x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავეჯის მაღაზიაში მოსმენილი ყველაზე უცნაური და სასაცილო ფრაზები
image

ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები :


1.-ეს დივანი იშლება?

-არა


-რატომ?

-იმიტომ!


2.სამეულს აწერია ფასი 3200 (ლარი)...

მომხმარებელი:-ეს ფასია თუ ზომა?


3.-ეს მწვანეა?

-დიახ

-არ გავს მწვანეს

-აბა რას გავს?

-მომწვანოს


4.მეგრელი 5000 ლარიან საძინებელზე:

-2000 ლარში მომეცი ნაღდს გადაგიხდი წავიღებ... (ვიცინი, მგონია ხუმრობს...) მიდი დარეკე უფროსთან ნაღდი მყიდველიათქო ეხლავე ჩაგახუტებ 2000 ლარს...


5.ცალკე კრავატები გაქვთ?


6.-ეს მაგიდა საძინებლს მოყვება?

-არა რა თქმა უნდა

-აპა რატო დგას?

-იყიდება და იმიტომ

-საძინებლთან ერთად?

-არა, ცალკე

-ცალკე რათ მინდა?


7.ეს "მდივანი" ფეხების გარეშე რო ვიყიდო ფასეულობას არ დამიკლებთ?


8.-ველოსიპედები გაქვთ?

-არა )))

-ამხელა ავეჯის მაღაზიაა და ველოსიპედი ვერ ვიშოვე გაგონილა?


9.-"უბორნია" საითაა?

-მეჩვიდმეტე სექტორში

-იქამდე ჩავიფსავ ახლო მითხარი ცოტა

-სხვაგან არ არის ქალბატონო

-ჩამოვჯდები მაშინ შევიკავებ ქე მაინც.


10.-ეს კრესლო ხო არ წრიპინებს?

-როგორ უნდა იწრიპინოს?

-ხო არი რო დაჯდები და წრიპინებს რა

-ჭრაჭუნს გულისხმობთ?

-ხო რა თუ გინდა ჟღარუნი დაარქვი


11.-თქვენ რესტავრიროვკას აკეთებთ? (რესტავრაცია რა????)

-არა

-აბა რას აკეთებთ?


12.-რა ზომის დივანი გნებავთ?

-უფრო მინი რა აი კარადის ზომიდან რავიცი... (ვერაფრით ჩავწვდი რა მითხრა????)


13.-იქით ვნახე ტროიკა და ეგეთი არ გაქვთ?

-მე რა ვიცი ქალბატონო იქით როგორი ნახეთ

-ჩვეულებრივი რა

-არა, ჩვენ არაჩვეულებრივები გვაქვს ))


14.უგულოკები გაქვთ? (ანუ უგალოკი (კუთხე) ) )))))


15.მეორადი ტროიკები სად ვნახო? ოღონდ ახლები...


16.ეს საწოლი ყრნობადია თუ ძირს დგას? (ყრნობადი რა ჯადაბაა ხალხო გამაგებინეთ????????)


17.მომხმარებელი განვადებაზე:

-დედაჩემის სახელზე მინდა განვადება გავაკეთო, პენსიონერია 80 წლისაა და აუცილებლად უნდა მოვიდეს?

-სამწუხაროდ მას განვადებას ვერ შევუვსებთ, ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს

-ვაიმე რას ლაპარაკობთ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, ნუ ჩაწერთ რა ასაკს მართლა არ ეტყობა საერთოდ ვერ მიხვდებიან...????????


18.-ეს თეთრია თუ ყვითელი? (ქერა მეკითხება????)

-სად თეთრი და სად ყვითელი))) კრემისფერია))

-კრემისფერი ხო არის რა... (ნუ რას წვალობდა ვერ გავიგე????)


19.-ფეხები გაქვთ?

-რა ფეხები?

-ნებისმიერი

-კი მაქვს

-აბა?

-აი ( ჩემი ფეხები ვანახე, რა მექნა აბა????????)

-შე ოხერო(იცინის????) დივნის ფეხებს გეკითხები

-ააა ეგ არ მაქვს)))


20.-შკურკავთ თქვენ?

-ბატონო?

-შკურკას აკეთებთ?

-რა შკურკას?

-ავეჯი მაქ რა გასაშკურკი

-არა!

-სად ვიკითხო?

-არსად...


21.-საძინებელს რა მოყვება?

-კარადა, საწოლი, ტუმბოები და ტრილიაჟი

-უი გარდერობი არ მოყვება?


22.ვიღაც ჯიგარი და მე:

-ნინოს ხო არ ჩამოუვლია აქ?

-ნინო ვინ არის?

-ჩემი ცოლი

-მე რა ვიცი თქვენი ცოლი ვინ არის)))

-ნინო

-თუ გამოივლის ვეტყვი რომ ეძებთ)))))))

-კარგი მადლობა.


23.ფასი წერია 3700:

-ეს 350 დივნის ფასია მარტო?

1
1771
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1771
  
2022, 25 ოქტომბერი, 7:47
გუშინ მოვისმინე ლიბერთი ბანკში,როგორ ეხუმრა პენსიონერი ოპერატორს. ე.ი. დიდი რიგია,ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა და ერთერთ სკამზე მოხუცი კაცი იჯდა. ერთი საათის ლოდინის შემდეგ ოპერატორს გასძახა,შვილო მალე მომიწევს რიგი? ოპერატორი პასუხობს,რიგის ნომერი ხომ გაქვთ? პენსიონერი,კი მაქვს შვილო,მარა... ოპერატორი,დაელოდეთ და აინთება თქვენი ნომერი. პენსიონერი,ორმოცამდე თუ მომიწევს? ოპერატორი,თუ ორმოცამდე არის თქვენი რიგის ნომერი მოგიწევთ მაშინ.პენსიონერი,არა შვილო,ჩემს ორმაცამდე თუ მომიწევ რიგი,მაშინ გავჩერდები... 20 ნომერი ციმციმებდა რიგის ტაბლოზე,ამ პენსიონერს 67 ნომერი ქონდა,ჩემი 71 ნომერი იყო... ერთი ბიჭი მოვიდა,გადაუცვალა რიგის ნომერი და 26 მისცა. მოხუცმა ხურდა დაუბრუნა და თავისი ადგილი დაუთმო სკამზე,რომელზეც არ დაჯდა რა თქმა უნდა ის ჯიგარი ახალგაზრდა ბიჭი.
0 1 1