x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეცნიერებმა სამყაროს უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს, რომლის წონა 10 დეცილიონი კარატია
ალმასი


წლების წინ ასტრონომებმა კოსმოსის სიღრმეში მოელვარე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც 10 დეცილიონ კარატს იწონის.


რეალურად ეს ვარსკვლავია სახელწოდებით BPM 37093 ან V886 კენტავრი, რომელიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების კატეგორიას განეკუთვნება. თეთრი ჯუჯა არის ვარსკვლავი, რომელიც გაციების სტადიაზე იმყოფება. მასში აღარ მიმდინარეობს თერმობირთვული სინთეზი და ციური სხეული მხოლოდ ოდესღაც მოვარვარე “ღუმლის” ნარჩენ სითბოს ასხივებს.


V886 კენტავრის გასაოცარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ალმასის ფორმა აქვს. დიახ, ის მართლაც კოსმოსის ყურზე ჩამოკონწიალებული ალმასის საყურეა, რომლის წონას მხოლოდ ასტრონომიულ რიცხვებში თუ ვიანგარიშებთ და ისიც მხოლოდ მიახლოებით.



ვარსკვლავი V886 კენტავრი, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 50 სინათლის წლით გახლავთ დაშორებული. ის პულსარია და ხანგამოშვებით კაშკაშა სინათლეს აფრქვევს. მკვლევარებმა სწორედ ვარსკვლავის პულსაცია გამოიყენეს იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა მის შუაგულში.


აღმოჩნდა, რომ თურმე ვარსკვლავის დიდი ნაწილი ნახშირბადისა და ჟანგბადისგან შედგება, თუმცა მეცნიერების ყველაზე დიდი განცვიფრება ვარსკვლავის გულმა გამოიწვია, რომელიც ნაწილობრივ გიგანტურ ალმასად გადაქცეული აღმოჩნდა.


საინტერესოა, რომ კოსმოსური ალმასი მაშინ ჩნდება, როცა თეთრი ჯუჯა ცივდება და მისი მატერია ცენტრიდან გარე შრეებამდე კრისტალიზაციას განიცდის.


BPM 37093-ის დიამეტრი 4000 კილომეტრს შეადგენს და როგორც მკვლევარები აცხადებენ, მისი მასის 90 % უკვე დაკრისტალებულია. ამიტომ მეცნიერებმა ახლად გამოკვლეულ ვარსკვლავს “ლუსი” უწოდეს, ჯგუფ “ბითლზის” ჰიტის “Lucy in the Sky with Diamonds“-ის მიხედვით.


ასტრონომები აცხადებენ, რომ ჩვენი მზე 5 მილიარდი წლის შემდეგ მოკვდება და თეთრ ჯუჯად გარდაისახება, ხოლო საბოლოო ჯამში კრისტალიზებას დაიწყებს და ცაზე მოელვარე ისეთივე ულამაზეს ალმასად გარდაიქმნება, როგორიც დღეს ლუსია.


0
220
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0