x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის პოვნის რევოლუციურ გზას მიაგნეს
არამიწიერი სიცოცხლის მოძიება ძალიან აქტუალური საკითხია, რითაც დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ადამიანია დაინტერესებული. 2021 წლის ბოლოს კოსმოსში გაშვებული ჯეიმს ვების ტელესკოპის ერთ-ერთი არსებითი დანიშნულებაც სწორედ ეს არის; ჯეიმს ვების ტელესკოპს შეუძლია ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა მარტივად გვიჩვენოს, თუმცა როგორ უნდა მივხვდეთ, ჩვენს მიერ დაკვირვებადი ეგზოპლანეტა დასახლებულია თუ არა? ატმოსფეროში შემავალი რომელი გაზები მოგვცემს უტყუარ დასტურს რომელიმე ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ?


ტრადიციულად ამ შეკითხვაზე ასტრობიოლოგებს ერთი პასუხი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადის, მეთანის და ნახშირორჟანგის არსებობა იქ სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ ეს მოსაზრება მთლად ზუსტი არ გახლავთ. საქმე იმაშია, რომ როგორც ჟანგბადი, ასევე ნახშირორჟანგი და მეთანი შეიძლება წარმოიშვას არაბიოლოგიური და არაცოცხალი სახის აქტივობების შედეგადაც. გარდა ამისა, საკუთრივ დედამიწაზეც იყო პერიოდი, როცა სიცოცხლე უკვე არსებობდა, მაგრამ არც მეთანი, არც ჟანგბადი და არც ნახშირორჟანგი მის ატმოსფეროში საკმარისი რაოდენობით არ იყო. ამიტომ მეცნიერებს სჭირდებათ რაიმე ისეთი გაზი, რომლის არსებობაც უტყუარად იქნება იმის დასტური, რომ მოცემულ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლეა.


ასტრონომების ერთ-ერთი გუნდი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ ეგზოპლანეტების ატმოსფეროებში უპირველეს ყოვლისა აზოტის ოქსიდი მოვიძიოთ. სწორედ ასე მიაჩნია ედი შვიტერმანს, რომელიც UCR-ის დედამიწის და პლანეტარული მეცნიერების დეპარტამენტში მოღვაწეობს.


აზოტის ოქსიდი ანუ N2O ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო გაზია. ბევრი ქიმიური რეაქციის დროს ნახშირორჟანგი წარმოიშობა დამატებითი პროდუქტის სახით, რომელიც ზოგიერთ ბაქტერიას N2O-დ შეუძლია გარდაქმნას, რომელიც შემდეგ ოკეანეებიდან მყისვე ატმოსფეროში ხვდება. ჩვენს შემთხვევაში მზე სწრაფად შლის აზოტის ოქსიდს, თუმცა სხვადასხვა პლანეტებს, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფთ და ასევე გარკვეული ტიპის ვარსკვლავების ირგვლივ მბრუნავთ, წარმატებით შეუძლიათ შეინარჩუნონ ეს გაზი.



აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტაზე აზოტის ოქსიდის არსებობა უკვე დაადასტურა ჯეიმს ვების ტელესკოპმა. საქმე ეხება ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის სისტემას, რომლის ერთ-ერთ პლანეტაზე დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდი იქნა აღმოჩენილი.


თუმცა აზოტის ოქსიდიც შეიძლება წარმოიშვას არაბიოლოგიური პროცესების შედეგად. ერთ-ერთ ასეთ პროცესად ჩვეულებრივი ელვაც არის მოხსენიებული. მაგრამ ელვის მეშვეობით აზოტის ოქსიდის წარმოშობას თან სდევს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის დიოქსიდის წარმოქმნაც, რომლის არსებობას იმის დადასტურება შეუძლია, რომ აღნიშნული გაზი არ არის წარმოქმნილი ბიოლოგიური გზით.


ეგზოპლანეტის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდის არსებობა ნახშირორჟანგის დიოქსიდის გარეშე - ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო მარკერი, რომლის მეშვეობით სიცოცხლის არსებობის ძიება ახალ მნიშვნელობას შეიძენდა. ამჟამად ედი შვიტერმანის გუნდი სწორედ ამ საქმით არის დაკავებული.


ეგზო


ილუსტრაცია, რომელიც ეგზოპლანეტა TRAPPIST-1f-ის სავარაუდო ზედაპირს გვიჩვენებს

0
405
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0