x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დადგენილია ირკუტსკში ჩამოვარდნილი რუსული გამანადგურებლის მფრინავების ვინაობა
image ირკუტსკში ჩამოვარდა 4+ თაობის მრავალფუნქციური საბჭოთა/რუსული, "სუხოის" საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი მრავალფუნქციური გამანადგურებელი СУ 30-ი, რომლის აწყობა და წარმოება ხდება ირკუტსკის საავიაციო ქარხანაში.


გამანადგურებელი გათვლილია დღეღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ბრძოლისათვის (ყოველ შემთხვევაში ტექნიკურ მახასიათებლებში ასე უწერია), აღნიშნული გამანადგურებლის საბაზისო თვითმფრინავი ძალიან ცნობილი გამანადგურებელი СУ 27, რომელიც დღესაც ძალიან ბევრი ქვეყნის შეიარაღებაშია დღემდე.


რაც შეეხება СУ 30-ს ეს თვითმფრინავები დღესაც წარმოებაშია და მას უშვებენ ორ ვერსიად, რუსული კოსმოსური ძალებისათვის და საექსპორტო, რომელიც ჩინეთის, ინდოეთის, ვიეტნამის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება.


ირკუტსკში ქარხნიდან გამოსული თვითმფრინავი ქარხსნის აეროდრომიდან აფრინდა გამოსაცდელი გაფრენისათვის, აფრენიდან რამდენიმე წუთში კი პილოტებმა თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგეს, თან ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ორიდან ვერცერთმა პილოტმა ვერ შესძლო ესარგებლა კატაპულტით, რომლითაცაა აღჭურვილი ეს გამანადგურებელი.



რამდენიმე რუსმა ექსპერტმა გამოთქვა ფრთხილი ვარაუდი, რომ მფრინავებმა თვითმფრინავის გამოცდისას ურთულესი მანევრები განახორციელეს, რამაც მფრინავების ორგანიზმის ზე ნორმატიული გადატვირთვა გამოიწვია და მათ გონება დაკარგეს.


თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა და აფეთქდა, სახლში არავინ იმყოფებოდა, ორივე მფრინავი ადგილზევე დაიღუპა.


პირველი პილოტი რუსეთის დამსახურებული მფრინავ-გამომცდელი მაქსიმ კონიუშინია, მეორე პილოტი კი მეორე კლასის მფრინავიი, მესამე კლასის მფრინავ-გამომცდელი, მაიორი ვიკტორ კრიუკოვი.


ზოგადად ეს თვითმფრინავი საკმაოდ ხარჯიანია მისი აფრენა 1 საათით თუნდაც საჰაერო ორთაბრძოლის გარეშე, სახელმწიფოს უჯდება 40 000 დოლარი.
აქ იგულისხმება საწვავთან ერთად თვითმფრინავის ასაფრენად მომზადება და დაფრენის მერე მომსახურება.


0
508
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
508