x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ფაქტი, რომელთა დაჯერება უბრალოდ გაგიჭირდებათ
ამ სტატიაში თქვენთვის 10 ფაქტი გვაქვს, რომელთა დაჯერება მართლა ძალიან რთულია, თუმცა ამით საქმის არსი არანაირად არ იცვლება: ეს ფაქტები რეალურია! ისღა დაგრჩენიათ, წაიკითხოთ და გაოცდეთ. მაშ ასე, დავიწყოთ:


1. ამერიკაში არსებობს მცირე ზომის თაგვი, რომელიც გასაოცრად გაუმაძღარია. ის ყოველდღიურად საკუთარი სხეულის წონაზე 3-ჯერ მეტ საკვებს გეახლებათ. იმისათვის, რათა დაუოკებელი მადა რამენაირად დაიკმაყოფილოს, ეს თაგვი ყოველ 15-30 წუთში სანადიროდ გადის, რადგან შიმშილობაში გატარებული 1 საათის შემდეგ იღუპება.


ტონი


2. ყალბი კოკაინი, რასაც მსახიობები ფილმებსა და სერიალებში იყნოსავენ, როგორც წესი თეთრი თამბაქოსგან შედგება. ეს ნივთიერება ნამდვილ თამბაქოს კი არ შეიცავს, არამედ ყურძნის შაქარს და მენთოლს.



ალმასები


3. დედამიწის ზედაპირიდან 145-241 კილომეტრამდე სიღრმეში მეცნიერების გათვლებით 10 ტრილიონ ტონაზე მეტი ალმასია.


4. პაპუა-ახალ გვინეაში გამაოგნებლად ბევრი ენაა. დედამიწაზე არ არსებობს სხვა რომელიმე სახელმწიფო, სადაც მოსახლეობა 700 სხვადასხვა ენაზე საუბრობს. პაპუა-ახალ გვინეაში ეს რეალობაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა 8 მილიონს არ აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 11, 428 ადამიანზე ერთი ენა მოდის.


5. რკინის კაცის როლისთვის რობერტ დაუნი ჯუნიორმა პირველ ნაწილში 500 ათასი დოლარი მიიღო. სამაგიეროდ “შურისმაძიებლების” პირველ ფილმში მისმა ჰონორარმა უკვე 50 მილიონი დოლარი შეადგინა.


6. კუვიეს ნისკარტიანი ვეშაპი პლანეტის ყველაზე ღრმად მყვინთავი ძუძუმწოვარია. მას 140 წუთის მანძილზე შეუძლია სუნთქვის შეკავება და მეცნიერების დაკვირვებით ერთხელ ოკეანის სიღრმეში 2992 მეტრსაც მიაღწია.


7. 1957 წლის პირველ აპრილს ბრიტანული “ბი ბი სის” რედაქციამ თავს უფლება მისცა, მოეხდინა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სპაგეტი ხეებზე იზრდება. გადაცემის შემდეგ მაუწყებელში ასობით ზარი განხორციელდა. მაყურებლებს აინტერესებდათ, თავად თუ შეეძლოთ მსგავსი ხის გახარება.


8. 2017 წელს გერმანიაში 35, 600 ესკალატორი იყო.


ბიტკოინი


9. 2018 წელს ბიტკოინის მაინინგს იმდენივე ელექტროენერგია დასჭირდა, რამდენიც მთლიან ჩეხეთის რესპუბლიკას.


10. ბრაზილიაში ტერმიტების ბუდე აღმოაჩინეს, რომელიც 4000 წლისაა ანუ თითქმის ეგვიპტური პირამიდების ასაკის.

0
1077
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1077
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0