაფრის ფასად სურდათ ინდიელებისთვის მათი მშობლიური მიწის დაბრუნება ამიტომ მათ ამერიკის ინდიელთა ფედერაციაც კი შექმნეს, ფიქრობდნენ რა რომ ინდიელებიც არიულ რასას განეკუთვნებოდნენ.




2 ნაცისტებს სურდათ გიგანტური კოსმოსური სარკის - მზის ქვემეხის აგება, რომელსაც ქალაქების დაწვა შეეძლო


image


1945 წელს ჟურნალმა "Life"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცისტები ქვემეხის შექმნას გეგმავდნენ, რომელიც დედამიწის ზედაპირის აალებად წერტილზე მზის ენერგიის ფოკუსირებას მოახდენდა და ამით მთელ ქალაქებს ფერფლად აქცევდა. ეს იდეა ცნობილ გერმანელ მეცნიერსა და რაკეტული ტექნიკის სპეციალისტს ჰერმან ობერთს 1923 წელს გაუჩნდა.




3. ნაცისტებს სურდათ დიდი აღმოსავლეთ აზიის თანაკეთილდღეობის სფეროს შექმნა


image


მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებს უკვე შექმნილი ჰქონდათ თავიანთი პანაზიური პროექტი, რომელსაც იმპერატორ ჰიროჰიტოს მმართველობის დროს იაპონიის იმპერიის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიერ ხელი ყველანაირად ეწყობოდა. მათ სურდათ შეექმნათ აზიელი ხალხების ბლოკი აღმოსავლეთ ევრაზიაში და ამგვარად გაეკონტროლებინათ მთელი აღმოსავლეთ აზია და გაეთავისუფლებინათ ის დასავლური კოლონიალიზმისგან. ასევე გამოცხადდა ლოზუნგი - "აზია აზიელებისთვის". იაპონელების ამ ინიციატივას მხარი ნაცისტებმა არ დაუჭირეს, რადგან მათ სურდათ მთელი მსოფლიო მხოლოდ მათ ეკონტროლებინათ.




4. ნაცისტებს სურდათ იმ ადამიანებისგან შეექმნათ "ცოცხალი კედელი", ვინც შთამომავლობას გაამრავლებდა


image


ეს უნდა ყოფილიყო გერმანელი კოლონისტების "ცოცხალი კედელი", რომლებიც საზღვრის გასწვრივ იცხოვრებდნენ და მხოლოდ გამრავლებით იქნებოდნენ დაკავებული. ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელსაც ჯარში მსახურობის 12 წლიანი სტაჟი ჰქონდა, გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარზე, რაც შეიძლება მეტი ბავშვის ჩასახვის მიზნით უნდა ყოფილიყო მივლენილი.




5. ნაცისტებს სურდათ ამერიკა და ინგლისი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ


image


ჰიტლერი ამერიკაში შეჭრას არ გეგმავდა, თუმცა ამ ქვეყანას იუდაურს უწოდებდა და ამერიკანიზმი სძულდა. ჰიტლერს სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, ან ამერიკა დაესხმებოდა თავს დიდ ბრიტანეთს, ან პირიქით, და კიდევ უფრო სასტიკი და სისხლიანი ომი გაჩაღდებოდა, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომი იყო.




6. ნაცისტებმა აღმოსავლეთ ევროპის დამონების გეგმა შეიმუშავეს


image


ნაცისტები უარყოფითად და მტრულად იყვნენ განწყობილნი არა მხოლოდ ებრაელების, არამედ სლავების მიმართაც. ოსტის გენერალური გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო სლავების პოლონეთისა და სსრკ-ს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებითი გამოსახლება და მათი დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ ამერიკაში გადასახლება. გეგმა 30 წელზე იყო გათვლილი. რუსებს ციმბირში შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში უნდა ემუშავათ.




7. ჰიტლერს მაჰათმა განდის მოკვლა სურდა


image


ჰიტლერს ინდუსები სძულდა, თვლიდა რა მათ მეორეხარისხოვან რასად. სწორედ მან ურჩია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 1938 წელს მაჰათმა განდის დახვრეტა. ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომში რომ მოეგოთ, ინდოეთის ლიდერის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა.




8. ნაცისტები ბრიტანელი კაცების დამონებას აპირებდნენ


image


ბრიტანელები რომ დაცემულიყვნენ, მაშინვე გაჩნდებოდა კანონი, რომლის მიხედვითაც 17-დან 45 წლამდე ასაკის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი დეპორტირებული იქნებოდა კონტინენტურ ევროპაში, რათა ისინი სამუშაო ძალად ყოფილიყვნენ გამოყენებული.



9. ჰიტლერი სიმპათიით იყო განწყობილი მუსლიმების მიმართ


image


ყველას გასაკვირად ჰიტლერი მუსლიმების მხარეზე იყო. ის და ჰაინრიხ ჰიმლერი ამტკიცებდნენ, რომ ისლამი ქრისტიანობასთან შედარებით ნაცისტურ იდეოლოგიასთან ბევრად უფრო თავსებადი იქნებოდა.



10. ნაცისტებს აღმოსავლეთ ევროპელების იეჰოვას მოწმეებად მოქცევა სურდათ


image


ნაცისტებს არა მხოლოდ მუსლიმები მოსწონდათ, არამედ იეჰოვას მოწმეების მიმართაც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რომლებიც საკუთარი რწმენის მიმართ ფანატიკურად იყვნენ გამსჭვალულნი. ჰაინრიხ ჰიმლერს სჯეროდა, რომ რელიგიისადმი ასეთი დამოკიდებულება შეიძლებოდა ნაცისტების მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რადგან საკუთარი რწმენით ასეთი "გატაცება" მხოლოდ ჰიტლერს ახეირებდა.





0
913
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
913