x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფერმერმა შვეიცარიაში ანტიკური ეპოქის განძი აღმოაჩინა, სადაც 4000 მონეტაა
არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, ბოლო დროის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს განეკუთვნება. შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ უეკენის ფერმაში რამდენიმე ხნის წინ ანტიკური ეპოქის განძი იპოვეს, სადაც 4000 რომაული მონეტაა.


აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, როცა ფერმაში ალუბლის ნერგებს რგავდნენ. ფერმერი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ადგილობრივ არქეოლოგიურ ექსპერტებს, რომლებმაც 4000 რომაული ბრინჯაოს და ვერცხლის მონეტის აღმოჩენა დაადასტურეს.


განძი


მონეტები იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა რომი თანდათან მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ხდებოდა. არქეოლოგების აზრით განძი ღმერთებს შეწირეს მსხვერპლად და სპეციალურად დაფლეს მიწაში, რათა არავის ეპოვნა. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი იმასაც ფიქრობს, რომ განძი ჩუმად შეინახეს, ხოლო მოგვიანებით მის კვალს ვეღარ მიაგნეს. ან ის ადამიანი დაიღუპა, ვინც განძი შეინახა, ან კიდევ შემნახველს ტერიტორიის კოორდინატები აერია.



არქეოლოგების აზრით განძის მფლობელი ძველი წელთაღრიცხვის 270-294 წლებში ცხოვრობდა და მან დაფლა განძი ისე, რომ მის წასაღებად უკან აღარ დაბრუნებულა.


ეს 4000 მონეტა მაშინდელი რომაელის 2 წლის საშუალო ხელფასის ოდენა თანხას შეადგენდა.


განძი საუკეთესოდ არის შემონახული და ყველა მონეტა დაუზიანებელია. მისი ძირითადი ნაწილი ვერცხლის მონეტებია. ვერცხლს ფულად ურთიერთობებში ინფლაცია არ ეხებოდა და ამრიგად იმ პერიოდში განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენდა.


ფერმერმა, რომელმაც განძი აღმოაჩინა, საკუთარი აღმოჩენა ვერ შეინარჩუნა. მას მისცეს მხოლოდ მპოვნელის გასამრჯელო, რადგან ნებისმიერი განძი, რომელსაც შვეიცარიაში პოულობენ, ადგილობრივი კანონმდებლობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.


განძი ვინდონისა დე ბრუგის მუზეუმში გამოიფინება, რომელიც რომაულ ისტორიაზეა კონცენტრირებული.


განძი

0
633
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0