x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ასტრონომებმა მზის სისტემის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც მზეს მასით 12-ჯერ აჭარბებს. შავ ხვრელს მზის მსგავსი ყვითელი ვარსკვლავი უვლის გარს, რომელიც კოსმოსური მონსტრის ირგვლივ ერთი წრის გაკეთებას 185 დღეს ანდომებს. ის თავისი პარტნიორის ირგვლივ საკმაოდ ჩქარა ბრუნავს და ჯერჯერობით “მოვლენათა ჰორიზონტის” საპირისპირო მხარეს იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელთან ჯერჯერობით მეტისმეტად ახლოს არ არის მისული.


ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს უზარმაზარი მასის მქონე შავი ხვრელი ჩვენგან 1550 სინათლის წლის სიახლოვეს იმყოფება.


შესაძლოა ასტრონომიის საკითხებში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს მოეჩვენოს, რომ 1550 სინათლის წელი ძალიან შორი მანძილია, მაგრამ ჩვენ საკითხს კოსმოსური მასშტაბებიდან უნდა შევხედოთ. 1550 სინათლის წელი კოსმოსური მასშტაბებიდან გამომდინარე ძალიან ახლოა. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი “უკანა ეზო.”


მეცნიერებს აქამდეც ეგონათ, რომ მზის სისტემის სიახლოვეს, ჩვენგან 960 სინათლის წლის მანძილზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს, მაგრამ ეს აღმოჩენა საბოლოოდ ვერ დადასტურდა. მოგვიანებით, აღმოჩენილ იქნა მეორე ობიექტი სახელწოდებით HR 6819, რომელიც 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ჩვენგან და “უნიქორნი, ” რომლისგანაც 1120 სინათლის წელი გვაშორებს, მაგრამ ორივე ზემოაღნიშნული ობიექტი საბოლოოდ “სხვა ტიპის კომპაქტურ ციურ სხეულებად” მოიხსენიეს და არა შავ ხვრელებად.



არც ახლად აღმოჩენილი ობიექტის რაობაა ბოლომდე გარკვეული. შესაძლოა, შავი ხვრელი ესეც არ აღმოჩნდეს, თუმცა ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მეცნიერები ამჯერად არ შეცდებიან, რადგან მზეზე 12-ჯერ უფრო დიდი მასის კოსმოსური ობიექტი, რომელიც შუქს არ ასხივებს, სავარაუდოდ შავი ხვრელი უნდა იყოს.


შავი ხვრელი

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0